LIFE

ეპშტეინის სკანდალი პრინცესების ოჯახებს ანგრევს: რატომ გარბიან ბეატრისისა და ევგენიას ქმრები?

ეპშტეინის სკანდალი პრინცესების ოჯახებს ანგრევს: რატომ გარბიან ბეატრისისა და ევგენიას ქმრები?

ჯეფრი ეპშტეინის საქმე ნამდვილ წყევლად იქცა იორკელების ოჯახისთვის. სკანდალმა, რომელმაც პრინც ენდრიუს რეპუტაცია სამუდამოდ დაასამარა, ახლა უკვე მისი ქალიშვილების - ბეატრისისა და ევგენიას პირადი ბედნიერება დააყენა დარტყმის ქვეშ.

ბრიტანული მედია აქტიურად წერს, რომ პრინცესების მეუღლეები საკუთარი ბიზნესისა და სახელის გადასარჩენად რადიკალურ ზომებს მიმართავენ, რაც მათ ქორწინებაში სერიოზულ ბზარებს აჩენს.

პრინცესა ბეატრისი და "დისტანციური" ქორწინება

ყველაზე მეტად დარტყმა უფროს დაზე, ბეატრისზე აისახა. მას შემდეგ, რაც პრინცი ენდრიუ დააკავეს, მისი სიძე, ბიზნესმენი ედოარდო მაპელი-მოცი, პრაქტიკულად გაიქცა. მან დიდი დრო ამერიკაში, ფლორიდაში გაატარა, სანამ ბეატრისი ლონდონში შვილებთან ერთად მარტო იცდიდა.

ინსაიდერების თქმით, წყვილს შორის დაძაბულობის მიზეზი ბეატრისის ლოიალობაა - პრინცესა უარს ამბობს მშობლებთან კავშირის გაწყვეტაზე, ედოარდოს კი არ სურს, რომ მისი წარმატებული ბიზნესი "ეპშტეინის ჩრდილმა" დააზიანოს.

"ჩემი ბიზნესი ჩემს ოჯახზე წინ დგას"

მსგავსი სურათია პრინცესა ევგენიას ოჯახშიც. მისი მეუღლე, ჯეკ ბრუკსბენკი, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ბიზნესს ფლობს, ღიად აცხადებს, რომ აღარ აპირებს ცოლის მშობლების გამო საზოგადოების სამიზნე გახდეს.

"ის ერთგულია ცოლისა და შვილების მიმართ, მაგრამ მან ბევრი იშრომა ბიზნესის ასაწყობად და არ დაუშვებს, რომ სხვისმა სკანდალებმა მისი შრომა წყალში გადაყაროს", -  აცხადებს წყვილთან დაახლოებული პირი.



სარა ფერგიუსონის "საცხოვრებელი კრიზისი"

დრამას ამწვავებს პრინცესების დედის, სარა ფერგიუსონის მდგომარეობაც. მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზმა მას და ენდრიუს სამეფო რეზიდენციის (Royal Lodge) დატოვება უბრძანა, სარა უსახლკაროდ დარჩა.

როგორც ირკვევა, ევგენია და მისი ქმარი კატეგორიულ წინააღმდეგი არიან სარას მათთან გადასვლის. მიზეზი მარტივია: მასთან ერთად ცხოვრება რთულია, მისი იქ ყოფნა კი ზედმეტ, არასასურველ ყურადღებას იზიდავს.

იზოლაცია და აკრძალვები

სამეფო სასახლემ დებს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა - მათ აეკრძალათ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება, როგორიცაა Royal Ascot. ბეატრისი და ევგენია, რომლებიც ადრე ბრწყინავდნენ სამეფო წვეულებებზე, ახლა იძულებულნი არიან ჩრდილში დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ დები ამ დრომდე საჯარო კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ ისინი "უკიდურესად დამცირებულად" გრძნობენ თავს იმ კადრების გამო, რომლებიც მათი მამის ეპშტეინთან კავშირს ადასტურებს.