LIFE

ქალის ფსიქიკა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - როგორ მოქმედებს სხეული გონებაზე

ქალის ფსიქიკა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - როგორ მოქმედებს სხეული გონებაზე

ქალის ფსიქიკა მჭიდრო კავშირშია მის სხეულთან. ცუდი განწყობა თავისთავად არ ხდება. სხეული ყოველთვის იძლევა სიგნალებს, თუ რამე რიგზე არ არის. ნებისმიერმა დარღვევამ, ვიტამინების ნაკლებობიდან ჰორმონალურ დისბალანსამდე, შეიძლება გავლენა იქონიოს ემოციებზე, მეხსიერებაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ ამ კავშირს უგულებელყოფთ, ვერ შეძლებთ საკუთარ თავზე ზრუნვას.

სქესობრივი მომწიფება: როდესაც ჰორმონები ცვლის ტვინს
სქესობრივი მომწიფება არ არის მხოლოდ მენსტრუაციის დასაწყისი; ეს არის ტვინის სრული რესტრუქტურიზაცია. რამდენიმე წლის განმავლობაში გოგონებში ესტროგენის დონე 8-10-ჯერ იზრდება. ეს გავლენას ახდენს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციებსა და მეხსიერებაზე: ჰიპოკამპსა და ამიგდალაზე. გოგონა იწყებს ყველაფრის უფრო ძლიერად და ემოციურად შეგრძნებას - სიხარულს, შიშს, შფოთვას.

კვლევები აჩვენებს, რომ პირველი მენსტრუაციის შემდეგ გოგონებში შფოთვითი აშლილობების რისკი თითქმის ორმაგდება. სეროტონინის დონე მაღალ ნიშნულზე ადის და ტვინი მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ სოციალურ შეფასებაზე. ეს არ არის „თინეიჯერული ახირებები“, არამედ ბიოქიმიის ქარიშხალია, რომელიც ყველა გოგონას ცხოვრებაში იფეთქებს.

ნაწლავები და ტვინი: როგორ აკონტროლებენ მიკრობები განწყობას

სეროტონინის დაახლოებით 90%, ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების განცდაზე, ნაწლავებში წარმოიქმნება. თუ იქ დისბალანსია, ფსიქიკა იტანჯება. ქალებს უფრო მაღალი აქვთ დარღვევების რისკი - ხშირი დიეტების, ბოჭკოების ნაკლებობის, ანტიბიოტიკების, ჰორმონალური რყევების გამო.
Nature Microbiology-ის თანახმად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ქალებს უფრო მეტად აღენიშნებათ დეპრესია და შფოთვა. მაშინაც კი, თუ არ არსებობს აშკარა კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

რკინა: დაღლილობისა და შფოთვის უხილავი მიზეზი

ყოველთვიურად, ქალები მენსტრუაციის დროს კარგავენ 50 მგ-მდე რკინას. თუ ფერიტინის დონე 40-50 ნგ/მლ-ზე დაბლა ეცემა, ტვინი ანელებს ფუნქციონირებას: კონცენტრაცია მცირდება, ჩნდება გაღიზიანება, იზრდება შფოთვა.
მაშინაც კი, თუ არ არის ანემია, რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია. ეს არ არის „ცხოვრებით დაღლილობა“ ან „უხასიათობა“; ეს არის სიგნალი: უჯრედებს არ აქვთ საკმარისი ენერგია და ტვინი ზოგავს - მოტივაციას, მეხსიერებას და ემოციებს.

პრემენსტრუალური პერიოდი: განწყობის ცვალებადობა

ეს არ არის ახირება, არამედ ტვინის რეაქციაა ჰორმონების დონის ვარდნაზე; როდესაც პროგესტერონი ეცემა, ირღვევა GABA რეცეპტორების, სიმშვიდისთვის პასუხისმგებელი ნეიროტრანსმიტერის მუშაობა. ამ დროს ქალები განიცდიან აქტივობის შემცირებას ტვინის იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითკონტროლსა და ემოციებზე. ამიტომ, ყველაფერი აღიქმება უფრო მწვავედ, უფრო ძლიერად, უფრო დრამატულად.



თუ ამას დაემატება სტრესი, D ვიტამინის ნაკლებობა, მაგნიუმის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სიმპტომები ძლიერდება. ეს არ არის „ხასიათის თვისებები“, ეს არის ნამდვილი ბიოქიმიური უკმარისობა.

30+ და შფოთვა მიზეზების გარეშე

შფოთვითი აშლილობები ყველაზე ხშირად 30 წლის შემდეგ ქალებში ვლინდება. პიკი 35-დან 40 წლამდეა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდება ქალი ხშირად სხვადასხვა გამოწვევას შორის: სამსახური, ოჯახი, ბავშვები, უძილო ღამეები და ჰორმონალური რყევები.

ამას ემატება მაგნიუმის, D ვიტამინის, B12 ვიტამინის, თუთიის ნაკლებობა - და ტვინი იწყებს „დაღლას“. კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე იზრდება, ნერვული სისტემა ცვდება, პულსის ცვალებადობა მცირდება, ეს კი დეპრესიისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.

მშობიარობა: ჰორმონალური რღვევა

მშობიარობა არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვაა, არამედ მკვეთრი ჰორმონალური ვარდნაც. ესტროგენის დონე დღეში დაახლოებით 100-ჯერ ეცემა. მასთან ერთად, დოფამინის დონეც - ბედნიერებაზე პასუხისმგებელი ნივთიერება – დაბალ ნიშნულზე ქვეითდება.

ქალების 15%-მდე განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. 1%-მდე - ფსიქოზს. ხშირად არავინ საუბრობს ამაზე: „შენ იმშობიარე, იყავი ბედნიერი“, მაგრამ ქალი ამ დროს დეპრესიის ზღვარზეა. მიზეზი ის არის, რომ ტვინი კარგავს ნეიროტროფიულ ფაქტორს - ცილას, რომელიც სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. მის გარეშე კი, ფსიქიკა დაუცველი ხდება.

მენოპაუზა: ჰორმონალური რყევები

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მენოპაუზა დაახლოებით „რამდენიმე თვეა“. სინამდვილეში კი, პერიმენოპაუზა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელდეს. ამ პერიოდში ჰორმონების დონე არა მხოლოდ მცირდება - ის მოძრაბს ზევით-ქვევით. ტვინს კი არასტაბილურობა არ მოსწონს.
კვლევები აჩვენებს, რომ ქალები პერიმენოპაუზის დროს 2.5-ჯერ უფრო ხშირად განიცდიან პანიკურ შეტევებს და უძილობას, ვიდრე მენოპაუზის შემდეგ. თუმცა, ცოტა ადამიანი იღებს დახმარებას: ითვლება, რომ „ეს ასაკთან არის დაკავშირებული“ და ნელ-ნელა თავისით გაივლის.

გახსოვდეთ, ფსიქიკა არ არის აბსტრაქტული რამ. ის დამოკიდებულია რკინაზე, ვიტამინებზე, ძილზე, ჰორმონების დონეზე და ნაწლავებში ბაქტერიებზეც კი. თუ გიჭირთ, თუ თავს გაღიზიანებულად და აპათიურად გრძნობთ - ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი ხართ. შესაძლოა, ეს უბრალოდ ქიმიაა, რომელიც გაკლიათ - ზოგჯერ უბრალოდ უნდა მისცეთ თქვენს სხეულს ის, რასაც ითხოვს.