LIFE

Wizz Air-ის დაბადების დღის ბოლო სურპრიზი: მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებაში და დაიბრუნეთ ფრენის საფასური

Wizz Air-ის დაბადების დღის ბოლო სურპრიზი: მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებაში და დაიბრუნეთ ფრენის საფასური

მომხმარებლების მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესის პარალელურად, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, Wizz Air, დაბადების დღის  აღსანიშნავ კვირეულს მგზავრებისთვის ბოლო სიურპრიზით ასრულებს და დაბადების დღის სპეციალური გათამაშებას წარადგენს.

მომხმარებლებს, რომლებიც 21-დან 25 მაისამდე დაჯავშნიან Wizz Air-ის ნებისმიერ ფრენას 2025 წლის მაისში ან ივნისში, შეუძლიათ დაიბრუნონ თავიანთი ჯავშნის სრული ღირებულება.

მონაწილეობის მიღება მარტივია:

  1. 2025 წლის 21-დან 25 მაისამდე პერიოდში, მომხმარებლებმა ფრენა უნდა დაჯავშნონ პირდაპირ ავიაკომპანიის პლატფორმებზე -  wizzair.com-ზე ან WIZZ აპლიკაციაში.

  2. ჯავშანი უნდა ვრცელდებოდეს 2025 წლის მაისში ან ივნისში დაგეგმილ ფრენებზე.

  3. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მგზავრებმა უნდა წარადგინონ ჯავშნის დამადასტურებელი კოდი გათამაშების ვებსაიტზე: www.birthday.wizzair.com  

  4. 21 გამარჯვებული აირჩევა შემთხვევითობის პრინციპით. ისინი მიიღებენ მათი ჯავშნის ეკვივალენტურ WIZZ კრედიტებს, 1000 ევრომდე.


დაბადების დღის გათამაშება Wizz Air-ის ერთკვირიანი ზეიმის დასასრულია. ამ დროის განმავლობაში, ავიაკომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზე 1 მილიონზე მეტი ადგილი 69 ლარზე ნაკლები ღირებულებით და 21%-მდე ფასდაკლება ყველა ფრენაზე, ავიაკომპანიის მთელ ქსელში.

2004 წლიდან, დაარსების დღიდან მოყოლებული, Wizz Air-მა გადაიყვანა 437.7 მილიონზე მეტი მგზავრი და 800 მარშრუტზე შესთავაზა მათ ხელმისაწვდომი და დასამახსოვრებელი მოგზაურობის გამოცდილება. 232 თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტითა და 33 ოპერაციული ბაზით, Wizz Air აგრძელებს ზრდას და ინვესტიციების ჩადებას საჰაერო მოგზაურობის მომავალში.

Customer First Compass-ის და ავიაკომპანიის 14 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სპეციალური გათამაშება ხაზს უსვამს Wizz Air-ის ერთგულებას, შესთავაზოს მომხმარებლებს ღირებულება, არჩევანი და აღიარება.

დაბადების დღის გათამაშების წესები და პირობები ხელმისაწვდომია www.birthday.wizzair.com -ზე.

„ჩვენი დაბადების დღის სარეკლამო კვირეულის წარმატება არის დადასტურება იმისა, რაც Wizz Air-ში ისედაც კარგად ვიცით: ჩვენთვის მომხმარებლები არიან იმ ყველაფრის ცენტრში არიან, რასაც ქმნით. ეს გათამაშება არის ჩვენი მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა  - ამით, ჩვენ ვპასუხობთ მათ, ვინც ირჩევს და ენდობა Wizz Air-ს. ბოლო წუთს გეგმავენ გაზაფხულის მოგზაურობას თუ უკვე ემზადებიან ზაფხულს თავგადასავლებისთვის, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით გავიგოთ, თუ საით წაიყვანს მათ შემდეგი მოგზაურობა” - სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი.

საქართველოში Wizz Air-ი 25-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს ისევე როგორც ქუთაისიდან, ასევე ქუთაისის მიმართულებით, რაც კომპანიის რეგიონისადმი ერთგულებას ადასტურებს. ოპერაციების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ უკვე 7 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და ამჟამად ქუთაისში 4 ბაზირებული ხომალდით ოპერირებს. 2025 წლის ზაფხულის განრიგი უფრო მრავალფეროვან მიმართულებებსა და ფრენების გაზრდილ სიხშირეს მოიცავს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მადრიდი, ჰამბურგი, ლიონი და სხვა.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.