LIFE

Wizz Air-მა 2025 წელი ზრდითა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებით დაასრულა

Wizz Air-მა 2025 წელი ზრდითა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებით დაასრულა

Wizz Air-მა, ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, 2025 კალენდარული წელი დაასრულა სტაბილური ზრდით, გაფართოებული სამარშრუტო ქსელითა და ოპერაციული ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესებით.

ავიაკომპანიამ ფლოტში ახალი საჰაერო ხომალდები დაამატა, გააფართოვა ქსელი ასობით ახალი მიმართულებით და ისტორიულად ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, პარალელურად კი გააძლიერა პუნქტუალურობა და ოპერაციების საიმედოობა მთელს ქსელში.

Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი, იოჟეფ ვარადი:

„2025 წელი Wizz Air-ისთვის გარდამტეხი იყო. ჩვენ სწრაფი ტემპით გავზარდეთ ფლოტი, დავამატეთ ასობით ახალი მარშრუტი და ისტორიაში ყველაზე მეტი მგზავრი გადავიყვანეთ — ამ ყველაფერთან ერთად კი ოპერაციების საიმედოობაც მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. მასშტაბისა და გაუმჯობესებული ოპერაციული მაჩვენებლების ეს ერთობლიობა ზუსტად ასახავს იმას, რაც ჩვენ გამოგვარჩევს სხვა ავიაკომპანიებისგან. 2026 წელს კიდევ უფრო შორს წასვლას ვგეგმავთ.

ჩვენი ყურადღება მტკიცედ არის მიმართული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ზრდის დაჩქარებაზე და იმ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების გახსნაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული და დიდ პოტენციალს ფლობს. ჩვენ ვქმნით ავიაკომპანიას, რომელიც მხოლოდ მოთხოვნას არ მიჰყვება - ჩვენ თავად განვსაზღვრავთ მოთხოვნას. და მომავალშიც გავაგრძელებთ საზღვრების გაფართოებას, რათა მილიონობით მგზავრს შევთავაზოთ მეტი არჩევანი, მეტი ხელმისაწვდომობა და სტაბილურად გაუმჯობესებული სამგზავრო გამოცდილება.”

2025 კალენდარული წელი: გაფართოება და რეკორდული სამგზავრო მოთხოვნა

  • Wizz Air-ის ფლოტს 42 ახალი საჰაერო ხომალდი დაემატა, რამაც ხელი შეუწყო ქსელის გაფართოებასა და საწვავის ეფექტიანობის გაუმჯობესებას;

  • ავიაკომპანიამ საკუთარ ქსელში დაახლოებით 335,000 რეგულარული რეისი შეასრულა;

  • Wizz Air-მა დაამატა 320-ზე მეტი ახალი მარშრუტი და გააფართოვა კავშირები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ;

  • სამგზავრო მოთხოვნა მაღალი დარჩა — 2025 წელს ავიაკომპანიამ 68.6 მილიონი მგზავრი გადაიყვანა (+9.4% წლიურად).

Wizz Air-ის გაფართოება საქართველოში

2025 კალენდარულ წელს Wizz Air-მა გააძლიერა საკუთარი პოზიციები საქართველოში, რაც განპირობებული იყო მაღალი სამგზავრო მოთხოვნითა და ბაზრის სტაბილური ზრდით. ავიაკომპანიამ ქვეყანაში თითქმის 4,300 რეგულარული რეისი შეასრულა და დაახლოებით 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით +19.17%-იან ზრდას აღნიშნავს. ადგილების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის 1.04 მილიონს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის გრძელვადიან ერთგულებას საქართველოსთან კავშირების გაძლიერებისა და ხელმისაწვდომი ავიამგზავრობის შეთავაზების მიმართ.

ოპერაციული შედეგები: საიმედოობისა და პუნქტუალურობის გაუმჯობესება

2025 წლის განმავლობაში Wizz Air-მა განაგრძო ოპერაციული ეფექტიანობის გაძლიერება, რასაც ხელი შეუწყო მიზნობრივმა ინიციატივებმა ტექნიკური მომსახურების, მიწისზედა მომსახურების, ეკიპაჟის დაგეგმვისა და ოპერაციული მართვის მიმართულებით.
2025 წლის ძირითადი ოპერაციული მაჩვენებლები:

  • რეისების შესრულების მაჩვენებელი*: 99.61% (მეორე უმაღლესი მაჩვენებელი ევროპის მსხვილ ავიაკომპანიებს შორის);

  • დროულად გამოფრენა (D15)*: 73.38% (ევროპის წამყვანი ავიაკომპანიების ათეულში);

  • დროულად ჩაფრენა (A15)*: 77.98% (ევროპის წამყვანი ავიაკომპანიების ათეულში).

აღნიშნული შედეგები ასახავს სტაბილურ პროგრესს პუნქტუალურობისა და ოპერაციული საიმედოობის მიზნების მიღწევის მიმართულებით, ხოლო 2026 წელს, ინიციატივების სრულად ამოქმედების ფონზე, დამატებითი გაუმჯობესებებიც არის მოსალოდნელი.

ოპერაციული შედეგები საქართველოში

ქსელის გაფართოებასთან ერთად, Wizz Air-მა 2025 წლის განმავლობაში საქართველოში ძლიერი ოპერაციული შედეგები აჩვენა, რაც მხარდაჭერილი იყო მიზნობრივი ინიციატივებით ოპერაციების, ეკიპაჟის დაგეგმვისა და მიწისზედა მომსახურების მიმართულებით. ავიაკომპანიამ მიაღწია 99.36%-იან რეისების შესრულების მაჩვენებელს, რაც ბაზარზე მაღალი ოპერაციული საიმედოობის დასტურია. პუნქტუალურობის მაჩვენებლებიც მყარ დონეზე დარჩა — რეისების 77.84% (D15) დროულად აფრინდა, ხოლო 80.56% (A15) დანიშნულების ადგილზე 15 წუთის ფარგლებში ჩავიდა. ეს შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის ძალისხმევას, უზრუნველყოს სტაბილური და საიმედო სამგზავრო გამოცდილება ქართველი მგზავრებისთვის.

მომავლის ხედვა

Wizz Air 2026 წელს მეტი ინიციატივითა და მკაფიო სტრატეგიული ხედვით იწყებს — გააფართოოს ოპერაციები, კიდევ უფრო გაამყაროს პოზიციები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და გახსნას ზრდის ახალი შესაძლებლობები იმ ბაზრებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს. ავიაკომპანია გააგრძელებს ინვესტიციებს ოპერაციულ სრულყოფილებაში, ციფრულ ინსტრუმენტებსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს პუნქტუალურობა, მდგრადობა და მომხმარებლის გამოცდილება.

მაღალი მოთხოვნის, მზარდი ფლოტისა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომის ფონზე, Wizz Air მზად არის მოემსახუროს კიდევ უფრო მეტ მგზავრს, იმუშაოს უფრო დიდი მასშტაბით და დაამყაროს ახალი სტანდარტები ეფექტიანობისა და საიმედოობის მიმართულებით ევროპულ ავიაციაში. 2026 წლის მიზანი ნათელია — 2025 წლის მიღწევებზე დაყრდნობით, შექმნას კიდევ უფრო ძლიერი, სანდო და ინოვაციური პლატფორმა 80 მილიონზე მეტი მგზავრისთვის როგორც დამკვიდრებულ, ისე სწრაფად მზარდ ბაზრებზე.

Wizz Air-ის შესახებ


Wizz Air-ი ოპერირებს 259 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. ავიაკომპანია airlineratings.com-ის მიერ დასახელებულია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულია „წლის ავიაკომპანიად” 2019 და 2023 წლებში. ამასთან, კომპანია World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021–2025 წლებში დასახელდა, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია”, ხოლო 2025 წელს ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიერ წარმოდგენილ ძირითად ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში ლიდერობდა ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის წყალობით.