LIFE

Wizz Air ავიაციის გლობალურ რეიტინგში ემისიების მინიმიზაციის მიმართულებით ლიდერობს

Wizz Air ავიაციის გლობალურ რეიტინგში ემისიების მინიმიზაციის მიმართულებით ლიდერობს

Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა  ავიაკომპანია, გამოაქვეყნა 2025 ფინანსური წლის მდგრადობის ყოველწლიური ანგარიში (გულისხმობს პერიოდს 2025 წლის 31 მარტამდე). ანგარიში დამოწმებულია დამოუკიდებელი მესამე მხარეების მიერ და აღნიშნავს შესამჩნევ პროგრესს გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის მიმართულებით. მიღწეულმა პროგრესმა განაპირობა ის, რომ Wizz Air-ი დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ ავიაკომპანიად ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით, დამოუკიდებელი ანალიტიკური კომპანია Cirium-ის მიერ.

გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაძლიერება ავიაფლოტთან დაკავშირებული ინოვაციებით

2025 ფინანსურ წელს Wizz Air-მა კიდევ ერთხელ გაამყარა თავისი პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე დაბალი ემისიის მაჩვენებლის მქონე ავიაკომპანიამ მსოფლიოში – კომპანიის მიერ დაფიქსირდა ინდუსტრიაში წამყვანი მაჩვენებელი: 52.2 გრამი CO₂ თითო მგზავრზე თითო კილომეტრზე.

ავიაკომპანიის უახლესი თაობის ავიაფლოტის საშუალო ასაკი მხოლოდ 4.7 წელია და იგი კვლავ ყველაზე ახალგაზრდაა ევროპულ კონკურენტებთან შედარებით, რაც საწვავის მოხმარების ეფექტიანობასა და ეკოლოგიური ზემოქმედების შემცირებას უზრუნველყოფს. ამჟამად Wizz Air-ის 231 თვითმფრინავიდან (147 Airbus A321neo და 6 A320neo) 66%-ზე მეტი აღჭურვილია უახლესი თაობის Pratt & Whitney GTF ძრავებით, რომლებიც საწვავის მოხმარებასა და CO₂-ის გამოყოფას 20%-ით ამცირებს წინა თაობის თვითმფრინავებთან შედარებით, ხოლო ხმაურის დონეს – 50%-ით. კომპანიის „Customer First Compass” ინიციატივის ფარგლებში, Wizz Air გეგმავს 2028 წლისთვის სრულად ნეო-სერიის თვითმფრინავებზე გადასვლას, რაც კომპანიას ევროპის სხვა ავიაკომპანიებზე ბევრად წინ აყენებს.



ინდუსტრიის ნერგოეფექტურობისა და ინოვაციებისადმი ერთგულების სიმბოლოდ, Wizz Air-მა წარადგინა სპეციალური  დიზაინის თვითმფრინავი, რომელიც Airbus-თან 20-წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად შეიქმნა და ხაზს უსვამს როგორც წარსულ წარმატებებს, ისე მომავალი ტექნოლოგიური პროგრესის ხედვას.

მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF): საცდელი ფრენებიდან 2030 წლის მიზნამდე

Wizz Air აგრძელებს მიზნობრივ, მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას ემისიების შემცირებაში, ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით. 2024 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, კომპანიამ განახორციელა მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) საცდელი ფრენები ბარსელონა-ბუდაპეშტისა და ბრიუსელი შარლერუა-ბუდაპეშტის მარშრუტებზე, პარტნიორ Moeve-სა და World Fuel Services-ის SAF მომწოდებლებთან თანამშრომლობით. ჯგუფი ისახავს მიზნად 2030 წლისთვის თავის ფრენებში SAF-ის 10%-იანი ნაზავის გამოიყენოს.

პრაგმატული გზა ნულოვან ემისიებამდე

დედამიწის დღის აღსანიშნავად Wizz Air-მა წარმოადგინა საკუთარი ამბიციური დეკარბონიზაციის სტრატეგია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის (ICAO) გრძელვადიან მიზანს – 2050 წლისთვის საერთაშორისო ავიაციაში ნულოვანი ემისიების მიღწევას. Wizz-ის დეკარბონიზაციის გეგმა ასევე ძლიერი მოწოდებაა მთავრობებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისადმი მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რათა ფრენების გრძელვადიანი მდგრადობა რეალურად მიღწევადი გახდეს.

„Wizz Air-ში ESG მიზნებს არ ვუყურებთ მხოლოდ როგორც მარკეტინგულ რიტორიკას – ეს ჩვენი ბიზნესის საფუძველია,” – განაცხადა დოროტია დურუჩკომ, Wizz Air-ის სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისა და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა. „2025 წლის მდგრადობის ანგარიშში ასახულია ჩვენი მიდგომა გაზომვადი პროგრესის, მონაცემებზე დაფუძნებული საქმიანობისა და პრაგმატულ დაგეგმარების შესახებ. ჩვენ ვაბანდებთ იქ, სადაც რეალური შედეგის მიღწევა შესაძლებელია: ახალ ტექნოლოგიებში, SAF-ის წარმოების შესაძლებლობებსა და გონივრულ ოპერაციებში. ვმუშაობთ პასუხისმგებლობით და თავიდან ვირიდებთ ქმედებებს, რომლებსაც ფაქტობრივი ეფექტი არ გააჩნია. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დარჩენა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ავიაკომპანიად, არამედ პასუხისმგებლიანი დაბალბიუჯეტიანი ავიაციისთვის ახალი სტანდარტის შექმნა.”

ინდუსტრიის მიერ აღიარებული პროგრესი

Wizz Air-ის ქმედებები არაერთმა ინდუსტრიულმა ორგანიზაციამ დააჯილდოვა. 2024 წელს კომპანია დასახელდა "ნახშირბადის შემცირების მიმართულებით საუკეთესო ავიაკომპანიად" Carbon Awards-ის ფარგლებში, რომელსაც World Finance ატარებს  და მესამედ ზედიზედ მიიღო CAPA-ს გარემოსდაცვითი მდგრადობის ჯილდო.
Wizz Air-ის მდგრადობის სტრატეგია ასევე მოიცავს სოციალურ პასუხისმგებლობასა და ორგანიზაციულ განვითარებას. FY25 წლის განმავლობაში კომპანიას 2,300-ზე მეტი ახალი თანამშრომელი შეემატა, ხოლო საერთო შტატი უკვე 9,000-ს აღემატება და 112 ეროვნების წარმომადგენლებს აერთიანებს.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ოპერირებს 237 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ.

World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.