LIFE

არ დაიჯეროთ: 6 ფრაზა, რომელსაც ყველა დაქორწინებული მამაკაცი ეუბნება საყვარელს

არ დაიჯეროთ: 6 ფრაზა, რომელსაც ყველა დაქორწინებული მამაკაცი ეუბნება საყვარელს

თითქმის ყველა დაქორწინებული მამაკაცი, რომელსაც საყვარელი ჰყავს, მანიპულირებას ეწევა, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია შეინარჩუნო მზრუნველი ცოლი და დაიკმაყოფილო სექსუალური მოთხოვნილებები.

საინტერესოა რა ფრაზებს იყენებენ ასეთი მამაკაცები, რათა დაარწმუნონ თავიანთი საყვარლები, რომ მათთან დარჩნენ და რას ნიშნავს მათი სიტყვები სინამდვილეში.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ განქორწინების პროცესი“

შემთხვევების 90%-ში ამ სიტყვებს მხოლოდ დანაშაულის ტვირთის შესამსუბუქებლად ამბობენ და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. არც ერთი მამაკაცი, რომელიც ჭკუაზეა, არ გაიქცევა საყვარლის საძებნელად, მას შემდეგ, რაც ცოლთან ქონების გაყოფა დაიწყო. როდესაც ოჯახი ინგრევა, მამაკაცები, როგორც წესი, დეპრესიაში არიან, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მამაკაცმა დაუყოვნებლივ დაიწყოს ცოლის შემცვლელის ძებნა, სანამ ყველა ფორმალობას არ მოაგვარებს; პირიქით, ის აქტიურად გაურბის ურთიერთობებს, რათა ჭრილობები მოიშუშოს.

„ჩემი ცოლი მღალატობს!“

თუ თქვენს მამაკაცს ცოლი ღალატობს, ის, სავარაუდოდ, შესასვლელთან დაელოდება, კერძო დეტექტივს დაიქირავებს, სახლში გამოკეტავს ან მოწინააღმდეგეს სახეში მუშტს უთაქებს, მაგრამ ის ნამდვილად არ იძიებდა შურს თქვენთან საწოლში გორაობით. თუ მეუღლე ასე უცნაურად იძიებს შურს კანონიერ ცოლზე, მაშინ უნდა დაფიქრდეთ, გჭირდებათ თუ არა ასეთი მამაკაცი.

„ბავშვები რომ გაიზრდებიან, განვქორწინდები!“

ეს სიტყვები მხოლოდ იმას იშნავს, რომ ის არაფრის შეცვლას არ აპირებს, ამიტომ გრძელვადიან საფარს იგონებს ბავშვებზე პასუხისმგებლობის სახით. ბოლოს და ბოლოს, არსებობს ალიმენტი, აღზრდის პასუხისმგებლობის განაწილება.

„ჩემი ცოლი მძიმედ არის ავად, ახლა განქორწინებაზე საუბრის დრო არ არის“

ასეთ ფრაზაზე სწორი პასუხია: „თუ თქვენი ცოლი ავადაა, საყვარლის დრო არ არის“. ყოველ შემთხვევაში, ქალური სოლიდარობის გამო, თავი მოტყუებული ცოლის ადგილას წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, როგორია ეს. ლოგიკურია, რომ მამაკაცი ავადმყოფი ქალის საწოლთან უნდა დაჯდეს და თანაუგრძნოს.

„დიდი ხანია ცოლთან არ მიძინია“

ძალიან სულელური საბაბი, რომელსაც მოჰყვება მიზეზების მთელი სია, რომ მისი ცოლი ძალიან გასუქდა, ან სხეულზე ჭარბი ცელულიტი აქვს, ეს სულელური მიზეზები, ცხადია არასდროს არის მიზეზი, შეაჩეროს შეყვარებული მამაკაცი.
დაფიქრდით, ღირს კი ასეთ სნობთან დარჩენა? - ვერცერთი ადეკვატური ქალი ვერ დააკმაყოფილებს მის მაღალ მოთხოვნებსა და სილამაზის სტანდარტებს.

„რატომ შევხვდით ასე გვიან?“

ყოველ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ის დაქორწინებული იყო ან უბრალოდ დაკავებული იყო სხვა ქალთან, ან სამსახურით, ან მოგზაურობით, ან იმიტომ, რომ ჯერ არ დაბადებულხარ, ან ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდი.
ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ შედეგი ერთია: ის ოჯახს არ მიატოვებს. სინამდვილეში, ამ ფრაზით მამაკაცი საყვარლის როლში გაქცევს, რომლისგანაც მორჩილებას, სითბოს და სიყვარულს მოელის, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს მოგცემთ.