Wizz Air-ი Airbus A320neo ოჯახის რიგით მე-200 თვითმფრინავის მიღებას აღნიშნავს — მნიშვნელოვანი ეტაპი მდგრადი ზრდის მიმართულებით
- 13.05.2026
ავიაკომპანია Wizz Air-მა ავიაფლოტში Airbus A320neo ოჯახის რიგით მე-200 თვითმფრინავი, Airbus A321XLR, მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ავიაკომპანიის დინამიკურ ზრდას, ინოვაციებისადმი ერთგულებასა და ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
მას შემდეგ, რაც Wizz Air-მა პირველი Airbus A321neo 2019 წელს მიიღო, ავიაკომპანია ეტაპობრივად აფართოებს ფლოტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური ერთსალონიანი თვითმფრინავებით. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გააძლიერა კომპანიის ოპერაციული შესაძლებლობები — გაზარდა ტევადობა და კიდევ უფრო გააუმჯობესა მგზავრთა გამოცდილება.
მიმდინარე დაკომპლექტების პროცესის დასრულების შემდეგ, Wizz Air-ის neo ფლოტი შედგება 6 ერთეული A320neo-ისგან, 8 ერთეული A321XLR-ისგან და 186 ერთეული A321neo-ისგან.
A321neo-ის დიზაინი, რომელიც წინა თაობის თვითმფრინავებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტ სამგზავრო ადგილს მოიცავს, Wizz Air-ის ულტრაბიუჯეტური მოდელის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თითოეულ რეისზე ეფექტიანობის მაქსიმიზაციით, ავიაკომპანია აგრძელებს ხელმისაწვდომი მოგზაურობის შეთავაზებას და პარალელურად ამცირებს ემისიების ინტენსივობას.
შემდეგი თაობის Pratt & Whitney-ის ძრავებით აღჭურვილი A321neo წინა მოდელებთან შედარებით ერთ სავარძელზე საწვავის მოხმარებასა და ნახშირბადის ემისიას 20%-მდე ამცირებს.
აღნიშნული ეფექტიანობა არა მხოლოდ Wizz Air-ის მდგრადობის მიზნებს უწყობს ხელს, არამედ აეროპორტებთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ხმაურის დონის შემცირებასაც უზრუნველყოფს.
მგზავრები პირდაპირ სარგებლობენ თვითმფრინავის თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სალონის ინოვაციებით. უფრო ფართო ინტერიერი, შედარებით მშვიდი გარემო და გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი მგზავრობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის, რაც Wizz Air-ისთვის ოპერაციულ ეფექტიანობასთან ერთად მომხმარებლის კმაყოფილების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
ოვეინ ჯონსი, Wizz Air-ის კორპორაციული დირექტორი:
„ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ზრდის, ინოვაციებისა და ემისიების ინტენსივობის ეფექტიანად შემცირებისადმი ურყევ ერთგულებას ასახავს. ჩვენ ავაშენეთ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ეფექტური ფლოტი - 2019 წელს მიღებული პირველი A321neo-დან დღევანდელ, რიგით მე-200 თვითმფრინავამდე. ეს შედეგი ჩვენი ხედვის გამოხატულებაა ავიამოგზაურობის მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ფლოტის განვითარებას და მიზნად ვისახავთ 2029 წლისთვის სრულად neo ფლოტზე გადასვლას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მგზავრთა გამოცდილებას და დამატებით შეამცირებს ემისიების ინტენსივობას.”
მომავალში Wizz Air გეგმავს ამბიციური გაფართოების გაგრძელებას და დამატებითი A321neo თვითმფრინავების მიღებას. ავიაკომპანია კვლავ ფოკუსირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რათა დააჩქაროს net zero მიზნის მიღწევა, გაზარდოს ეფექტიანობა და გააფართოოს ქსელი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
ამ მნიშვნელოვანი მიღწევის აღნიშვნასთან ერთად, Wizz Air კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს - 2026 წელს 80 მილიონ მგზავრს შესთავაზოს ხელმისაწვდომი, კომფორტული და ეფექტური მოგზაურობა და ამავდროულად, განაგრძოს განვითარების შთამბეჭდავი გზა მომავალშიც.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 264 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით.
Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.
თემები: ვიზეარი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია