დაოსური სიბრძნე გატეხილი გულებისთვის: 15 ფრაზა, რომელიც ნელ-ნელა განგკურნავს
- 22.01.2026
დაოიზმი გვახსენებს, რომ კრიზისი და ტკივილი ცხოვრების ბუნებრივი ციკლია. ნუ შეებრძოლები რეალობას, მიჰყევი მას
15 გამონათქვამი სულიერი სიმშვიდისთვის:
-
"ყოველ წამს გაქვს შანსი, არ უპასუხო სამყაროს მორიგ სისულელეს. ეს ერთგვარი თამაშია." - ვეი დე-ხანი
-
"ნუ ეჭიდები წარსულ ფიქრებს და ნუ გაურბიხარ მომავალს. გააძლიერე შენი „ახლანდელი“ და მარადიულ სიმშვიდეში შეხვალ." - ხუნ ძიჩენი
-
"ოსტატი მეთუნე აფასებს ბზარს ჭურჭელზე - ის მას თიხის მოქნილობას ახსენებს." - ცი ბაიში
-
"როცა თავს იკავებ, რომ წინ არ გადაეშვა, შენი ბედის მშვილდს ჭიმავ. რაც უკეთ მართავ იმპულსებს, მით ზუსტად მოხვდები მიზანში." - ვეი დე-ხანი
-
"რისხვა არარაობისგან იბადება, მოქმედება - უმოქმედობისგან. მოუსმინე სიჩუმეს და გაიგებ იმას, რისი გაგონებაც შესაძლებელია." - ვენ-ძი

-
"თუ ჩიტი თევზობას დააპირებს, ის დაიტანჯება. ვინც საკუთარ ბუნებას იღებს - ის თავისუფალია." - გო სიანი
-
"მთა დიდია არა იმიტომ, რომ ქვამ მწვერვალობა გადაწყვიტა, არამედ იმიტომ, რომ ყველა ქვამ თავისი ადგილი იპოვა." - დაოსური სიბრძნე
-
"მთავარი ის კი არ არის, რას ხედავ, არამედ ის - როგორ უყურებ." - ვეი დე-ხანი
-
"თუ ბედნიერებას სხვებში ეძებ, ვერასდროს იქნები სავსე. თუ შენი ბედნიერება ფულზეა დამოკიდებული, ვერასდროს იქნები მშვიდი." - ლაო-ძი
-
"იყავი კმაყოფილი იმით, რაც გაქვს. როცა მიხვდები, რომ არაფერი გაკლია, მთელი სამყარო შენი გახდება." - ლაო-ძი.

-
"ბრძენი ჰგავს ცარიელ ჭურჭელს - ის არაფერს ინახავს, ამიტომ შეუძლია ყველაფერი დაიტიოს." - ვან ბი
-
"ბრძენი არ ებრძვის სამყაროს, ის მიჰყვება დინებას, როგორც წყალი." - იან სიუნი
-
"როგორც ნებისმიერი გზა, ეს გზაც მხოლოდ შენს შინაგან სამყაროში მიგიყვანს." - ვეი დე-ხანი
-
"ბამბუკი ძლიერია, რადგან დრეკადია. ქვა მაგარია, მაგრამ წყალი შლის. იყავი ბამბუკივით და ნებისმიერ ქარიშხალს გადაურჩები." - დაოსური ანდაზა
-
"უარი თქვი ამქვეყნიურ ზედმეტ ცოდნაზე და დარდიც გაქრება. მიიღე ბუნებრივი წესრიგი და იპოვი სიმშვიდეს." - ვან ბი
დაოსური გაკვეთილი: სტაბილურობა არ არის ცხოვრების ნორმა. ცვალებადობაა ნორმა. ნება მიეცი ტკივილს, რომ თავისი ციკლი დაასრულოს და ის თავისით წავა.
თემები: ცხოვრების გაკვეთილები, ბრძენი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია