რამდენი ყოფილი პარტნიორი ითვლება „ზედმეტად“ მამაკაცისა და ქალისთვის?
- 12.01.2026
როდესაც საქმე სერიოზულ ურთიერთობებს ეხება, წარსული სექსუალური შეხვედრების თუ პარტნიორების რაოდენობა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თქვენ გგონიათ.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის სექსუალური ისტორია მის, როგორც პოტენციური რომანტიკული პარტნიორის აღქმაზე.
შედეგებმა აჩვენა, რომ ყოფილი პარტნიორების კონკრეტულ რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ოთხზე მეტის ყოლის შემთხვევაში, თქვენი, როგორც გრძელვადიანი პარტნიორის მიმზიდველობა, მეტ-ნაკლებად მცირდება.

მკვლევარებმა, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალ „სამეცნიერო ანგარიშებში“, ჩაატარეს კვლევების სერია ხუთი კონტინენტის 11 ქვეყანაში.
გამოკითხვებში 5300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი სერიოზული ურთიერთობისკენ საპირისპირო სქესის ისეთ წარმომადგენელნთან, რომელსაც წარსულში ბევრი პარტნიორი ჰყავდა, განსაკუთრებით თუ ეს ურთიერთობები ახალი იყო.

რამდენია „ძალიან ბევრი“?
გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათ არ იზიდავთ ისეთი პოტენციური პარტნიორი, რომელსაც ოთხიდან 12-მდე სექსუალური პარტნიორი ჰყავდა წარსულში. ხოლო მათ, ვისი პარტნიორების რიცხვი 12-დან 36-მდე მერყეობს, ძალიან დაბალი პროცენტი მოიპოვა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, რაც სექსუალურ სფეროში ორმაგი სტანდარტის არარსებობაზე მიუთითებს.

მაგალითად, შეერთებული შტატებიდან და ნორვეგიიდან მონაწილეები გარკვეულწილად უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი სერიოზული ურთიერთობისკენ იმ ადამიანთან, რომელსაც ოთხი წინა პარტნიორი ჰყავდა, ვიდრე ჩინეთიდან ან პოლონეთიდან მონაწილეები.
ორგანიზატორების აზრით, ეს განსხვავებები შეიძლება ასახავდეს სოციალურ დამოკიდებულებებსა და ნორმებს, გენდერულ როლებში ან თუნდაც სქესთა თანაფარდობაში არსებულ განსხვავებებს თითოეულ ქვეყანაში.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია