9 ცხოვრებისეული განსაცდელი რომელსაც თუ გადალახეთ, აღარაფერი შეგაშინებთ
- 02.02.2026
ფრიდრიხ ნიცშემ მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი აფორიზმი უთხრა: „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ - მას შემდეგ ფსიქოლოგები კამათობენ იმაზე, ნამდვილად სასარგებლოა თუ არა ტრავმული გამოცდილება ადამიანებისთვის, თუ პირიქით, სტრესულია და არყევს ჩვენს ფსიქიკას.
ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თუ წარმატებით გადაურჩით რთულ ცხოვრებისეულ კრიზისებს, გაცილებით ძლიერები ხდებით, ვიდრე გგონიათ.

ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი ჯორჯ ბონანო დიდი ხანია სწავლობს ადამიანების მდგრადობას მძიმე ტრავმებისა და დანაკარგების მიმართ - „დაშორება, სამსახურიდან გათავისუფლება, უბედური შემთხვევა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება - იმ მომენტში ეს მთლიანად გვანადგურებს, მაგრამ სინამდვილეში, იგივე მოვლენები ხშირად ქმნის ემოციურ მდგრადობას, რომელსაც ჩვენ არასაკმარისად ვაფასებთ“- ამბობს ბონანო.

ამის არსი სწორედ იმ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარია, რომლებსაც განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ადამიანები განიცდიან.
9 სიტუაცია, რომელიც გაძლიერებთ
1. დაკარგეთ ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გინდოდათ გაგეტარებინათ, ეს შეიძლება იყოს - განქორწინება, მეგობართან ჩხუბი, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება

2. ხედავთ, როგორ ბერდებიან და სუსტდებიან თქვენი მშობლები და როგორ გიწევთ მათ გამო რთული გადაწყვეტილებების მიღება
3. ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, მძიმე დიაგნოზი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ცხოვრება
4. პროფესიული გადაწვა ან წარუმატებლობა
5. ფინანსური პრობლემები, თუნდაც გაკოტრება
6. ღალატი იმ ადამიანისგან, ვისაც სრულად ენდობოდით

7. იმ ოცნების ნგრევა, რომლის მისაღწევად ყველა ძალისხმევას იყენებდით
8. იყოთ დამხმარე ხელი ფსიქოლოგიური ან ფიზიკური პრობლემების მქონე ადამიანისთვის, მაგალითად, დემენციით დაავადებული ნათესავისთვის, ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი მეგობრისთვის
9. შფოთვა, დეპრესია ან სხვა მენტალური და ფსიქოლოგიური დარღვევები
რატომ გავძლიერდეთ ტრაგედიის მერე?
ჯორჯ ბონანოს თქმით, სამსახური არის მთავარი სფერო, სადაც უნდა შეამსუბუქოთ თქვენი ემოციები, ის გვირჩევს: „თუ თქვენი ცხოვრება ნეგატიურ წრეში ტრიალებს და წარუმატებლობა უფრო მეტია, ვიდრე იღბალი და წარმატება, დროა განსაზღვროთ ხელახალი წარმატების გეგმა, ისწავლოთ საკუთარი ემოციების მოსმენა და უფრო ჰარმონიული ცხოვრების აშენება“.

ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგომაა, როდესაც დილით ადგომისთვისაც კი ძალაა საჭირო. თუმცა, პანიკური შეტევები, გენერალიზებული შფოთვა და დეპრესიული ეპიზოდები არა მხოლოდ გადასაჭრელი პრობლემაა, არამედ თვითგადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯიც.
და ბოლოს, ფსიქოლოგები სამართლიანად გვახსენებენ, რომ მხარდაჭერის თხოვნას არაფერი აქვს საერთო სიმხდალესთან. ხშირად, აუცილებელია, ადამიანმა გაუძლოს სირთულეებს, რომლებიც გარდაუვლად დასრულდება, რადგან როგოც კარგ ამბავს, ასევე ცუდ ამბავსაც დასასრული აქვს.
თემები: ემოციების მართვა, რჩევები