LIFE

რა არ უნდა გააკეთო 1 იანვარს, თუ გინდა, რომ წელი მშვიდად დაიწყოს

რა არ უნდა გააკეთო 1 იანვარს, თუ გინდა, რომ წელი მშვიდად დაიწყოს

ტრადიციულად, ბედობას (2 იანვარს) მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა 1 იანვარი წლის პირველი დღეა - ის „ფუნდამენტია“, რომელზეც მომდევნო 364 დღე უნდა აშენდეს. თუ გსურთ, რომ 2026 წელი ზედმეტი დრამისა და ქაოსის გარეშე გაატაროთ, არსებობს რამდენიმე რამ, რაზეც დღეს უარი უნდა თქვათ.

1. ნუ დაიწყებთ დღეს ნეგატიური ამბების კითხვით
პირველი, რასაც გაღვიძებისას ვაკეთებთ, ტელეფონის შემოწმებაა. ეცადეთ, დღეს მაინც არ ჩაუღრმავდეთ მძიმე ნიუსებს ან სოციალურ ქსელებში სხვების „იდეალური ცხოვრების“ ყურებით გამოწვეულ შფოთვას.

  • რჩევა: დაუთმეთ პირველი ერთი საათი საკუთარ თავს, მუსიკას ან უბრალოდ გემრიელ ყავას.

2. უარი თქვითსახლის გენერალურ დასუფთავებაზე
ძველი გადმოცემით, წლის პირველ დღეს სახლიდან ნაგვის გატანა ან ზედმეტი ფიზიკური შრომა ენერგიის გაცემასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, წესრიგი კარგია, მაგრამ დღეს ნუ ეცდებით ყველაფრის იდეალურად დალაგებას.

  • რჩევა: მიეცით თავს დასვენების უფლება. დაე, ეს წელი იყოს არა გადაღლის, არამედ ჰარმონიის მომტანი.

3. მოერიდეთ ფინანსურგასავალს
ამბობენ, რომ წლის პირველ დღეს ფულის გაცემა ან ვალის დაბრუნება მთელი წლის მანძილზე ფინანსურ გადინებას უწყობს ხელს.

  • რჩევა: თუ აუცილებელი საყიდელი არ გაქვთ, დღევანდელი დღე ფინანსურ პაუზას დაუთმეთ. დაე, თქვენი საფულე დღეს მხოლოდ „მიმღები“ იყოს.

4. არ ჩაერთოთ კონფლიქტში და გარჩევებში
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. მაშინაც კი, თუ ვინმე ცდილობს თქვენს გამოწვევას, გაიღიმეთ და გაეცალეთ. იანვრის პირველ დღეს დახარჯული ნეგატიური ემოცია ორმაგად ფიტავს ორგანიზმს.

  • რჩევა: დაიმახსოვრეთ, დღეს თქვენი შინაგანი მშვიდობა პრიორიტეტია.

5. ნუ დაიტვირთავთ თავსმძიმედაპირებებით
„ხვალიდან დიეტას ვიწყებ“, „ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ“ -1 იანვარს დადებული რადიკალური პირობები ხშირად სტრესის მიზეზი ხდება, რადგან ორგანიზმს დღესასწაულების შემდეგ ადაპტაცია სჭირდება.

  • რჩევა: მკაცრი აკრძალვების ნაცვლად, უბრალოდ დასახეთ პატარა ნაბიჯები.

Trend-ის რედაქციისგან: მთავარია, დღეს აკეთოთ ის, რაც რეალურ სიამოვნებას განიჭებთ. თუ ეს მთელი დღე პიჟამაში ყოფნა და საყვარელი ფილმების ყურებაა - ე.ი. თქვენი წელი სწორედ ასეთი მყუდრო და სასიამოვნო იქნება!