კინოკრიტიკოსები ხშირად ადგენენ წლის საუკეთესო ან ყველაზე ცუდი ფილმების რეიტინგებს, თუმცა არსებობს კატეგორია ფილმებისა, რომლებიც კრიტიკოსების ყურადღების მიღმა უსამართლოდ დარჩნენ. ამჯერად, XXI საუკუნის 20 ყველაზე დაუფასებელი ფილმს წარმოგიდგენთ
1. „სიკვდილის მტკიცებულება“ (Death Proof, 2007)
რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო ტარანტინოს საუკეთესო ნამუშევრების სიაში ამ ფილმს იშვიათად შეხვდებით, თუმცა ეს ეფექტური ბოევიკია, სადაც მეგობარი გოგონების კომპანიას სასტიკ მანიაკთან დაპირისპირება უწევს. ფილმში მკაფიოდ ჩანს ფემინისტური ხაზიც - გარკვეულ მომენტში მსხვერპლი და მონადირე ადგილებს ცვლიან.
2. „ყორანი“ (The Crow, 2024)
რეჟისორი: რუპერტ სანდერსი
რიმეიქებს იშვიათად აფასებენ დადებითად, თუმცა ბილ სკარსგარდის მონაწილეობით გადაღებული „ყორანი“ სანახაობრივი თვალსაზრისით ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდება და მთავარ გმირებს შორის სასიყვარულო ხაზს უფრო აღრმავებს.
3. „99 ფრანკი“ (99 Francs, 2007)

რეჟისორი: იან კუნენი
ფრედერიკ ბეგბედერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს წიგნის მთავარ სათქმელს - მძაფრ სატირას თანამედროვე სამყაროსა და მოხმარების კულტზე.
4. „შესვლა სიცარიელეში“ (Enter the Void, 2009)

რეჟისორი: გასპარ ნოე
ნოეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და გააზრებული ნამუშევარი. ფსიქოდელიური ფორმის მიუხედავად, რეჟისორი მაყურებელს სიკვდილზე, დანაშაულის გრძნობასა და მტკივნეულ მიჯაჭვულობაზე ესაუბრება.
5. „რას ვაკეთებთ ჩრდილში“ (What We Do in the Shadows, 2014)
რეჟისორი: ტაიკა ვაიტიტი
ჯემეინ კლემენტი მომხიბვლელი კომედია ვამპირების რეალურ ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში მემებად დაიშალა, ფილმმა კომერციულად ვერ მიაღწია იმ წარმატებას, რასაც იმსახურებდა.
6. „სამეფო ბრძოლა“ (Battle Royale, 2000)

რეჟისორი: კინძი ფუკასაკუ
ამბავი სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. ტარანტინომ „შიმშილის თამაშების“ ავტორი პლაგიატშიც კი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს იაპონური შედევრი ბევრად უფრო ადრე გამოვიდა, თუმცა ფართო მასებისთვის უცნობი დარჩა.
7. „ბარბაროსი“ (Barbarian, 2022)

რეჟისორი: ზაკ კრეგერი
ერთი შეხედვით რიგითი საშინელებათა ფილმი, რომელიც სინამდვილეში ძალიან ჭკვიანი და არაპროგნოზირებადი კინოა. ის მუდმივად ამსხვრევს მოლოდინებს და იკვლევს ნდობისა და ფსიქოლოგიური ტრავმების საკითხებს.
8. „შავი ყუთი“ (Boîte noire, 2021)

რეჟისორი: იან გოზლანი
ფრანგული დეტექტიური ტრილერი, რომელიც მაყურებელს დაძაბულობაში ბოლო წუთამდე ამყოფებს. პანდემიის გამო მას სათანადო რეკლამა არ ჰქონია, რის გამოც ბევრმა გამოტოვა.
9. „მარტოხელა მგლები“ (Wolfs, 2024)

რეჟისორი: ჯონ უოტსი
ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ერთ ფილმში - ერთი შეხედვით, ეს წლის მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო. მიუხედავად კრიტიკოსების ცივი შეხვედრისა, ფილმი ცოცხალი და იუმორით სავსე გამოდგა.
10. „გადარჩებიან მხოლოდ მოყვარულები“ (Only Lovers Left Alive, 2013)

რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში
უსასრულო სიყვარულზე გადაღებული ჰიპნოზური ფილმი ტილდა სუინტონისა და ტომ ჰიდლსტონის მონაწილეობით. მიუხედავად მაღალი მხატვრული ღირებულებისა, მან ვერცერთი მსხვილი ჯილდო ვერ მოიპოვა.
11. „აფგრეიდი“ (Upgrade, 2018)

რეჟისორი: ლი უონელი
გამომგონებლური ფანტასტიკური ექშენი, რომელიც მცირე ბიუჯეტით არის გადაღებული, თუმცა ვიზუალურად ბევრ ბლოკბასტერს სჯობს. მოულოდნელი ფინალი კი გულგრილს არავის დატოვებს.
12. „გახსოვდეს“ (Memento, 2000)

რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი
ნოლანის გიგანტური პროექტების („დასაწყისი“, „ინტერსტელარი“) ჩრდილში მოექცა ეს გენიალური დეტექტივი ადამიანზე, რომელიც მეხსიერებას მუდმივად კარგავს.
13. „მატარებელი ტყვიასავით“ (Bullet Train, 2022)

რეჟისორი: დევიდ ლიტჩი
კრიტიკოსების აზრი გაიყო, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, დინამიკური და სტილური ბოევიკი, სადაც ბრედ პიტი ბრწყინვალედ თამაშობს.
14. „ის“ (Her, 2013)

რეჟისორი: სპაიკ ჯონზი
2013 წელს სიუჟეტი უცნაურად ჩანდა — შესაძლებელია თუ არა ადამიანს ხელოვნური ინტელექტი შეუყვარდეს? დღეს, როცა ნეიროქსელები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, ფილმი წარმოუდგენლად აქტუალურია.
15. „ბაბილონი“ (Babylon, 2022)

რეჟისორი: დემიენ შაზელი
ქაოსური და ტრაგიკული ოდა ადრეულ ჰოლივუდზე. შაზელმა შექმნა რთული, მულტიჟანრული ნამუშევარი, რომელიც მაყურებელმა და კრიტიკოსებმა უსამართლოდ ცივად მიიღეს.
16. „სუბურბიკონი“ (Suburbicon, 2017)

რეჟისორი: ჯორჯ კლუნი
ფილმი სავსეა არატრივიალური სიუჟეტური შემობრუნებებით და მოკლებულია ჟანრულ კლიშეებს. კრიტიკოსების სიმკაცრე ამ პროექტის მიმართ ნამდვილად გადაჭარბებული იყო.
17. „პალმ-სპრინგსში ჩარჩენილები“ (Palm Springs, 2020)

რეჟისორი: მაქს ბარბაკოვი
შესანიშნავი ფანტასტიკური მელოდრამა „კვერნის დღის“ სტილში. კორონავირუსის გამო ფილმი ფართო გაქირავებაში ვერ მოხვდა, რაც მისი დაბალი შემოსავლების მთავარი მიზეზი გახდა.
18. „რუბი სპარქსი“ (Ruby Sparks, 2012)

რეჟისორი: ვალერი ფერისი
ჯონათან დეიტონი ტკბილ-მწარე ისტორია ახალგაზრდა მწერალზე, რომლის რომანის გმირიც რეალურ ცხოვრებაში გაცოცხლდება. მომხიბვლელი მელოდრამა, რომელიც მასობრივ მაყურებელს გამორჩა.
19. „აგენტები ა.ნ.ქ.ლ.“ (The Man from U.N.C.L.E., 2015)

რეჟისორი: გაი რიჩი
სტილური, მსუბუქი და ამავდროულად დაძაბული შპიონური ექშენი. მიუხედავად იმისა, რომ გაქირავებაში ჩავარდა, ფილმი დიდი სიამოვნებაა ნებისმიერი კინომოყვარულისთვის.
20. „გამორიცხვის მეთოდი“ (The Method of Exclusion, 2025)

რეჟისორი: პაკ ჩჰან-უკი
სამხრეთ კორეელი რეჟისორის ახალი ნამუშევარი, რომელიც ტრილერის, კომედიისა და დრამის საზღვარზე გადის და კინოესთეტებისთვის ნამდვილი საჩუქარია.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია