ჯანმრთელობა

ზღვა, შვებულება და აუცილებელი პირველადი ნივთები

ზღვა, შვებულება და აუცილებელი პირველადი ნივთები

შვებულებაზე ოცნების დროს, წარმოვიდგენთ ცისფერ ზღვას, წყნარ სანაპიროს, ტალღების ხმას და თანაბარ, შოკოლადისფერ რუჯს. სინამდვილეში, ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს: სასტუმროს გადატვირთული აუზი, კანის დამწვრობა და თუნდაც, ნაწლავური ვირუსები.

იმისათვის, რომ თქვენი შვებულება არ ჩაიშალოს, ბარგის ჩალაგებამდე გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს.

რას ვუფრთხილდეთ შვებულებაში

პირველ რიგში, მზეს. გარუჯვა შეგიძლიათ მხოლოდ დილის 11 საათამდე და საღამოს მხოლოდ 4 საათის შემდეგ. სამ წლამდე ასაკის ბავშვები, მაშინაც კი, თუ ისინი იღებენ ყველა დამცავ ზომას (მზისგან დამცავი საცხი, დახურული ტანსაცმელი), უმჯობესია საერთოდ მოერიდონ მზეს.



მოერიდეთ საცურაო აუზებს, განსაკუთრებით ხალხმრავალ სასტუმროებში. ნაწლავური ვირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ზღვაში იცურავოთ.
ზღვაზე დასვენების დროს ხშირია ნაწლავური ინფექციები. მათ, როგორც წესი, თან ახლავს გულისრევა, დიარეა, სიცხე და ძლიერი სისუსტე.



ვადმყოფობის თავიდან ასაცილებლად, დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი და კარგად გარეცხეთ ხილი. თუ, ყველა ზომის მიუხედავად, მაინც დაავადდებით, დალიეთ რაც შეიძლება მეტი სუფთა წყალი და სპეციალური ხსნარები დეჰიდრატაციის საწინააღმდეგოდ.

როგორ ავირჩიოთ მზისგან დამცავი საცხი

ალერგიული რეაქციის რისკის შესამცირებლად, აირჩიეთ ფიზიკური ფილტრებით (თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი) ან უსაფრთხო ქიმიური ფილტრებით (ავობენზონი).
ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს: პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს და A ვიტამინს (პირველმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ხოლო მეორე შეიძლება გახდეს კიბოს განვითარების ფაქტორი მზეზე ყოფნისას).



სასურველია მზისგან დამცავი კრემის, ლოსიონის ან სპრეის სახით. სპრეის წასმისას დაიფარეთ პირი და ცხვირი, რათა შემთხვევით არ შეისუნთქოთ პროდუქტის უმცირესი ნაწილაკებიც კი.

ოპტიმალური არჩევანია მზისგან დამცავი კრემები SPF 30 დაცვის დონით. SPF 30 და SPF 50 პროდუქტების ეფექტურობაში სხვაობა სინამდვილეში მხოლოდ 2%-ია, ამიტომ მაღალი SPF უფრო მნიშვნელოვანია მარკეტოლოგებისთვის, ვიდრე მომხმარებლებისთვის.

ბავშვებისთვის განკუთვნილ მზისგან დამცავ კრემებს უნდა ჰქონდეს „ჰიპოალერგიული“ ნიშანი. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვილებისთვის მხოლოდ ფიზიკური ფილტრებია დაშვებული.
თუ გაქვთ კანის რეაქცია (ხშირად ეს მზის ალერგიაში ერევათ), ჯერ სცადეთ მზისგან დამცავი კრემის შეცვლა.

რა მედიკამენტები უნდა წაიღოთ თან

შეამოწმეთ, შეიცავს თუ არა თქვენს მოგზაურობის პირველადი დახმარების ნაკრებში შემდეგი მედიკამენტები:

  • ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
  • ცხვირის ვაზოკონსტრიქტორული წვეთები;
  • დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები; (თუ მგზავრობას ვერ იტანთ)
  • აქტივირებული ნახშირი ან სხვა ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
  • ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები.

    ასევე, თან იქონიეთ იმ მედიკამენტების მცირე რაოდენობა, რომლებსაც ჩვეულებრივ იღებთ (გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში) და არ დაგავიწყდეთ ჩემოდანში სახვევის, წებოვანი პლასტირის, თერმომეტრის, ანტისეპტიკური გელის, მშრალი და სველი ხელსახოცების და სპრეის ჩადება.

    მშვიდ და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.