მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ბაზრის უცვლელი ლიდერობა — Wizz Air-ის 2025 წელი საქართველოში
- 22.12.2025
ბაზრის ლიდერობა, რომელიც ტენდენციად იქცა
2025 წელს Wizz Air-მა კვლავ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით. იანვარ–სექტემბრის პერიოდში ავიაკომპანიამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც ადასტურებს კომპანიის სტაბილურ ოპერაციულ პოზიციას და მაღალ მოთხოვნას ქართულ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია პოზიციებს 2018 წლიდან არ თმობს და ინარჩუნებს ბაზრის უცვლელი ლიდერის სტატუსს. მიღწეული შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონში მზარდი კონკურენციის ფონზე და მიუთითებს იმაზე, რომ Wizz Air-ის დაბალბიუჯეტიანი მოდელი კვლავ რჩება ხელმისაწვდომი ავიამიმოსვლის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატივად საქართველოში.
2012 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის. 2025 წელს Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან 6800 ფრენა განახორციელა, შესთავაზა 1.8 მილიონზე მეტი ადგილი (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტი) მოგზაურებს და მიიღო 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი (6.7%-ით მეტი), ხოლო ფრენების შესრულების საშუალო მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.
ქუთაისის ოპერაციული ბაზა და ქსელის განვითარება
2025 წელს Wizz Air-ის სტრატეგიული აქცენტი კვლავ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე გაკეთდა. წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ გააფართოვა პირდაპირი ფრენების ქსელი და დაამატა ახალი მიმართულებები ევროპაში, მათ შორის ლიონისა და ვენეციის მიმართულებით. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის იანვრიდან, ქუთაისის აეროპორტს დაემატება ბრატისლავას მიმართულებაც.
ახალი რეისები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს პირდაპირ ავიაკავშირს ევროკავშირის ქვეყნებთან და ხელს უწყობს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე საგანმანათლებლო და შრომით მობილობას. დღეს Wizz Air ქუთაისიდან ოპერირებს ათეულობით მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში და რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ავიაკომპანიად რეგიონში.
ზრდა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებაზეა დაფუძნებული
2025 წელს Wizz Air-მა წარადგინა Customer First Compass, მრავალწლიანი სტრატეგიული ინიციატივა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ინიციატივა მოიცავს 14 მილიარდი ევროს ინვესტიციას და ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებას: მომსახურების ხარისხი, ფასების გამჭვირვალობა, ოპერაციული საიმედოობა და მომხმარებელთან კომუნიკაცია. აღნიშნული სტრატეგია ხაზს უსვამს კომპანიის მიზანს, შეინარჩუნოს დაბალი ტარიფები და პარალელურად გააუმჯობესოს მომსახურების სტანდარტები.
Wizz Air-ის ფლოტის ზრდა და ოპერაციების გაფართოება
Wizz Air-ისთვის 2025 წელი გამორჩეული გლობალურ რუკაზეც—ავიაკომპანიის ფლოტმა 250-ე თვითმფრინავის ნიშნულს მიაღწია, რაც კომპანიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი ავიაკომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 500-თვითმფრინავიან ფლოტზე გადასვლას ისახავს მიზნად. ფლოტის ზრდა და თანამედროვე, საწვავეფექტიანი თვითმფრინავების დამატება უზრუნველყოფს ოპერაციების მასშტაბების გაზრდას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ინდუსტრიული აღიარება
2025 წელს Wizz Air გახდა პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპაში, რომელმაც IATA-ის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (SeMS) მეორე დონის სერტიფიკატი მოიპოვა. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ავიაკომპანიის ოპერაციები შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი მართვის მოთხოვნებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავიაციის ინდუსტრიაში გრძელვადიანი ნდობის შესანარჩუნებლად.
გასულ წელს, Wizz Air არაერთხელ დასახელდა მდგრადობის მიმართულებით ლიდერ ავიაკომპანიად საერთაშორისო ინდუსტრიული პლატფორმების მიერ. ფლოტის განახლება, დაბალი ემისიების მაჩვენებლები და საწვავის ეფექტიანობაზე ორიენტირებული პოლიტიკა ავიაკომპანიას აძლევს საშუალებას, მდგრადობა არა მხოლოდ პასუხისმგებლობად, არამედ სტრატეგიულ უპირატესობად აქციოს.
Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ბაზრის სტაბილური ლიდერი და რეგიონის უცვლელი პარტნიორია. 2025 წლის მიმოხილვა აერთიანებს ოპერაციულ ზრდას, ახალი მიმართულებების განვითარებას, მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას და მდგრადობის პრინციპებს, რაც საქართველოს ავიაბაზრისთვის გრძელვადიან სტაბილურობასა და ევროპასთან ხელმისაწვდომ ავიამიმოსვლას უზრუნველყოფს.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 250 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“ იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.