ნუ იფიქრებ ბევრს: 10 „კომფორტული“ სერიალი მათთვის, ვისაც უბრალოდ დასვენება სჭირდება
- 31.01.2026
არსებობს საღამოები, როცა არ გინდა რთული სიუჟეტების ანალიზი, პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების გარჩევა ან დაძაბული თრილერების ყურება. ზოგჯერ უბრალოდ გჭირდება „კომფორტული“ კონტენტი - შოუები, რომლებიც ტვინს ასვენებს, განწყობას კი მომენტალურად გიუმჯობესებს.
თუ გსურს ზამთრის ცივი საღამო პლედის ქვეშ, ცხელი ჩაითა და მსუბუქი ისტორიებით გაატარო, Trend.ge გთავაზობთ 10 სერიალს, რომლებიც დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ
1. მელომანი (High Fidelity, 2020)

თუ გიყვარს კარგი მუსიკა და ესთეტიკური კადრები, ზოი კრავიცი შენი მეგზური გახდება. ის ვინილების მაღაზიის მფლობელია, რომელიც საკუთარ წარუმატებელ ურთიერთობებს პოპ-კულტურის პრიზმიდან აანალიზებს. სერიალი ძალიან მსუბუქი, მოდური და მელანქოლიურია - იდეალურია განტვირთვისთვის.
2. შიტს ქრიკი (Schitt's Creek, 2015-2020)

მილიონერი ოჯახი ერთ წამში ყველაფერს კარგავს და საცხოვრებლად პატარა, მივიწყებულ ქალაქში გადადის. ეს არის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი კომედია იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლო ცხოვრება ფუფუნების გარეშე და იპოვო საერთო ენა ადამიანებთან, რომლებიც შენგან რადიკალურად განსხვავდებიან.
3. სექსი დიდ ქალაქში (Sex and the City, 1998-2004)

კლასიკა, რომელიც არასდროს ძველდება. კერი, სამანტა, შარლოტა და მირანდა - ოთხი ქალი, ნიუ-იორკი და უსასრულო საუბრები ურთიერთობებზე. ეს სერიალი არა მხოლოდ განტვირთვის საშუალება, არამედ სტილისა და მოდის ნამდვილი გზამკვლევია.
4. ბრუკლინ 9-9 (Brooklyn Nine-Nine, 2013-2021)
_1769854343.webp)
პოლიციური უბანი, სადაც ყველაზე მეტს იცინიან. დაუდევარი, მაგრამ ნიჭიერი დეტექტივი ჯეიკ პერალტა და მისი მკაცრი კაპიტანი ჰოლტი საუკეთესო დუეტს ქმნიან. თითოეული ეპიზოდი 20-წუთიანი პოზიტივის ბომბია.
5. დაუნტონის სააბატო (Downton Abbey, 2010-2015)

თუ გსურს მე-20 საუკუნის დასაწყისის ინგლისში იმოგზაურო, სადაც ეტიკეტი, ლამაზი კაბები და არისტოკრატიული დრამები მთავარია, ეს სერიალი შენთვისაა. დააკვირდი სხვების ცხოვრებას და დაისვენე საკუთარი პრობლემებისგან.
6. რამი (Ramy, 2019-...)
ახალგაზრდა მუსლიმი ბიჭი ცდილობს იპოვოს ბალანსი ამერიკულ რეალობასა და თავის რელიგიურ ფესვებს შორის. სერიალი სავსეა თვითირონიითა და ძალიან ადამიანური მომენტებით, რომლებიც გაღიმებას გაიძულებს.
7. სასოწარკვეთილი დიასახლისები (Desperate Housewives, 2004-2012)

ვისტერია ლეინის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტი საიდუმლო აქვთ. გაბი, ბრი, სიუზენი და ლინეტი - ეს ოთხეული დაგანახებს, რომ რეალურ სამყაროში უამრავი პრობლემები არსებობს. ინტრიგები, სიყვარული და ცოტა კრიმინალი - ყველაფერი ერთ სივრცეში.
8. საზოგადოება (Community, 2009-2015)

ამბავი ჯგუფზე, რომელიც „წარუმატებელი“ ადამიანებისგან შედგება და ერთად ცდილობენ კოლეჯის დამთავრებას. სერიალი სავსეა ხუმრობებითა და პოპ-კულტურაზე მინიშნებებით. თუ გინდა ბევრი იცინო, ეს სწორი არჩევანია.
9. ტედ ლასო (Ted Lasso, 2020-...)

ოპტიმიზმის ნამდვილი სახელმძღვანელო. ამერიკელი ფეხბურთის მწვრთნელი, რომელიც ინგლისში ჩადის და საერთოდ არ ესმის ევროპული ფეხბურთი, თუმცა თავისი სიკეთითა და ენთუზიაზმით ყველას გულს იგებს. ეს სერიალი სულის თერაპიაა.
10. ოფისი (The Office, 2005-2013)

სერიალი, რომელმაც კომედიის ჟანრი შეცვალა. მაიკლ სკოტის აბსურდული საქციელი და ოფისის თანამშრომლების ყოველდღიურობა ისე ჩაგითრევს, რომ თავს ამ გუნდის წევრად იგრძნობ. "ოფისი" საუკეთესო წამალია დაღლილობისთვის.
თემები: სერიალი, სერიალები ქალებზე
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია