LIFE

რატომ გვეშლება ტკივილი სიყვარულში? – „ტრავმის ქიმია“ და ბავშვობის კვალი

რატომ გვეშლება ტკივილი სიყვარულში? – „ტრავმის ქიმია“ და ბავშვობის კვალი

როდესაც ერთდროულად ვსაუბრობთ სიყვარულსა და ტკივილზე, ვცდილობთ შევათავსოთ შეუთავსებელი ფენომენები.

სიყვარული არის სიხარული, ბედნიერება, აზრებისა და მისწრაფებების ერთიანობა. ტკივილი არის ტანჯვა, სიმძიმე, დაძაბულობა. როგორ შეიძლება ამ ორი რამის შერწყმა?



საქმე გვაქვს კიდევ ერთ მითთან და ბავშვობაში ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებებთან.

რატომ გაჩნდა ეს მითი?

თუ ლიტერატურას გადავხედავთ, პოეტები და პროზაიკოსები სიყვარულს ტკივილისა და ტანჯვის მეშვეობით აღწერენ. თუ ობიექტურად შევხედავთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, დავინახავთ უპასუხო სიყვარულს და იმედგაცრუებას. გამოდის, როდესაც ტკივილზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ სიყვარულზე, არამედ მწუხარებაზე, წყენაზე, იმედგაცრუებაზე და ზოგჯერ ბრაზზეც კი. ამრიგად, ტკივილი ასოცირდება წარუმატებელ ან უპასუხო სიყვარულთან.



ჭეშმარიტი სიყვარული კი მოაქვს სიხარულს, შთაგონებას და სიმსუბუქეს. ადამიანი სიყვარულისგან ფარფატებს და ბედნიერებისგან ცას სწვდება.

რა ფსიქოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად „სიყვარული = ტკივილი“-ს იდეას?

ამ იდეაში მხოლოდ ლიტერატურა არ სცოდავს; ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილებები უმეტესად არა სიყვარულსა და სიხარულს, არამედ სიყვარულსა და ტკივილს უკავშირდება - ნებისმიერი განქორწინება, სულ მცირე, იმედგაცრუება და ტკივილია.



საერთო ჯამში, ძალიან ცოტა ადამიანს ვხედავთ, რომლებიც ცხოვრობენ სიყვარულში; შედეგად, ვითარდება აზროვნება, რომ სიყვარული ტკივილი და ტანჯვაა.

თუ ბავშვობაში დავბრუნდებით, გაგვახსენდება, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მშობლებისგან არასაკმარისი სიყვარულის განცდით; არასაკმარისი სიყვარული კი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

ბავშვს, რომელსაც სიყვარული არ მიუღია, ზრდასრულ ასაკში დიდი სირთულეები აქვს მის მიღებასა და გამოხატვაში. უფრო მეტიც, ის ირჩევს პარტნიორს, რომელიც მას ცივად და დისტანციურად მოეპყრობა. ამის მიზეზს ფსიქოლოგიაში „ტრავმის ქიმიას“ უწოდებენ.

ნაცნობი გამოცდილება

რამდენი შემთხვევაა ჩვენს ირგვლივ, როცა ადამიანები აცხადებენ, რომ მშობლების სიყვარულში ეჭვი ეპარებოდათ, რადგან ისინი ცივები და დისტანციურები იყვნენ.
პირველ რიგში, ამის აღიარება აუცილებელია.



დიახ, არ მოგერიდოთ იმის თქმა, თუ თქვენი მშობლები ცივი და დისტანცირებული იყვნენ, შემდეგ, მნიშვნელოვანია თქვენი წარსული პარტნიორული ურთიერთობების შესწავლა სიყვარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილების პერსპექტივიდან. ნამდვილად სურდა თუ არა პარტნიორს სიყვარულის მოცემა? იქნებ თქვენ ცდილობდით, რომ ის თბილი და მზრუნველი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად იცვლებიან და ყველაფერი ისე რჩება, როგორც იყო.

გახსოვდეთ, ნუ ჩააგონებთ საკუთარ თავს, რომ ტკივილის გარეშე სიყვარული არ არსებობს, სულ პირიქით, ჭეშმარიტი სიყვარული ბედნიერების და სიხარულის განცდა და საკუთარი თავის პოვნაა.