LIFE

27-წლიანი ქორწინების მსხვერპლი: ვინ არის ქალი, რომლის გამოც ჰიუ ჯეკმანმა ოჯახი დაანგრია?

27-წლიანი ქორწინების მსხვერპლი: ვინ არის ქალი, რომლის გამოც ჰიუ ჯეკმანმა ოჯახი დაანგრია?

ჰიუ ჯეკმანი და სატონ ფოსტერი უკვე რამდენიმე წელია გრძნობებს აღარ მალავენ. მეტიც, როგორც ჩანს, წყვილი ქორწილისთვისაც კი ემზადება. თუმცა, როდის გაჩნდა მათ შორის პირველი ნაპერწკალი? გადავავლოთ თვალი მათი ურთიერთობის ქრონოლოგიას, რომელიც ორ ათწლეულზე მეტს ითვლის.

ჰიუ ჯეკმანისა და მისი მიუზიკლების კოლეგის, სატონ ფოსტერის ძველ ფოტოებს თუ დავაკვირდებით, ცხადი ხდება: მათ შორის „ქიმია“ ყოველთვის არსებობდა. რთულია იპოვოთ კადრი, სადაც ბროდვეის ვარსკვლავები ერთმანეთის გვერდით ბედნიერებისგან არ ანათებენ.

პირველი შეხვედრა - 2002 წელი

ჰიუსა და სატონის პირველი ოფიციალური შეხვედრა 2002 წელს შედგა. მაშინ სატონი სპექტაკლში „Thoroughly Modern Millie“ თამაშობდა. სწორედ ამ დადგმით გახდა ის წამყვანი მსახიობი, დარბაზში კი მისი მომავალი რჩეული, ჰიუ ჯეკმანი იჯდა.

წლების შემდეგ სატონმა სოციალურ ქსელში არქივში შენახული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „კულისებში, თითქმის 20 წლის წინ. მილი და იქს-ადამიანი“.



ამის შემდეგ ჰიუ კიდევ რამდენჯერმე ესტუმრა მსახიობს სხვადასხვა პრემიერაზე, მათ შორის 2008 წელს, როცა სატონი პრინცესა ფიონას როლს ასრულებდა „შრეკში“. ამბობენ, რომ ჯეკმანი სატონის ნიჭით თავიდანვე მოიხიბლა, თუმცა მათ ერთობლივ პროექტამდე კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი.

სიყვარულის ცეკვა და პარალელური ცხოვრება

2014 წელს წყვილმა „ტონის“ დაჯილდოებაზე მიიპყრო ყურადღება. ჰიუ, რომელიც საღამოს წამყვანი იყო, მაყურებელთა შორის მჯდომ სატონს ეცეკვა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა წარწერით: „მაშინ მათ გარშემო სიყვარული იყო“.



თუმცა, იმ პერიოდში ორივე სხვის გვერდით აწყობდა ცხოვრებას. სამი თვის შემდეგ სატონი ტედ გრიფინზე დაქორწინდა, ჰიუ კი უკვე 18 წელი იყო, რაც დებორა-ლი ფერნესის მეუღლე გახლდათ.

როდესაც სამუშაო რომანში გადაიზარდა

ნამდვილი გარდატეხა 2021 წელს მოხდა, როცა მსახიობებმა ერთობლივ პროექტზე – მუზიკლზე „The Music Man“ – დაიწყეს მუშაობა. კულისებიდან გადაღებულ ვიდეოებში ჯეკმანი პირდაპირ საუბრობდა მათ შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირზე. ინსაიდერების თქმით, სწორედ ამ რეპეტიციების დროს გადაიზარდა პლატონური მეგობრობა დიდ სიყვარულში.



ინტერვიუებში ისინი ერთმანეთს მხოლოდ აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებდნენ. ამბობენ, რომ ეს სიახლოვე ჰიუს მეუღლეს, დებორა-ლის, ძალიან აშფოთებდა – როგორც აღმოჩნდა, საფუძვლიანადაც.

საიდუმლო რომანი და ხმაურიანი განქორწინებები

ბროდვეიზე ბევრმა იცოდა მათი გრძნობების შესახებ, თუმცა წყვილი ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდა. საქმის კურსში იყვნენ ჰიუს ახლო მეგობრებიც – ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი, რომლებიც ერთგულად ინახავდნენ მეგობრის საიდუმლოს.

მოვლენები ასე განვითარდა:

  • 2023 წლის სექტემბერი: ჰიუ ჯეკმანმა 27-წლიანი ქორწინების შემდეგ დებორა-ლისთან დაშორება გამოაცხადა.

  • 2024 წლის ოქტომბერი: ცნობილი გახდა, რომ სატონ ფოსტერმა ტედ გრიფინთან განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი.

საბოლოოდ, 2025 წლის იანვარში წყვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვა. ისინი პაპარაცებმა სანტა-მონიკაში, რომანტიკული ვახშმის შემდეგ დააფიქსირეს.

ნიშნობა კოსტა-რიკაზე?

2026 წლის იანვარში სოციალური ქსელები მათმა ახალმა ფოტოებმა ააფეთქა. კოსტა-რიკაზე დასვენებისას წყვილი ერთმანეთს არ სცილდებოდა. ინსაიდერების ინფორმაციით, სწორედ ამ ეგზოტიკურ გარემოში სთხოვა ჰიუმ სატონს ხელი და ბრილიანტის ბეჭედიც აჩუქა.



მართალია, ოფიციალური დასტური ჯერ არ არსებობს, თუმცა ფანები დარწმუნებულები არიან – ჰოლივუდი ახალი, გრანდიოზული ქორწილის მოლოდინშია!