სექს-ტრეფიკინგი, ნარკოტიკები და ჰოლივუდის ელიტა: Pusha T და ჯეი-ზი ეპშტეინის საქმის ახალ სკანდალში ეხვევიან
- 04.02.2026
ჯეფრი ეპშტეინის სკანდალური საქმე კვლავ ყურადღების ცენტრშია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტის“ ფარგლებში 3 მილიონამდე დოკუმენტი, ათასობით ვიდეო და ფოტო მასალა გაასაჯაროვა. ახალ დოკუმენტებში ისეთი ვარსკვლავების სახელები ამოტივტივდა, როგორებიც არიან ჯეი-ზი (Jay-Z), Pusha T და ჰოლივუდის სკანდალური პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი.
რას ეყრდნობა ბრალდებები?
როგორც გამოცემა Variety წერს, ეს სახელები არ ფიგურირებს ეპშტეინის პირად ჩანაწერებში. ისინი ნახსენებია FBI-ს საინფორმაციო ანგარიშში, რომელიც ეყრდნობა ანონიმური მსხვერპლის ჩვენებას.

გოგონა ამტკიცებს, რომ ის წლების განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ. მისი თქმით, რეპერი Pusha T (ტერენს ლევარ თორნტონი) მისი ერთ-ერთი "კურატორი" იყო. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მსხვერპლს ერთხელ ოთახში გაღვიძებისას გვერდით ჯეი-ზი და ჰარვი ვაინშტაინი დახვდნენ. თუმცა, თავად დაზარალებული აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების გამო მეხსიერება დაბინდული ჰქონდა.
სიმართლე თუ "ფეიკი"?
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ვინაიდან კანონი ყველა შემოსული ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვდა, ამ დოკუმენტებში შესაძლოა მოხვედრილიყო ყალბი ან ცრუ შეტყობინებებიც, რომლებიც FBI-ში რიგითმა მოქალაქეებმა გაგზავნეს. შესაბამისად, ამ სახელების ხსენება ავტომატურად მათ ბრალეულობას ან გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს.

სოციალური ქსელების რეაქცია და ბიონსე
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ინტერნეტში ნამდვილი ქარიშხალი ატყდა. განსაკუთრებული დარტყმა ბიონსეს იმიჯმა მიიღო. მომღერლის ინსტაგრამზე ათასობით მომხმარებელი წერს: "რატომ ფიგურირებს შენი ქმარი ეპშტეინის დოსიეში?", "შენ ყველაფერი იცოდი?". ბევრი მათგანი წყვილის "გაუქმებას" (Cancel Culture) ითხოვს.
სხვა ცნობილი სახელები

ფაილებში ასევე ნახსენებია ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კეისი ვასერმანი, რომელიც ადასტურებს, რომ 2002 წელს ეპშტეინის თვითმფრინავით მართლაც იმგზავრა ჰუმანიტარული მისიით, თუმცა მილიარდერთან საქმიანი ან პირადი კავშირი უარყო.
თემები: ბიონსე, შოუ-ბიზნესი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია