ჯანმრთელობა

6 გზა, რომლითაც ზაფხულში თქვენს ვაგინას უნებლიედ აზიანებთ

6 გზა, რომლითაც ზაფხულში თქვენს ვაგინას უნებლიედ აზიანებთ

ზაფხული დასვენების, გარუჯვის და კარგი მოგონებების დროა, თუმცა ამასთან, ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად იზრდება სიცხით გამოწვეულ სხვადასხვა დისკომფორტთან გამკლავება, როგორიცაა ოფლიანობა, სხეულის სხვადასხვა ზონების ჭარბი ტენიანობა და არაჯანსაღი ბაქტერიების მომრავლება.

Medical Daily-ის სტატიაში გინეკოლოგი, დოქტორი ანდრეა რენდალი ამბობს, რომ ზაფხულში ვაგინალური ინფექციების რისკი იზრდება. ერთ-ერთი მათგანია გენიტალური/ვულვოვაგინალური კანდიდოზი. ვინაიდან ზაფხულში სიცხის გამო უფრო მეტს ვოფლიანობთ, ვულვა უფრო ტენიანი ხდება, რაც სოკოსა და საფუარის გამრავლებას უწყობს ხელს.

ასევე შეიძლება განვითარდეს ვაგინიტი და საშარდე გზების ინფექციები. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, „ქალების თითქმის 75 პროცენტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია „საფუარის ინფექცია“. იშვიათ შემთხვევებში, მამაკაცებსაც შეიძლება დაემართოთ გენიტალური კანდიდოზი.



იმისათვის, რომ ამ პროცენტულ მაჩვენებელში არ მოხვდეთ, Medical Daily-მ წარმოადგინა ექვსი შეცდომა, რომელთა თავიდან აცილებაც ზაფხულში უნდა მოხდეს ვაგინალური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.

1. დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა

თუ დიდხანს ერთ პოზაში ხართ, თქვენი სასქესო ორგანოები თბება ჰაერის ნაკადის ნაკლებობის გამო, რაც იწვევს მეტ ტენიანობას. სიცხესთან და ხახუნთან ერთად, ეს იწვევს კანის გაღიზიანებას, რაც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. სცადეთ ადგომა და სიარული ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ, რათა ჰაერის ნაკადმა იმოძრაოს და ამავდროულად კუნთებიც დაჭიმოთ.

2. წყლის ჭავლით დაბანა

15-დან 44 წლამდე ასაკის ქალების დაახლოებით 20-დან 40 პროცენტამდე იყენებს ვაგინალურ დუჟს. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის საჭირო. დოქტორი რენდალი ამბობს, რომ საშო თავისით იწმინდება ბუნებრივი სეკრეტის გამოყენებით. საპნისა და ხელსახოცების გამოყენება რეალურად ზრდის ვაგინალური ინფექციის რისკს, რადგან თქვენ ასე „ჯანსაღ ბაქტერიებს“ აშორებთ.

„ვულვა და საშო მხოლოდ თბილი წყლით და თეთრი ბამბის ტილოთი უნდა გაიწმინდოს“, - ამბობს ის. ასევე, გაწმინდეთ წინიდან უკან და გამოიყენეთ თეთრი, უსუნო ტუალეტის ქაღალდი.

3. მენსტრუალური ციკლი და ჰიგიენა

მენსტრუაცია ქალების ჯანმრთელობის ბუნებრივი ნაწილია. თუმცა, ვაგინალური ინფექციების რისკის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა ციკლის დროს.



ხშირად გამოიყენეთ ტამპონები ან შეცვალეთ საფენები ყოველ ოთხ საათში ერთხელ. გინეკოლოგი დოქტორი ტონი ლონგი ამბობს, რომ ყველაფერს, რაც თქვენს სხეულთან კონტაქტში შედის, პოტენციურად „ქიმიური ნივთიერებები“ აქვს, ამიტომ ფრთხილად იყავით გამოყენებული პროდუქტების მიმართ.

საფენებისა და ტამპონების შემთხვევაში, თქვენი კანი შეიძლება მგრძნობიარე გახდეს ნებისმიერი გამაღიზიანებლის მიმართ, თუ ერთსა და იმავე პროდუქტს მრავალი წლის განმავლობაში იყენებთ. ის გვირჩევს, დროდადრო შევცვალოთ პროდუქტი და გამოვიყენოთ ყველაზე ნეიტრალური პროდუქტები ნაკლები სურნელითა და ქიმიკატებით.

4. ხელოვნური ფაქტურის საცვლები

დიახ, აბრეშუმის და ხავერდის ტრუსები სექსუალურია და სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ისინი ისეთი ქსოვილებია, რომლებსაც შეუძლიათ ტენიანობის შენარჩუნება; ამიტომ, ვაგინალური ინფექციების განვითარების უფრო მაღალი შანსია. მეორეს მხრივ, ბამბა „სუნთქავს“ და კანს გრილსა და მშრალს ხდის. კიდევ ერთი ვარიანტია საცვლების საერთოდ არ ტარება, გინეკოლოგები გვირჩევენ, ძილის დროს საცვლები არ ჩავიცვათ.

5. გაპარსვა და ეპილაცია

თუ სანაპიროზე ან აუზზე წასვლას გეგმავთ და გსურთ შემაწუხებელი თმის მოშორება, გინეკოლოგები გვირჩევენ, რომ ეს წინა დღეს გავაკეთოთ. ეს ამცირებს ინფიცირებული ფორებით გამოწვეული გაღიზიანების შანსს. ასევე, მთლიანად არ გაიპარსოთ თმა! უბრალოდ მინიმუმამდე დაიყვანეთ და დაუყოვნებლივ დაიტენიანეთ ნატურალური დამატენიანებელი საშუალებებით, როგორიცაა მაგალითად ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.

6. სველი ბიკინი

შეიძლება სექსუალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ სველი ბიკინის საათობით ტარება სოკოს გამრავლებას უწყობს ხელს, ამიტომ, აუცილებლად გაიმშრალეთ ბიკინის ზონა და გამოიცვალეთ მშრალი საცვლები - სექსუალური იერი ვაგინალურ ინფექციებად არ ღირს.