LIFE

დაძაბულობა ოსკარზე: ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერს „ცივად“ შეხვდა - რას ამბობს ჟესტების ენის ექსპერტი?

დაძაბულობა ოსკარზე: ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერს „ცივად“ შეხვდა - რას ამბობს ჟესტების ენის ექსპერტი?

2026 წლის „ოსკარის“ დაჯილდოება მხოლოდ კინოსამყაროს ტრიუმფით არ ყოფილა გამორჩეული. სოციალურ ქსელებში ნამდვილი ვირუსული ქარიშხალი გამოიწვია ვიდეომ, სადაც ტიმოთი შალამეს და, პოლინი, ძმის მეგობარ გოგონას, კაილი ჯენერს, საკმაოდ ცივად და უხერხულად ესალმება.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლინი „ოსკარზე“ ნომინირებულ ძმას ესაუბრებოდა, მათ უკან მჯდომმა კაილიმ კი მისალმება და ჩახუტება გადაწყვიტა.

„უარყოფის ჟესტი“ – რას ხედავს ექსპერტი?

ჟესტების ენის ექსპერტმა, სიუზან კონსტანტინემ, ეს ინტერაქცია დეტალურად გააანალიზა და დასკვნები არცთუ ისე სასიამოვნოა:

  • ექსპერტის თქმით, პოლინის სხეულის ენა „დამამცირებელი და არაგულწრფელი“ იყო.

  • კონსტანტინე აღნიშნავს, რომ პოლინი აშკარად ყოყმანობდა, სანამ კაილის გადაეხვეოდა, თავად ჩახუტება კი „ფეიკი“ და ნაძალადევი ჩანდა.

  • ექსპერტის აზრით, კაილიმ გულწრფელი ინტერესი გამოიჩინა, თუმცა პოლინმა ის „სწრაფად მოიშორა“ და მალევე სხვა მხარეს შებრუნდა.

სოციალური ქსელების რეაქცია: „დას არ მოსწონს კაილი“

ვიდეოს გავრცელებას ინტერნეტმომხმარებლების ათასობით კომენტარი მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ პოლინ შალამე კოსმეტიკური მაგნატის მიმართ სიმპათიით არ არის განწყობილი:

„ეს იყო ყველაზე ყალბი ინტერაქცია, რაც კი ოდესმე მინახავს“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

თუმცა, გამოჩნდნენ კაილის დამცველებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პოლინი უბრალოდ მორცხვია და ხალხი ყველაფერში დრამას ეძებს.

ძველი უთანხმოება თუ უბრალო დამთხვევა?

ჭორები პოლინისა და კაილის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2025 წელს გავრცელდა, როდესაც ტიმოთის დამ სოციალურ ქსელში მილიარდერების მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს პირდაპირი დარტყმა იყო კაილიზე, რომელიც Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი (ტიმოთი და კაილი) 2023 წლიდან ერთად არის და პოლინი რამდენჯერმე კაილის ბრენდის ღონისძიებაზეც შენიშნეს, „ოსკარის“ კადრებმა ეჭვები კვლავ გააღვივა.

ტიმოთი შალამეს კრახი და კაილი ჯენერის უხერხული ღიმილი: რატომ დარჩა „ოსკარის“ მთავარი ფავორიტი ჯილდოს გარეშე?