კოკაინმა სახე დაუშალა, ქირურგებმა კი ხელახლა აუწყვეს - დანიელა ვესტბრუკის შოკისმომგვრელი ტრანსფორმაცია
- 09.02.2026
ბრიტანული საპნის ოპერის, EastEnders-ის ყოფილი ვარსკვლავი, დანიელა ვესტბრუკი, კვლავ ყურადღების ცენტრშია. 52 წლის მსახიობმა დუბაიში მორიგი რთული პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია.

დანიელას სახის რეკონსტრუქციის ხანგრძლივი პროცესი აქვს დაწყებული. ამჯერად მან სახის, ყელისა და წარბების „ლიფტინგთან“ ერთად, ტუჩებისა და ცხვირის ფორმის კორექციაც ჩაიტარა.
რატომ დასჭირდა მსახიობს სახის „აწყობა“?
ვესტბრუკის გარეგნობის ცვლილება არა უბრალოდ ასაკთან ბრძოლა, არამედ წარსულის მძიმე შეცდომების შედეგია. მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას, რამაც მისი სახის ძვლებისა და ხრტილების დაშლა გამოიწვია.

-
დანიელა ნარკოტიკებზე დამოკიდებული 14 წლის ასაკში გახდა.
-
მან კოკაინში 250 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა. მეტიც, ორსულობის დროსაც კი დღეში 5 გრამ კოკაინს მოიხმარდა.

-
ნარკოდამოკიდებულებამ გამოიწვია ცხვირისა და ყვრიმალების ჩამოშლა. მას ცხვირის ძგიდე, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა.

ახალი ცხოვრების იმედი
გასულ ზაფხულს მას ნეკნიდან აღებული ხრტილით ცხვირი აღუდგინეს. ახლა კი, მორიგი ოპერაციების შემდეგ, მსახიობი იმედოვნებს, რომ ძველებურ გარეგნობას დაიბრუნებს და სამსახიობო კარიერასაც განაახლებს.

„დიდი დღეა, მივდივარ ძალიან რთულ ოპერაციაზე სახის აღსადგენად. მინდა, მალე დავუბრუნდე სამუშაოს“, - წერდა ის ინსტაგრამზე ოპერაციის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დანიელას სახე შეშუპებული აქვს და რეაბილიტაციისთვის 9 თვეა საჭირო, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავის ქირურგს, დოქტორ პარვიზ სადიგს მადლობას უხდის.
თემები: პლასტიკური ოპერაციები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია