ვემზადებით ახალი წლისთვის: როგორ ვიპოვოთ ყველაფერი სწრაფად და კომფორტულად ვაილდბერიზზე
- 25.12.2025
ახალი წელი უკვე ახლოსაა, ხოლო საჩუქრების სია ყოველდღიურად იზრდება?
არ იღელვოთ - ვაილდბერიზი დაგეხმარებათ დღესასწაულისთვის მომზადებაში მარტივად, სწრაფად და სიამოვნებით. პლატფორმაზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი:
კბილი სასაჩუქრე ნაკრებებით დაწყებული, მოდური აქსესუარებითა და საახალწლო დეკორაციით დასრულებული.
ქართველ მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შოკოლადის ნაკრებები და თემატური ყუთები, მოდური ბიჟუტერია, ჩანთები და მცირე ზომის, თუმცა დახვეწილი აქსესუარები.
უნივერსალური სასაჩუქრე კალათები ტკბილეულითა და ხილით კვლავ ჰიტად რჩება, ხოლო ისინი, ვინც საკუთარი თავის ან ახლობლების კოსმეტიკით განებივრებას გეგმავენ, არჩევანს აკეთებენ კრემებზე, შრატებზე, სუნამოებზე, ნიღბებსა და ტუშზე.
ვაილდბერიზი გვთავაზობს საჩუქრების უზარმაზარ არჩევანს მთელი ოჯახისთვის:
წიგნებს, კალენდრებსა და კომიქსებს ბავშვებისა და უფროსებისთვის, სამაგიდო თამაშებს, პაზლებს, რბილ სათამაშოებს, ასევე ხელსაქმისთვის საჭირო პროდუქტებს - ძაფებითა და შემოქმედებითი ნაკრებებით დაწყებული, დანომრილი ნახატებით დასრულებული.
საოჯახო კომფორტის მოყვარულები იპოვიან თეთრეულს, სამზარეულოსა და სააბაზანოს პირსახოცებს, სუფრებსა და ინტერიერის დეკორს, ხოლო აქსესუარების მოყვარულებს შეეძლებათ შეარჩიონ ჩანთები, ქამრები, საათები, საფულეები და ხელთათმანები. გურმანებისთვის ხელმისაწვდომია სასაჩუქრე პროდუქტების ნაკრებები, ტკბილეული და ცუკატებიც კი, ხოლო მათ, ვისაც სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს, მოეწონებათ ჭურჭელი, საცხობი ფორმები და სამზარეულოს ტექნიკა.. შინაური ცხოველების მოყვარულთათვის კი საჩუქრების ფართო არჩევანია.
დროის დასაზოგად გამოიყენეთ საკვანძო სიტყვებით ძიება - ეს დაგეხმარებათ სასურველი პროდუქტის სწრაფად პოვნაში საჩუქრის ტიპის ან კატეგორიის მიხედვით. ფილტრები ფასის, ბრენდისა და ფასდაკლების ოდენობის მიხედვით საშუალებას იძლევა, შეარჩიოთ საჩუქარი ნებისმიერ ბიუჯეტში, ხოლო თემატურად შერჩევის შესაძლებლობა კიდევ უფრო ზოგავს დროს.
წელს ვაილდბერიზმა მოამზადა სპეციალური საახალწლო განყოფილებები: „ვრთავთ სახლს ახალი წლისთვის“, სადაც მოცემულია დეკორი და „ვემზადებით დღესასწაულისთვის ერთად“, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ნაძვის ხეები, გირლანდები და სათამაშოები. გარდა ამისა, 8-დან 31 დეკემბრამდე მიმდინარეობს მასშტაბური საახალწლო გაყიდვები, სადაც დაგხვდებათ 60%-მდე ფასდაკლება ყველა კატეგორიის პროდუქტზე.
მათთვის, ვინც ჩქარობს, ხელმისაწვდომია მოსახერხებელი სერვისები: ფილტრი „მიწოდების ვადა“ და ბანერი „ონლაინ შოპინგი სწრაფი მიწოდებით“ დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ პროდუქტები, რომლებიც დროულად ჩამოვა. შეძენილი პროდუქტების საფასურის გადახდა მოსახერხებელია Visa და Mastercard ბარათებით, ხოლო თუ საჩუქარი არ გამოგადგებათ, მისი დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, შეფუთვისა და პროდუქტის პირვანდელი იერის შენარჩუნების პირობით.
ვაილდბერიზთან ერთად ახალი წლისთვის მომზადება ნამდვილ სიამოვნებად იქცევა: საჩუქრების უზარმაზარი არჩევანი მთელი ოჯახისთვის, კომფორტული ძიება, თემატური შერჩევა და ხელსაყრელი ფასდაკლებები საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ საჩუქრები სწრაფად და სტრესის გარეშე. დარჩენილია მხოლოდ არჩევანის გაკეთება, შეკვეთის გაფორმება და ლოდინი დღესასწაულის მოსვლამდე!
თემები: ვაილბერიზი