აირჩიეთ ფოტოზე ერთ-ერთი ქვა, ოღონდ სწრაფად, არ იფიქროთ ბევრი. მიენდეთ ინსტინქტებს. ახლა კი, წაიკითხეთ რას ამბობს თქვენი არჩევანი თქვენს შესახებ.
1. ოპალი - თქვენ თავისuფლებისთვის იბრძვით. გსურთ გათავისუფლება თანამედროვე ცხოვრების გიჟური რისტმისგან. შესაძლოა, განმარტოვება და მყუდრო თავშესაფარი გჭირდებათ. გჭირდებათ ჰარმონიის აღდგენა საკუთარ თავთან. თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებთ, გჯეროდეთ საკუთარი გადაწყვეტილებების.
2. მწვანე მალაქიტი - თქვენ ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების ზღვარზე ხართ. სულიერად გაძლიერდებით და რწმენა გაგიმტკიცდებათ. საუკეთესო დროა თქვენი გადაწყვეტილებები ერთ სქემაში მოაქციოთ და განიხილოთ მათი მართებულობა. დაფიქრდით ცვლილებებზე. წარმატება გარანტირებულია.
3. მზის ქვა - თუ ეს ქვა აირჩიეთ, ე.ი ოპტიმისტი ადამიანი ხართ. გწამთ ცხოვრების ნათელი მხარის. მომავალი ნამდვილად თქვენნაირი ადამიანებისაა. გააგრძელეთ იმის კეთება, რასაც აკეთებდით, უბრალოდ, უფრო მეტი სიხარული და სინათლე შეიტანეთ თქვენს გარშემო. ნუ გააფუჭებინებთ ცხოვრების სირთულეებს მზიან განწყობას.
4. ვულკანური, წითელი ქვა - ეს ქვა მიუთითებს, რომ გამოცოცხლება გჭირდებათ. დროა, თავი დააღწიოთ იმ ციკლს, რომელშიც ხართ და თქვენთვის სრულიად ახალი ცხოვრება შექმნათ. გაიხსენეთ რა ბედნიერი ხართ, როცა იმას აკეთებთ რაც გსურთ, მიეცით საკუთარ თავს შანსი, გქონდეთ ცხოვრება, რომელშიც იქნებით ბედნიერი. დატკბით ყოველდღიურობით.
5. ფირუზი - თქვენ, შესაძლოა, გაქვთ უნარი დაამყაროთ სულიერი კონტაქტი სხვა სამყაროსთან. სიზმრები გაწუხებთ. დაუთმეთ დრო საკუთარი თავის შეცნობას. თქვენს ცხოვრებაში წარმატების ეტაპი იწყება. უბრალოდ, მიჰყევით გულსა და გონებას.
6. დალმატინელის ქვა - თუ ეს ქვა აირჩიეთ, ნიშნავს რომ ავანტიურისტი ხართ. გიყვართ გართობა, მხიარულება. მიჰყევით ინსტინქტებს, ისიამოვნეთ ახალი ადამიანების გაცნობით. სწორედ ახლა დგება თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ეტაპი. ყოველი დღე სიხარულით გექნებათ სავსე.
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები
<a href="http://dailyvibes.org/">http://dailyvibes.org/</a>