ვიქტორია ბექჰემის სტილის 10 კანონი: როგორ შევქმნათ ძვირფასი და ელეგანტური იმიჯი
- 27.01.2026
ბექჰემების ოჯახის გარშემო ატეხილი სკანდალების მიუხედავად, ერთი რამ უცვლელია - ვიქტორიას უნაკლო და დახვეწილი გემოვნება. მან დიდი ხანია დაამტკიცა, რომ უბრალოდ „Spice Girls“-ის ვარსკვლავი კი არა, მოდის ინდუსტრიის ნამდვილი ხატია. მისი პირადი სტილი და ბრენდი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ვიქტორიას ნებისმიერი საჯარო გამოსვლა თანამედროვე ელეგანტურობის სახელმძღვანელოს ჰგავს.
გთავაზობთ მოდის სამყაროს ყველაზე ცნობილი პერფექციონისტის 10 მთავარ ხრიკს, რომელთა მორგებაც თქვენს გარდერობზე ძალიან მარტივია
1. ერთი მკვეთრი ფერი

ვიქტორიას ძალიან უყვარს წითელი და იისფერი. მას შეუძლია თავიდან ფეხებამდე ერთ ფერში შეიმოსოს და ეს მისთვის „ახალი შავი ფერია“. ასე მთლიანი იერი ბევრად უფრო ეფექტური და შეკრული ჩანს.
2. მაღალი ყელი (ე.წ. „როლინგი“)

სვიტერი იქნება ეს თუ პალტო, მაღალი ყელი ყოველთვის ამართლებს: ის ვიზუალურად აგრძელებს ყელს და იერს ინტელექტუალურ სიმკაცრეს მატებს. მთავარია, მოცულობითი ზედა ნაწილი ქვედაბოლოსთან ან სწორ შარვალთან შეახამოთ.
3. იდეალური შარვალ-კოსტიუმი

ვიქტორიასთვის ეს უნივერსალური სამოსია. სერი, ლურჯი თუ შავი - ნებისმიერი კოსტიუმი მასზე ისე ზის, თითქოს სპეციალურად მისთვის შეიკერა. ეს არის სამოსი, რომელშიც თავს თავდაჯერებულად გრძნობთ როგორც ოფისში, ისე წვეულებაზე.
4. კოლჰოტი - სტილის მნიშვნელოვანი დეტალი

ვიქტორია კოლგოტს თითქმის ყველა „მინი“ კაბასთან იყენებს. მუქი, მკვრივი მოდელები ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს და მოკლე ქვედაბოლოს უფრო დახვეწილ იერს სძენს.
5. მაღალი წელი

მაღალწელიანი შარვლები და ჯინსები ვიქტორიას გარდერობის საფუძველია. ისინი ხაზს უსვამენ წელს და სილუეტს უფრო გრაციოზულს ხდიან, მაშინაც კი, თუ ზემოდან უბრალო მამაკაცური სტილის პერანგი გცვიათ.
6. აქცენტი წელზე

მაშინაც კი, როცა თავისუფალ სტილს ირჩევს, ვიქტორია ყოველთვის უსვამს ხაზს წელს. შარვალში ჩაკეცილი მაისური თუ წვრილი ქამარი - ეს ის დეტალია, რომელიც სხეულის ფორმების გამოკვეთაში გვეხმარება.
7. მიდი - საუკეთესო სიგრძე

ბექჰემი სტაბილურად ირჩევს საშუალო სიგრძის კაბებს. ეს სიგრძე ერთდროულად თავშეკავებულიცაა და საშუალებას გაძლევთ თამამად გამოიყენოთ მკვეთრი ფერები და აქცენტირებული ფეხსაცმელი.
8. ყოველთვის იდეალურ ფორმაში

მისი მთავარი პრინციპია: გამოიყურებოდე კარგად მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს. ვიქტორიას დახვეწილი იერი მისი შინაგანი დისციპლინის შედეგია - ის საკუთარ თავზე ზრუნვას არასდროს წყვეტს.
9. მინიმალისტური აქსესუარები

ბექჰემთან ვერ ნახავთ გადატვირთულ ბიჟუტერიას. ის უპირატესობას ანიჭებს პატარა ჩანთებს, თხელ ქამრებსა და კლასიკურ ფეხსაცმელს. აქსესუარები მისთვის სამოსის „არქიტექტურაა“ და არა უბრალოდ მორთულობა.
10. ფერების თამამი შეხამება

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთ ფერზე აკეთებს აქცენტს, ვიქტორიას არ ეშინია მოულოდნელი კომბინაციების. ის ხშირად ირჩევს ისეთ შეხამებებს, რომელთა ერთად ტარებასაც ბევრი ვერ გაბედავდა და სწორედ ამით ხდება მისი სტილი უნიკალური.
თემები: რჩევები, ვიქტორია ბექჰემი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია