LIFE

Wizz Air-ი 28 მაისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენების განახლებას ადასტურებს

Wizz Air-ი 28 მაისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენების განახლებას ადასტურებს

Wizz Air-ი 28 მაისიდან, ხუთშაბათიდან, თელ-ავივის მიმართულებით და თელ-ავივიდან ფრენებს განაახლებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისრაელის ევროპის მნიშვნელოვან მიმართულებებთან ხელახლა დასაკავშირებლად.

გადაწყვეტილება EASA-ს უახლეს რეკომენდაციებს ეფუძნება და ასახავს Wizz Air-ის მუდმივ კოორდინაციას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის საავიაციო და უსაფრთხოების ორგანოებთან. ავიაკომპანიის უმთავრეს პრიორიტეტად უსაფრთხო ოპერირების უზრუნველყოფა რჩება. ასობით ათასი ბილეთი უკვე ხელმისაწვდომია wizzair.com-სა და WIZZ-ის აპლიკაციაში.

ავიაკომპანია ვითარების მონიტორინგს აქტიურად გააგრძელებს და მუდმივ კომუნიკაციაში იქნება საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან, უსაფრთხოების უწყებებსა და სახელმწიფო ორგანოებთან. ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში გადაიხედება და ოფიციალური ინდუსტრიული რეკომენდაციების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, განრიგშიც შევა ცვლილებები.

თელ-ავივის მიმართულებით ფრენების აღდგენით, Wizz Air კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, როგორც ისრაელის ნომერ პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ავიაკომპანია ამჟამად 1,000-ზე მეტი მარშრუტით ოპერირებს და 2026 წელს საკუთარი ფართო ქსელის ფარგლებში 80 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისიას — მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

Wizz Air-ის კომერციული დირექტორიიან მალინი:

„როგორც ევროპის სანდო ავიაკომპანიამ და ისრაელის ნომერ პირველმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, მოხარულები ვართ, დავადასტუროთ თელ-ავივში დაბრუნება. ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ამ გადაწყვეტილებას მაქსიმალურად ფრთხილი და გააზრებული მიდგომით მივუდექით. მოუთმენლად ველით ჩვენს მგზავრებთან ხელახლა დაკავშირებასა და შესაძლებლობას, რომ ევროპაში მცხოვრებმა მილიონობით მომხმარებელმა ისრაელის გამორჩეული კულტურა აღმოაჩინოს. Let’s WIZZ!”

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air ოპერირებს 264 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.