LIFE

Wizz Air-ის აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე

Wizz Air-ის აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე

Wizz Air-მა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ წარადგინა ორი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც სპეციალურად ქართული ბაზრის მომხმარებლებისათვისაა შექმნილი: Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება ახლა უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ეს განახლებები კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის სტრატეგიას, რომლის ცენტრშიც მომხმარებელია – და წარმოადგენს სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესების მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართველი მგზავრებისთვის.

ქართულენოვანი აპლიკაცია ავიაკომპანიის მხრიდან კიდევ ერთი ინვესტიციაა ციფრულ განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ, ლოკალურ გადაწყვეტილებებში. ქართველი მგზავრები ბევრად მარტივად შეძლებენ აპლიკაციით სარგებლობას – ფრენების ძიება, დაჯავშნა და ბილეთების მართვა მოხდება უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.

ამავდროულად, სატელეფონო მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა  კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელთა მხარდაჭერის ხარისხს – მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ დახმარება და გააგზავნონ საჩივრები მშობლიურ ენაზე, როგორც თვითმომსახურებით, ასევე ოპერატორთან პირდაპირი კონტაქტით.
ეს ინიციატივა სრულად შეესაბამება Wizz Air-ის გრძელვადიან ხედვას, Customer First Compass-ს, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გამოცდილების უზრუნველყოფას მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე.

2016 წელს ქუთაისში ბაზის დაფუძნებიდან და 2017 წელს ბაზრის ლიდერად ქცევის შემდეგ, Wizz Air-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ავიაციის ტრანსფორმაციაში. დღემდე ავიაკომპანიით 6 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იმგზავრა ისევე როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოში. ავიაკომპანია განაგრძობს განვითარებას ხელმისაწვდომი მარშრუტების გაფართოებითა და მომხმარებელზე მორგებული ინოვაციებით.
აპლიკაციისა და სატელეფონო მომსახურების ქართულ ენაზე შეთავაზების გარდა, Wizz Air-მა ასევე განაახლა პირდაპირი ფრენები მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებებით – რაც კიდევ უფრო აძლიერებს ევროპასთან პირდაპირ კავშირს.

გარდა ამისა, კომპანიის ქსელში დაემატა ახალი მიმართულება – ლიონი, საფრანგეთის ერთ-ერთი კულტურულად გამორჩეული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქალაქი. ეს ცვლილებები აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც საიმედო, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ავიაკომპანიის როლს ქართველი მოგზაურებისთვის.



კომპანია ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და გვთავაზობს მრავალფეროვან პირდაპირ რეისებს. დღევანდელი მდგომარეობით, Wizz Air-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში 4,500-ზე მეტ არაპირდაპირ სამუშაო ადგილს უჭერს მხარს და ჰყავს ადგილობრივი პროფესიონალებისგან შემდგარი ეკიპაჟი – რაც ხაზს უსვამს ავიაკომპანიის კავშირს რეგიონის განვითარებასთან.

სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი:

„ქართულენოვანი აპლიკაციისა და მხარდაჭერის ცენტრის გახსნა ცხადად ასახავს, რამდენად სერიოზულად ვუდგებით ადგილობრივ ბაზრებს.
ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, იგრძნონ კომფორტი და მხარდაჭერა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ციფრული და მომხმარებლის მხარდაჭერის ინსტრუმენტების გაფართოებით ქართულ ენაზე, ვამარტივებთ სამგზავრო გამოცდილებას და ვზრდით ხელმისაწვდომობას.”

Wizz Air-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android პლატფორმებზე და მოიცავს ფუნქციებს, როგორებიცაა: მობილური რეგისტრაცია, რეალურ დროში ფრენის განახლებები, ბორდინგ პასის შენახვა, შეტყობინებები ფრენის სტატუსის შესახებ - ახლა ეს ყველაფერი უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც. მომხარებლებს შეუძლიათ, გადმოტვირთონ აპლიკაცია ამ ბმულის მეშვეობით.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.