Wizz Air-ი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ავიაკომპანიის პოზიციას ზაფხულის სეზონის წინ მნიშვნელოვანი ოპერაციული შედეგებით ამყარებს
- 15.05.2026
ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, Wizz Air-მა, 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ძლიერი ოპერაციული შედეგები აჩვენა, რითაც დატვირთული ზაფხულის სეზონის წინ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ავიაკომპანიის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა.
იმ დროს, როდესაც ევროპის მასშტაბით მგზავრები მიმდინარე გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და საავიაციო ინდუსტრიის გარკვეულ ნაწილზე მოქმედი შეფერხებების ფონზე სტაბილურობას, პროგნოზირებადობასა და სანდოობას განსაკუთრებით აფასებენ, Wizz Air-ის ოპერაციული შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ქსელის მდგრადობასა და ყოველდღიური ოპერაციების სიძლიერეს.
„საიმედოობა მომხმარებლის ნდობის საფუძველია და ეს შედეგები აჩვენებს, რომ Wizz Air დღეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და საიმედო ოპერირებას უზრუნველყოფს,” - განაცხადა Wizz Air-ის კომერციულმა დირექტორმა, იან მალინმა.
„ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მგზავრებს შეუძლიათ დარწმუნებით აირჩიონ Wizz Air - ძლიერი ოპერაციული შედეგებით, დისციპლინირებული მართვითა და უწყვეტი გაუმჯობესების მკაფიო ხედვით. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დღეს საავიაციო ინდუსტრია დგას, მათ შორის გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უცვლელია: სტაბილური ქსელის შენარჩუნება, მომხმარებლებისთვის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანა და მგზავრების დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ და დროულად მიყვანა.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საზაფხულო დასვენება ჩვენი მგზავრებისთვის და მზად ვართ, თქვენი საოცნებო მოგზაურობის ნაწილი გავხდეთ. Let’s WIZZ!”
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ავიასაწვავის ფასების ზრდისა, არ ვგეგმავთ ფრენების გაუქმებას ან დამატებითი ხარჯების ბილეთების ფასების ზრდით გადატანას. ჩვენი პრიორიტეტი კვლავაც უცვლელია - ქსელის სტაბილურობის დაცვა და ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნება,” - დაამატა მალინმა.
ძლიერი ოპერაციული შედეგები და საიმედოობა ევროპის მასშტაბით
2026 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში Wizz Air-მა ფრენების შესრულების მაჩვენებელში* 99.53%-იან შედეგს მიაღწია და ევროპის სამ საუკეთესო ავიაკომპანიას შორის მოხვდა. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს ავიაკომპანიის შესაძლებლობას, დაგეგმილი განრიგი სტაბილურად და საიმედოდ შეასრულოს, მათ შორის რთულ და არასტაბილურ ოპერაციულ გარემოშიც. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს მეტ რწმენას, რომ მათი ფრენები ზაფხულის პიკური სეზონის განმავლობაში დაგეგმილის მიხედვით შესრულდება.
ეს შედეგები ასევე ადასტურებს Wizz Air-ის ოპერაციული დაგეგმვის ეფექტიანობას, მდგრადობის მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებსა და მილიონობით მგზავრისთვის პროგნოზირებადი სამოგზაურო გამოცდილების შექმნაზე ფოკუსს.
პუნქტუალურობა, რომელიც სტაბილურ ქსელს უზრუნველყოფს
Wizz Air-მა ასევე ძლიერი შედეგები აჩვენა პუნქტუალურობის რამდენიმე მნიშვნელოვან ინდიკატორში.
ავიაკომპანია ევროპის ერთ-ერთ ლიდერად დასახელდა First-Wave Departures (FW D0%) მაჩვენებლის მიხედვით — ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორი ასახავს, რამდენად ეფექტიანად იწყებს ავიაკომპანია დღის პირველ ოპერაციებს. დღის პირველი რეისების დროულად შესრულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთელი ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებაში, რაც შეფერხებების შემცირებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
პუნქტუალურობის სხვა ძირითად ინდიკატორებში — მათ შორის D0%, D15% და A15%* — Wizz Air 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის სტაბილურად ინარჩუნებდა პოზიციას. აღნიშნული მაჩვენებლები ფრენების დროულ შესრულებას აფასებს და ოპერაციული სტაბილურობისა და საიმედოობის მნიშვნელოვან ინდიკატორებად მიიჩნევა.
ამასთან, იმავე პერიოდში Wizz Air-მა A180%* მაჩვენებელში 99%-ზე მეტი შედეგი დააფიქსირა - რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით კომპანიის საუკეთესო შედეგია. ეს ადასტურებს ავიაკომპანიის პროგრესს მნიშვნელოვანი დაგვიანებების შემცირების მიმართულებით და იმას, რომ მგზავრები დანიშნულების ადგილამდე უფრო მაღალი სანდოობით აღწევენ.
შედეგები, რომლებიც ზაფხულის სეზონის შეუფერხებელ მიმდინარეობას უწყობს ხელს
ძლიერი ოპერაციული შედეგები ზაფხულის მოგზაურობებზე მაღალი მოთხოვნის ფონზე ფიქსირდება, მაშინ როდესაც მგზავრები ავიაკომპანიის არჩევისას სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ საიმედოობასა და პროგნოზირებადობას.
გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ინდუსტრიის გარკვეულ ნაწილზე მოქმედი ოპერაციული წნეხის ფონზე, Wizz Air-ის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ავიაკომპანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური და საიმედო ქსელით ოპერირებს.
ზაფხულის პიკური სეზონისთვის მზადების ფარგლებში ავიაკომპანიამ დამატებით გააძლიერა ოპერაციული მზადყოფნაც - გაუმჯობესდა დაგეგმვის პროცესები, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების განაწილების მექანიზმები, ოპერაციულ გუნდებს შორის კოორდინაცია, ასევე გაგრძელდა ტექნოლოგიებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით ინვესტიციები.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში, Wizz Air-მა ცოტა ხნის წინ HTS-თან თანამშრომლობით ახალი სერვისი წარადგინა, რომელიც მგზავრებს მინიმუმ 2-საათიანი შეფერხებების შემთხვევაში მხარდაჭერას სთავაზობს. ინიციატივის მიზანია მოულოდნელი შეფერხებების დროს უფრო სწრაფი და პროაქტიული დახმარების უზრუნველყოფა, რაც ავიაკომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემას კიდევ უფრო აძლიერებს.
ყველა ეს ნაბიჯი მგზავრობის პროცესის გამარტივებას, შეფერხებების შემცირებასა და დატვირთული ზაფხულის სეზონზე მგზავრებისთვის მეტი კომფორტისა და თავდაჯერებულობის შექმნას ემსახურება.
პროგრესის ერთი წელი Customer First Compass-ის ფარგლებში
ოპერაციული გაუმჯობესებები ასევე ასახავს იმ პროგრესს, რომელიც Wizz Air-ის Customer First Compass ინიციატივამ მოიტანა — პროგრამამ ცოტა ხნის წინ არსებობის ერთი წელი აღნიშნა.
ინიციატივა მომხმარებლის საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად შეიქმნა და მოიცავს როგორც ოპერაციული დისციპლინის გაძლიერებას, ისე ყოველდღიური ოპერაციების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დახვეწას. გასული წლის განმავლობაში Customer First Compass-მა ხელი შეუწყო ოპერაციული მდგრადობის, კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და კიდევ უფრო გაამყარა Wizz Air-ის გრძელვადიანი ერთგულება მომხმარებლების მიმართ.
ზაფხულის პიკური სეზონის დაწყებასთან ერთად, Wizz Air კვლავაც ორიენტირებულია უსაფრთხო, საიმედო და ხელმისაწვდომი მგზავრობის უზრუნველყოფაზე, ასევე მთელი ქსელის მასშტაბით ოპერაციული შედეგების უწყვეტ გაუმჯობესებაზე. ეს მოიცავს ოპერაციულ მდგრადობაში ინვესტირებას, ხელმისაწვდომი ტარიფების დაცვასა და მომხმარებლების მხარდაჭერას მოგზაურობის ყველა ეტაპზე - ფრენამდე, ფრენის დროსა და შემდეგ.
*ფრენების შესრულების მაჩვენებელი – დაგეგმილი ფრენების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც გაუქმების გარეშე სრულდება.
*FW D0% – დღის პირველი რეისების ზუსტად დაგეგმილ დროს შესრულების მაჩვენებელი.
*D0% – ფრენების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დაგეგმილ დროს, შეფერხების გარეშე სრულდება.
*D15% – ფრენების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დაგეგმილი დროიდან 15 წუთის ფარგლებში სრულდება.
*A15% – ფრენების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დანიშნულების ადგილზე დაგეგმილი დროიდან 15 წუთის ფარგლებში ჩადიან.
*A180%– ფრენების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დანიშნულების ადგილზე დაგეგმილი დროიდან სამი საათის ფარგლებში ჩადიან.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 264 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია