
ყავა რომ პლანეტის ყველაზე არომატული და სასიამოვნო სასმელია, ამაზე აღარ ვკამათობთ. ყავის დალევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მძიმე დღის წინ ენერგიის მიღებაა, თუმცა, როგორც ირკვევა, დილის ფინჯანი ყავით გატაცება არც ისე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
გაღვიძებისთანავე ჩვენი სხეული გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს და ნუკლეოზიდს, რომელსაც ადენოზინი ეწოდება. კორტიზოლი, ანუ როგორც მას უწოდებენ „სტრესის ჰორმონი“, პასუხისმგებელია ენერგიის მოზღვავებაზე, ფიზიკურ და გონებრივ აქტივობაზე და ძილიანობის არარსებობაზე. ადენოზინი, პირიქით, გვაგრძნობინებს დაღლილობას, ნელა მუშაობას და ძილიანობას.
გაღვიძებიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კორტიზოლი ყველაზე დაბალ დონეზეა, რის გამოც კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში ძილის მაცდურ სურვილს ვგრძნობთ, მაგრამ აქ ერთვება ადენოზინის მაღალი დონე, რის გამოც ფინჯან ყავას ვესწრაფვით.
დილის ფინჯანი ყავა არღვევს ჩვენი სხეულის ბუნებრივ რიტმებს; ტვინი ცდილობს კორტიზოლის დახმარებით მოგვცეს ენერგია და დილით ადენოზინის ჩახშობას ცდილობს, მაგრამ არ ვაფასებთ მის ძალისხმევას და უზმოზე ყავით ვცდილობთ სხეულის „გაღვიძებას“. დროთა განმავლობაში, ტვინი იწყებს კორტიზოლის შემცირებას, ამიტომ ჩვენ კოფეინზე დამოკიდებულები ვხდებით, რადგან დილით დაღლილობასთან გამკლავების საკუთარი ძალები არ გვაქვს.
როგორ დავლიოთ ყავა სწორად, რომ ენერგიულად ვიგრძნოთ თავი?
მიირთვით ყავა გაღვიძებიდან არა უადრეს ერთი საათისა. ამ დროის განმავლობაში კორტიზოლს გამომუშავების დრო აქვს, ადენოზინს - გასვლის და თქვენი ფინჯანი ყავა ორგანიზმისთვის დამატებითი საწვავი ხდება, ხოლო დაძინებამდე არა უგვიანეს 6 საათისა. სწორედ ამდენი დროა საჭირო კოფეინის სისხლიდან გამოსადევნად. თუ ყავას დაძინებამდე 5 საათით ადრე დალევთ, გაგიჭირდებათ ჩაძინება.
როგორც დიეტოლოგები ამბობენ, დღის ფინჯანი ცხელი ყავით დაწყება დროთა განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ისეთ ქრონიკულ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებები, ქრონიკული პანკრეატიტი. საქმე ისაა, რომ ადამიანს ყავის უზმოზე დალევის შემდეგ უქრება ჯანმრთელი შიმშილის გრძნობა, აი, საუზმის შემდეგ კი, ყავა შეგიძლიათ მიირთვათ როგორც გსურთ და რასთან ერთადაც გსურთ -თუნდაც დესერტით.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია