Wizz Air წარმოგიდგენთ ინოვაციურ სერვისს – WIZZ Class შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს კომფორტი, მაგრამ არ სურს ზედმეტის გადახდა
- 13.01.2026
Wizz Air ბიუჯეტური ავიამგზავრობის სტანდარტს კიდევ უფრო მაღლა სწევს და მომხმარებლებს ახალ სერვისს, WIZZ Class-ს სთავაზობს. ეს შეთავაზება შექმნილია იმ მგზავრებისთვის, ვინც აფასებს დამატებით პირად სივრცესა და კომფორტს.
WIZZ Class ხელმისაწვდომია შერჩეულ რეისებზე ბუდაპეშტის, ბუქარესტის (ოტოპენი), ვარშავის, ლონდონის ლუტონის, ლონდონის გეტვიკისა და რომის ფიუმიჩინოს მიმართულებით და პირიქით.
WIZZ Class-ის არჩევის შემთხვევაში, ავტომატურად დაიჯავშნება მგზავრის გვერდით მდებარე ერთ-ერთი შუა ადგილი (1B ან 1E), რაც დამატებით სივრცესა და კომფორტს უზრუნველყოფს. პირველ რიგში განლაგებული ადგილები ასევე მოიცავს დამატებით სივრცეს, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს ფრენის განმავლობაში უფრო კომფორტულად დაისვენონ ან იმუშაონ ერთკლასიან, ეფექტურ სალონში.

სერვისი ხელმისაწვდომია როგორც დამატებითი ოფცია ბილეთის შეძენის პროცესში, Smart და Plus პაკეტებთან ერთად, ადგილების არჩევის გვერდზე. აღნიშნული პაკეტები უკვე მოიცავს პრიორიტეტულ ჩასხდომას და 10 კგ ხელბარგს. WIZZ Class-ის დამატებით, მგზავრები ასევე მიიღებენ უფასო უალკოჰოლო სასმელსა და მსუბუქ წასახემსებელს.
„ჩვენს ქსელში საქმიანი მოგზაურობების რაოდენობა მზარდია. ყურადღებით მოვისმინეთ ჩვენი მომხმარებლების სურვილები და შევთავაზეთ პრობლემის მოგვარების გზა” — აცხადებს სილვია მოსკერა, Wizz Air-ის კომერციული დირექტორი.
„მგზავრებს სურთ მეტი სივრცე და სწრაფი მომსახურება, თუმცა არ სურთ ტრადიციული ბიზნესკლასის ფასის გადახდა. WIZZ Class სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხობს. ის სთავაზობს მგზავრებს მათთვის სასურველ კომფორტსა და მომსახურებას ჩვენი მარტივი და ეფექტური ბიზნესმოდელის ფარგლებში.
ამავე დროს, კომპანია აგრძელებს ერთკლასიანი ავიაკომპანიის მოდელით ოპერირებას და ოპერაციული ეფექტიანობის პრინციპების დაცვას”.
ტრადიციული ბიზნესკლასისგან განსხვავებით, WIZZ Class არ საჭიროებს სალონის ძვირადღირებულ გადაკეთებას. გადაწყვეტილება მარტივია — ორი ადგილის რეზერვირება ქმნის მეტ სივრცეს მგზავრებისთვის, ინარჩუნებს სალონის ეფექტურ განლაგებას და სრულად შეესაბამება Wizz Air-ის ცნობილ ოპერაციულ მოდელს.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 256 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია