ჰოლივუდელი მსახიობი იხსენებს, როგორ აიძულეს 18 წლის ასაკში შიშველ ცნობილ მამაკაცთან ერთად საწოლში დაწოლა
- 12.05.2026
პოპულარული სერიალების, Heroes-ისა და Nashville-ის ვარსკვლავმა, ჰეიდენ პანეტიერმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. მსახიობის თქმით, როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, ერთ-ერთმა ახლობელმა ადამიანმა ის ჩააწვინა საწოლში „შიშველ, ძალიან ცნობილ მამაკაცთან“.
მოულოდნელი თავდასხმა გემზე
ჯეი შეტის პოდკასტში - On Purpose with Jay Shetty, 36 წლის მსახიობმა გულახდილად ისაუბრა თავის მომავალ მემუარებზე, სახელწოდებით „This Is Me: A Reckoning“. პანეტიერმა გაიხსენა შემთხვევა, რომელიც გემზე მოხდა: მისი თქმით, ის მოტყუებითა და „მოულოდნელობის ეფექტით“ შეიყვანეს ძალიან პატარა ოთახში.
მსახიობი აღნიშნავს, რომ მას წინ მიუძღოდა პირი, რომელსაც წლების განმავლობაში ენდობოდა და თავის მფარველად მიიჩნევდა. სწორედ ამ ადამიანმა უბიძგა მას იმ საფრთხისკენ, რომლის წინაშეც 18 წლის ასაკში აღმოჩნდა.

„შიშველი მამაკაცი და სრული გულგრილობა“
პანეტიერის თქმით, სიტუაცია აბსურდული და შემზარავი იყო. ოთახში მყოფი მამაკაცი ისე იქცეოდა, თითქოს ეს მისთვის ჩვეულებრივი რუტინა იყო.
„მან პირდაპირ ჩამაწვინა საწოლში ამ შიშველი მამაკაცის გვერდით, რომელიც ძალიან ცნობილია. ის კი ისე იქცეოდა, თითქოს ეს მისთვის ჩვეულებრივი დღე იყო და მსგავსი რამ მუდმივად ხდებოდა“, - ამბობს ჰეიდენი.
მსახიობი იხსენებს, რომ იმ მომენტში თავის დაღწევის გზა არ არსებობდა: „გემიდან გადახტომა და გაცურვა შეუძლებელი იყო. მივხვდი, რომ იქ არავინ იყო ისეთი, ვინც ჩემს მდგომარეობას თანაუგრძნობდა. მათთვის ეს არაფერი ახალი არ იყო“.

მებრძოლი სული და დაგვიანებული აღიარება
მიუხედავად შოკისა, ჰეიდენმა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ის ამბობს, რომ მასში „ლომმა გაიღვიძა“ და საკუთარი თავის დაცვა შეძლო, თუმცა მომხდარმა მასზე მძიმე კვალი დატოვა.
ამ გადმოსახედიდან, მსახიობი აღიარებს, რომ მაშინდელი „სიმწიფის“ განცდა ილუზია იყო:
„მეცნიერულად, ჩვენი ტვინის შუბლის წილები 25-26 წლამდე არ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეგონა, უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება შემეძლო, სინამდვილეში ბოლომდევერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს“.

ჰეიდენისთვის ყველაზე მტკივნეული იმ ადამიანისგან ღალატი აღმოჩნდა, ვისი იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდა.
ჰეიდენ პანეტიერი, რომელიც მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა Scream, Dinosaur და Remember the Titans, თავის ახალ წიგნში სწორედ ამ და სხვა რთულ ცხოვრებისეულ ეტაპებზე აპირებს საუბარს.
თემები: ჰოლივუდის ვარსკვლავები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია