ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის რა პრობლემებს აგვარებს ნოლიპრელი?

ჯანმრთელობის რა პრობლემებს აგვარებს ნოლიპრელი?

ნოლიპრელი - ეს არის ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც ორ აქტიურ კომპონენტს შეიცავს: პერინდოპრილსა და ინდაპიმიდს.

მედიკამენტი 1990-იან წლებში გამოჩნდა ბაზარზე, როდესაც ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანია Servier-მა დაიწყო მისი წარმოება. ზოგადად, „სერვიე“ ცნობილია ინოვაციური მედიკამენტების შექმნით, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სფეროში. პრეპარატი ხელმისაწვდომია საქართველოშიც, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში, მათ შორის პსპ-შიც.

საგულისხმოა, რომ ნოლიპრელის გამოყენება რამდენიმე ჩვენების დროს შეიძლება, ექიმი კი ინდივიდუალურად ადგენს მის საჭიროებას, დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას.

  • ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) — როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ნოლიპრელი ფართოდ გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მისი აქტიური ინგრედიენტები (პერინდოპრილი და ინდაპამიდი) გვეხმარება არტერიული წნევის კონტროლში, სისხლძარღვების მოდუნებასა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში;

  • ჰიპერტენზიის გართულებების პრევენცია — აქ იგულისხმება ისეთი გართულებები, როგორებიცაა გულის უკმარისობა და ინსულტის ან გულის შეტევის პრევენცია. პირველ რიგში, მედიკამენტი ამცირებს გულის დატვირთვას, ასევე მონაწილეობს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაში და ხელს უშლის მაღალი წნევის შედეგად სისხლძარღვების დაზიანებას;

  • გულის ქრონიკული უკმარისობა — რიგ შემთხვევებში, ნოლიპრელს ნიშნავენ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რათა შემცირდეს ულის დატვირთვა და ხელი შეუწყოს სისხლის მიწოდებას ორგანოებში;

  • კარდიოვასკულარული რისკების შემცირება — შესაძლოა, ნოლიპრელი დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ; მაგალითად, ინიშნება დიაბეტის ან მულტიფაქტორული რისკის მქონე პაციენტებში.

სტატისტიკურად თუ შევაფასებთ, ნოლიპრელის მნიშვნელობა ძალიან დიდია — ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებსაც ეს მედიკამენტი აგვარებს, საკმაოდ გავრცელებულია. მაგალითად, მსოფლიოში მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30% განიცდის არტერიულ ჰიპერტენზიას.

გულის უკმარისობა ასევე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის, ერთ-ერთი ხშირი პათოლოგიაა - მოსახლეობის დაახლოებით 0.15% აქვს, რაც საქართველოსთვის 60 000 პაციენტამდეა და რასაც დაახლოებით 6000 ახალ შემთხვევამდე ემატება  ყოველწლიურად. თანაც 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში იგი ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება.

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ნოლიპრელის სამიზნე დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, რაც ხაზს უსვამს პრეპარატის მნიშვნელობას ამ პათოლოგიების მართვაში.