რის მიხედვით გაფასებენ ადამიანები პირველივე შეხვედრისას - ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ფსიქოლოგი გირჩევთ
- 27.02.2017
ადამიანები ერთმანეთს გაცნობიდან წამებში აფასებენ და უმოკლეს დროში ექმნებათ წარმოდგენა ერთმანეთზე.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი, ემი ქადი, ფსიქოლოგებთან, სიუზან ფისკისთან და პიტერ გლიკთან ერთად, 15 წლის განმავლობაში სწავლობდა პირველ შთაბეჭდილებებს.
როგორც პროფესორის კვლევამ აჩვენა, ადამიანები გაცნობიდან სწრაფად პასუხობენ ორ კითხვას:
1. შემიძლია თუ არა მისი ნდობა?
2. იმსახურებს თუ არა პატივისცემას?
ემი ქადი თავის ახალ წიგნში, სახელად "Presence“ წერს, რომ ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხს ადამიანები სცემენ თქვენი ღირსებისა და კომპეტენტურობის შეფასების შედეგად.
როგორც ქადი ამბობს, ადამიანების უმეტესობას, განსაკუთრებით პროფესიულ კონტექსტში, სჯერათ, რომ კომპეტენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ქადი წერს,რომ სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ღირსებაა, რის მიხედვითაც თქვენ გაფასებენ და რისი საშუალებითაც მოიპოვებთ ნდობას. გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა გვქონდეს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც ვენდობით.
თქვენი კომპეტენტურობა დაფასებული სინამდვილეში მხოლოდ მაშინაა, როცა თქვენი ღირსებისა და ნდობის ხარისხი მაღალია.
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, ფსიქოლოგი
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>