სტილი

მამაკაცის მოხიბვლის მაგია ფრანგი ქალებისგან

მამაკაცის მოხიბვლის მაგია ფრანგი ქალებისგან

მიმზიდველი, ელეგანტური, იდუმალი, სექსუალური, ვნებიანი - ასე ახასიათებენ მსოფლიოს მამაკაცები ფრანგ ქალებს.

წითელ ბერეტებში და შავ კაბებში მომხიბვლელი ფრანგი ქალბატონების საიდუმლო ცხოვრებისადმი მათ დამოკიდებულებაშია და ასევე მაგიურ ძალაში, რომელსაც ისინი მამაკაცებთან ურთიერთობისას იყენებენ.

პაემანზე დაგვიანება

ფრანგი ქალისთვის პაემანზე 10-15 წუთით დაგვიანება კარგ მანერად მიიჩნევა. მათი აზრით, თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარს, აუცილებლად დაელოდება.

შეუპოვრობა

ფრანგი ქალები რომანტიკულები და ნაზები, მაგრამ ამავე დროს მტკიცე და თავდაჯერებულები არიან, უკან დახევა მათი სტილი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან კამათობენ - უფროსთან, საუკეთესო მეგობართან თუ საყვარელ მამაკაცთან, ისინი საკუთარ აზრს ბოლომდე შეუპოვრად დაიცავენ.

პირდაპირობა

თუ ფრანგ ქალს მამაკაცი მოსწონს, არ დაიწყებს შეფარვით მის თვალთვალს, აუცილებლად მივა და პირდაპირ ეტყვის, რომ მისით მოხიბლულია.

ღიად საუბარი სექსზე

ფრანგი ქალები - არასოდეს თაკილობენ გულწრფელად გაუზიარონ საყვარელ მამაკაცს თავიანთი შინაგანი სურვილები სექსთან დაკავშირებით.

საკუთარი თავის პატივისცემა

ფრანგი ქალი არასოდეს დაასუფთავებს სახლს და არ დადგება ღუმელთან მთელი საღამო, თუ დაღლილია ან თავს ცუდად გრძნობს. მათ ერთი მარტივი წესი აქვთ: თუ რამე გჭირდებათ, თავად გააკეთეთ.

თანასწორობა

ფრანგი გოგონები თანასწორობის მომხრენი არიან და თავს არ აღიქვამენ მსახურებად, რომლებმაც გამუდმებით უნდა იზრუნონ პარტნიორზე. თუ სადილის მომზადება გჭირდებათ, ეს ნიშნავს, ორივე ღუმელთან დადგეთ და საქმეები თანაბრად გაინაწილოთ.

მომხიბვლელობა

ფრანგი ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კარგად ჩაცმას და ძვირადღირებულ კოსმეტიკას. მათთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის მომხიბვლელად და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ და არა მხოლოდ დღესასწაულებზე.

უარი დიეტებს

ფრანგი გოგონა არ იცავს მკაცრ დიეტას და არ ინერვიულებს სადილად კრუასანის ჭამაზე. მისთვის საკვები სიამოვნების მიღების კიდევ ერთი გზაა, მამაკაცი კი, რა თქმა უნდა, არ ეტყვის საყვარელ ქალს უარს რამდენიმე "ზედმეტი" კილოგრამის გამო.



და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - ფრანგმა ქალებმა იციან როგორ შეიყვარონ საკუთარი თავი. ისინი არ ცდილობენ სხვების სიამოვნებას, არ ღელავენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მათ საზოგადოება. საკუთარი თავისა და შეხედულებების ამგვარი ნდობა მათ განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლების თვალში, რომლებსაც ასევე არ ეშინიათ გამოწვევების.