LIFE

რატომ ვერ გშველით წამწამების დაგრძელება, თუ შინაგან სიმშვიდეს არ ფლობთ

რატომ ვერ გშველით წამწამების დაგრძელება, თუ შინაგან სიმშვიდეს არ ფლობთ

ვერც გარდერობის უსასრულოდ შეცვლა, ვერც თმის ფერის ხშირი ცვლილება, ვერც წამწამების დაგრძელება ვერაფერს სასიკეთოს მოგიტანთ, თუ უფრო მეტს არ ფლობთ, ვიდრე ეს მარტივი ტექნიკებია.

რატომ ხდება რომ ხშირად ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ შემოდის ოთახში და მყისიერად იპყრობს ირგვლივმყოფების ყურადღებას, ზოგი კი თითქოს თვალსა და ხელს შუა ქრება.

რა იზიდავს სინამდვილეში ადამიანებს?

ჭეშმარიტი მიზიდულობა არასდროს არის სილამაზეზე დაფუძნებული. ადამიანებს იზიდავს არა იდეალური სახის ნაკვთები, არამედ ადამიანის მდგომარეობა - მისი სიმშვიდე, სტაბილურობა და მანერები.



თითოეულ ჩვენგანს აქვს ძალიან ზუსტი შინაგანი „ტონომეტრი“. ჩვენ ვხედავთ, როდის ცდილობს ადამიანი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას და როდის არის გულწრფელი და დახვეწილი. სწორედ ეს უკანასკნელი ხდის მას მიმზიდველს, ის ყოველგვარ სიტუაციაში თავდაჯერებული და მშვიდია.

რა არის მაგნეტიზმი?

მაგნეტიზმის პარადოქსი ის არის, რომ როგორც კი ადამიანი ცდილობს ვინმეს ასიამოვნოს, ეფექტი ქრება. ასეთ „მომხიბვლელ“ ადამიანებს ერთი შეხედვით შეუძლიათ სიმპათიის გამოწვევა. ისინი წინასწარ  ირჩევენ სიტყვებს, რათა არავინ გაანაწყენონ. ერთი შეხედვით, ასეთი ადამიანი სასიამოვნოა, მაგრამ როგორც კი შინაგანი სენსორი ირთვება, ვამჩნევთ, რომ ის არ არის გულწრფელი:

დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი სხვა რამეს იტყვის, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით.
„შთაბეჭდილების მოხდენასა“ და „ყურადღების ცენტრში ყოფნას“ შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ჩვენ ყოველთვის გვხიბლავს ის, ვინც გამოირჩევა დახვეწილობით და უშუალობით და არა ის, ვინც ნიღაბს ირგებს საზოგადოებრივი აზრის მოსაპოვებლად.



გახსოვდეთ - ყველას სიამოვნების სურვილი უტყუარი გზაა, რომ არავის მოეწონოთ.

ემოციები და ქარიზმა

მაგნეტიზმის უდიდესი მტერია შფოთვა, ქრონიკული წყენა და მუდმივი წუხილი. შფოთვა ყველაფრის კონტროლის სურვილიდან მომდინარეობს, ასეთ დროს ადამიანი ნერვიული და დაძაბულია.

ასევე რთულია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც ადვილად სწყინს, ასეთთან თითქოს სიტყვებს ირჩევ და ხუმრობას ფილტრავ. მისი განწყობა მერყეობს, ამიტომაც უბრალოდ გსურს ასეთი ადამიანისგან დისტანცირდე.

მიზიდულობა და ქარიზმა ემოციურ სტაბილურობაზეა დაფუძნებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად მშვიდი იყოთ. პირიქით, ადამიანი შეიძლება იყოს გაბრაზებულიც, სევდიანიც და გაღიზიანებულიც, მაგრამ ამითი სხვებს არ უნდა ავნოს.

ჯანსაღი თვითშეფასება და ხალხის მიზიდულობა

ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანმა კარგად იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ის არაფერს მალავს, შეუძლია თავისუფლად ისაუბროს თავის სისუსტეებზე, შიშებსა და შფოთვაზე და სწორედ ეს აღიქმება მის შინაგან ძალად.



ჯანსაღი თვითშეფასება ანიჭებს ადამიანს სიმშვიდეს და შინაგან თავისუფლებას, რაც ასე ხიბლავს გარშემომყოფებს.

რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება მიმზიდველობისთვის?

მთავარი დაბრკოლება არ არის გარეგნობა, შემოსავალი ან იდეალური კარიერის არარსებობა; ყველაზე დიდი დაბრკოლებებია:

- საზოგადოებრივი აზრის შიში
- უარყოფის შიში
- სიყვარულის დამსახურების ჩვევა

- ბავშვობიდანვე პირობითი სიყვარულის გამოცდილება, როდესაც მხოლოდ „თუ მოხერხებული, მშვიდი, წარმატებული და მორჩილი იყავი“ გღებულობდნენ.

ბავშვი, რომელსაც მხოლოდ უმაღლესი შეფასებებისა და კარგი ქცევის გამო უყვარდათ, ზრდასრულობაშიც აგრძელებს გარშემომყოფებისგან აღიარების მიღებას, ხოლო ადამიანი, რომელიც ბავშვობაში უფროსების აზრს ეყრდნობოდა, კოლეგებისა და მეგობრების მოწონებას ეძებს.

მაგნიტიზმს ვერასდროს ისწავლით მეტყველების ტრენინგებით ან სამსახიობო გაკვეთილებით. ამის მიღწევა მხოლოდ თვითგანვითარებით შეიძლება, რაც თქვენს გარშემო საინტერესო და უსაფრთხო გარემოს ქმნის. გამოცდილება კი აჩვენებს, რომ საზოგადოება ყოველთვის იზიდავს ასეთ ადამიანებს, მთავარია გახსოვდეთ: ყოველთვის, ყველა სიტუაციაში იყავით ნამდვილი და მხოლოდ საკუთარი თავი.