Wizz Air ხდება AS Roma-ს მთავარი პარტნიორი და კლუბის ოფიციალური ავიაკომპანია
- 15.12.2025
Wizz Air, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და იტალიის საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, სიამაყით აცხადებს მნიშვნელოვან პარტნიორობას საფეხბურთო კლუბ AS Roma-სთან.
შეთანხმება, რომელიც Wizz Air-ის ისტორიაში საფეხბურთო კლუბთან გაფორმებული პირველი პარტნიორობაა, ავიაკომპანიას ანიჭებს კლუბის მთავარი პარტნიორის სტატუსს. თანამშრომლობა ოფიციალურად იწყება 15 დეკემბერს. პარტნიორობის ფარგლებში Wizz Air ასევე გახდება AS Roma-ს ოფიციალური ავიაკომპანია და სეზონის განმავლობაში გუნდის შიდა მატჩებზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
„მოხარულნი ვართ, Wizz Air-ის AS Roma-ს ოჯახში მიღებით,” — განაცხადა მაიკლ განდლერმა, AS Roma-ს ბიზნეს დირექტორმა. „ეს პარტნიორობა აერთიანებს ორ ორგანიზაციას, რომლებიც მაღალი სტანდარტებით, დიდი გამბედაობითა და მხარდამჭერებთან განსაკუთრებული კავშირით გამოირჩევიან. ფეხბურთი, ისევე როგორც Wizz Air, ადამიანებს აერთიანებს. ბრენდის გამოჩენა ჩვენს მაისურზე კლუბისთვის ახალი და საინტერესო ეტაპის დასაწყისია.”
პარტნიორობის ფარგლებში Wizz Air წარმოდგენილი იქნება კლუბის მრავალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე, მათ შორის მატჩების ვიზუალურ საკომუნიკაციო მასალებზე, ციფრულ არხებსა და გულშემატკივრებთან ურთიერთობის ინოვაციურ აქტივობებში. Wizz Air მჭიდროდ ითანამშრომლებს AS Roma-სთან ექსკლუზიური ფასდაკლებების, გულშემატკივრებისთვის სპეციალური სამოგზაურო პაკეტებისა და სეზონის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის შესათავაზებლად, რათა „ჯალოროსის” მხარდამჭერები გუნდთან კიდევ უფრო ახლოს იყვნენ — როგორც შიდა, ისე გასვლით მატჩებზე.
„Wizz Air-ისთვის დიდი პატივია AS Roma-სთან პარტნიორობა — კლუბთან, რომელიც, ჩვენი ავიაკომპანიის მსგავსად, იტალიელებისთვის ცნობილია ამბიციით, ენერგიითა და საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირით,” — განაცხადა სილვია მოსკერამ, Wizz Air-ის კომერციულმა დირექტორმა. „ისევე როგორც ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს, Wizz Air მილიონობით ადამიანს აკავშირებს მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. AS Roma-ს ოფიციალური ავიაკომპანიის სტატუსი ჩვენთვის დიდი პატივია და მოუთმენლად ველით გუნდის მხარდაჭერას როგორც მოედანზე, ისე ჰაერში, გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შესაქმნელად.”
ისტორიული თანამშრომლობა აერთიანებს ორ ბრენდს, რომლებიც ცნობილია სწრაფი ზრდით, ერთგული მხარდამჭერებითა და სრულყოფილებისკენ სწრაფვით. მილიონობით გულშემატკივრით მთელს მსოფლიოში და ფესვებით იტალიის დედაქალაქის გულში, AS Roma აგრძელებს გლობალური კომერციული სტრატეგიის გაძლიერებას მსოფლიო დონის პარტნიორებთან თანამშრომლობით, რომლებიც იზიარებენ კლუბის ხედვას, ღირებულებებსა და ამბიციურ განვითარების გზას.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 250 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“ იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.
AS Roma-ს შესახებ
1927 წელს დაარსებული AS Roma იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ტრადიციული საფეხბურთო კლუბია, რომელიც გამოირჩევა მდიდარი მემკვიდრეობით, გულშემატკივართა ერთგული არმიითა და რომთან მჭიდრო კავშირით. კლუბი ასპარეზობს სერია A-ში. სრულყოფილებისკენ სწრაფვა როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, წარმოადგენს კლუბის საქმიანობის მთავარ პრინციპს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია