
მოკლე და გამომწვევი კაბები, გრძელი და ცხელი დღეები, ლამაზი ნამზეური და ქუჩებში საერთო ჟრიამული შესანიშნავი გზაა ურთიერთობაში ახალი ნაპერწკლის დასაბრუნებლად და სასიყვარულო ცეცხლის ასაგიზგიზებლად - ისარგებლეთ ახალი სეზონით და გადით გარეთ საღამოს პაემნის იდეებით.
გაემგზავრეთ რომანტიკულ მოგზაურობაში
რამდენი ხანია, რაც საყვარელ ადამიანთან ერთად იმოგზაურეთ? თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით? ყველას გვსმენია საბაბები: „ძვირფასო, საქმე მაქვს გასაკეთებელი“ ან „უბრალოდ არ მგონია, რომ დიდად კემპინგის მოყვარული ვარ“ - დროა გვერდზე გადადოთ მსგავსი ფრაზები და სასწრაფოდ დაგეგმოთ ერთად მოგზაურობა, უბრალოდ წადით, გაეცალეთ მობეზრებულ ერთფეროვნებას!
დაგეგმეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ ან ზღვის ლამაზ სანაპიროზე. ნახეთ რა სექსუალურად და ლამაზად გამოიყურება თქვენი შეყვარებული ბიკინში. მიეფიცხეთ მზეს და გაგრილდით არომატული კოქტეილით, ისაუბრეთ საინტერესო თემებზე და დატკბით ერთმანეთის ყურებით და ახლოს ყოფნით.
წადით პიკნიკზე
ყველა ულამაზესი პარკისა და სანაპიროს გათვალისწინებით, სამწუხაროა, რომ ახლა სახლში ხართ ან დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებთ.
სასწრაფოდ აიღეთ პლედი, ღვინო, ჩაჭიდეთ ხელი თქვენს მამაკაცს და გადით გარეთ. გაექეცით ზაფხულის სიცხეს და მიაშურეთ სანაპიროს ან უახლოეს ტბას, ჩამოსხედით მის ნაპირზე და უყურეთ პარტნიორს პირდაპირ თვალებში, გაგიჭირდებათ მისგან ხელების მოშორება, დატკბით სიმშვიდით, სიწყნარით, ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტით, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ მწერების საწინააღმდეგო სპრეი, თორემ კოღოები არც ისე კარგ მოგონებებს შეგიქმნით.
დაესწარით ღია ცის ქვეშ კინოჩვენებას
ზაფხულში ქალაქში თუ ქალაქგარეთ უამრავი ღონისძიება და აქტივობა იგეგმება. აირჩიეთ საშინელებათა ფილმი და უყურეთ ერთად, ეს შესანიშნავი გზაა ერთმანეთთან ახლოს ყოფნისთვის და ხშირი ჩახუტებისთვის.
შეამოწმეთ თქვენი საყვარელი ყავის მაღაზიები ან ადგილობრივი კაფეები, რათა იპოვოთ ყველაზე შესანიშნავი იდეა რომანტიკული პაემნისთვის.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ ნებისმიერი დღე შეიძლება იყოს რომანტიკული - თქვენ უნდა გახადოთ ის ასეთი, ყველაფერი თქვენს ხელშია.
თემები: ურთიერთობა, წყვილი, ზაფხული