LIFE

ოპერის დივა და მილიარდერი: თანამედროვე ბერძნული ტრაგედია და სასიყვარულო სამკუთხედი

ოპერის დივა და მილიარდერი: თანამედროვე ბერძნული ტრაგედია და სასიყვარულო სამკუთხედი

არისტოტელე ონასისი ცნობილი ფიგურა იყო. ბერძენ მილიარდერსა და გემთმშენებელს ორი რამ უყვარდა: ქალები და ფული. არისტოტელე არ იყო სიმპათიური, მაგრამ ფლობდა წარმოუდგენელ ხიბლს, რაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ჭკუას აკარგვინებდა.



ონასისმა არაერთი ქალის გული მოინადირა, მაგრამ ბოლომდე მისი ერთგული მხოლოდ ოპერის დივა დარჩა, ამ უკანასკნელს გაგიჟებით უყვარდა და მზად იყო მისთვის ყველაფერი გაეღო.
მათ ერთმანეთი 1957 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს, არისტოტელემ მაშინვე აღნიშნა ოპერის მომღერლის სილამაზე და სთხოვა, მის გვერდით დამჯდარიყო. მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში, სადაც არ უნდა წასულიყო, ბერძენი მილიარდერი თითქოს ჯადოსნურად, მის გვერდით ჩნდებოდა.

მარია ცნობილი მამაკაცის ასეთი ყურადღებით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ის მაღალი ზნეობის ქალი იყო, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ამ ცდუნებისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

კრუიზი, რომელმაც მარია კალასის ცხოვრება შეცვალა

ერთ დღეს ონასისმა დორჩესტერში მარიას პატივსაცემად გრანდიოზული წვეულება მოაწყო, დასასრულს შესთავაზა მასთან ერთად გაევლო კრუიზზე მისი ბრწყინვალე იახტით, „კრისტინათი“, ქმრის უკმაყოფილების მიუხედავად, მარია დათანხმდა.



არისტოტელესა და მარიას გარდა, სამკვირიან მოგზაურობაში უინსტონ ჩერჩილი, მისი მეუღლე და ქალიშვილი და მრავალი სხვა ბერძენი, ამერიკელი და ბრიტანელი ცნობილი ადამიანიც გაემგზავრნენ. მოგზაურობას კალასის ქმარი და ონასისის ცოლი და შვილებიც შეუერთდნენ, ამიტომ ყველა შემდგომი მოვლენა მათ თვალწინ განვითარდა.
მარია გემზე ყოფნისას დაუახლოვდა ონასისს და აღიარა კიდეც, რომ ეს იყო მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.

სასიყვარულო სამკუთხედი

მოგზაურობის ბოლოს გაირკვა, რომ მილიარდერის ორივე ქორწინება დანგრევის პირას იყო, მარია მოულოდნელად სასიყვარულო სამკუთხედში ჩაება. ერთ მხარეს იყო ონასისის მეუღლე, ხოლო მეორე მხარეს მილიარდერის ახალი სასიყვარულო ობიექტი, არც მეტი, არც ნაკლები -ჟაკლინ კენედის და, კაროლინ ლი რადზივილი იყო.

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კალასის ყველა ახირება თვალის დახამხამებაში სრულდებოდა.

არისტოტელეს შეეძლო კვირების განმავლობაში გამქრალიყო. მარია სახლში იჯდა და ელოდა. ღელავდა და ტიროდა, ფიქრობდა, რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა. ხოლო როდესაც ის თითქმის იმედს კარგავდა, ის დაურეკავდა, მდიდრულ თაიგულს და მანქანას უგზავნიდა. შემდეგ კი დივა ისევ ბედნიერი ხდებოდა, მისი ყოველი დაბრუნება თაფლობის თვეს ჰგავდა.

საბოლოოდ, ონასისის ცოლი ოფიციალურ განქორწინებას დაჟინებით მოითხოვდა. არისტოტელე თავისუფალი იყო, მაგრამ ამჯერად - არა მარიასთვის, მისი გული კაროლინს დაეპყრო.

შეწყვეტილი ორსულობა და...

1967 წელს მარიამ შეიტყო, რომ შვილს ელოდა. ის 43 წლის იყო და ეს მისი პირველი ორსულობა იყო. მხოლოდ იმის გაფიქრებაც კი, რომ პირველი შვილი იმ მამაკაცისგან ეყოლებოდა, რომელიც უყვარდა, ბედნიერებით ავსებდა, თუმცა, არისტოტელეს რეაქციამ შოკში ჩააგდო. „რატომ უნდა მინდოდეს კიდევ ერთი შვილი? მე უკვე ორი მყავს“ - ცივად უპასუხა მან.

მარიამ აბორტი გაიკეთა. 1968 წლის 20 ოქტომბერს მომღერალმა მიიღო ის ამბავი, რისიც ყოველთვის ყველაზე მეტად ეშინოდა. არისტოტელეს ერთ-ერთმა ასისტენტმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მილიარდერი და ჯეკი კენედი ქორწინდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მარია იმ მომენტში თავს დამცირებულად გრძნობდა, ღირსეულად იქცეოდა. ის პრესისგან შორს იდგა.



ხუთიოდე თვის შემდეგ არისტოტელე კვლავ გამოჩნდა მარიას ცხოვრებაში. ის უკვე იმედგაცრუებული იყო ჯეკით და მათი ურთიერთობით და მისი ბიზნეს გეგმები ამერიკაში მოლოდინებს ვერ ამართლებდა. მილიარდერი პრაქტიკულად მომღერლის ბინის გარეთ ელოდა და ყვავილებით ამკობდა და მარიამ აპატია, რადგან თავდავიწყებით უყვარდა.

1973 წლის ტრაგედია

1973 წელს საშინელი მოვლენა მოხდა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მილიარდერის ცხოვრება - მისი ერთადერთი ვაჟი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ონასისმა ცხოვრების აზრი დაკარგა. ერთადერთი ქალი, რომელიც იმ დროს მას უჭერდა მხარს, მარია კალასი იყო.



პლანეტის ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა და 1975 წელს პარიზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საყვარლის გარდაცვალების შემდეგ, მარიამ სრულიად შეწყვიტა პარიზის ბინიდან გასვლა. იგი 1977 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოფიციალურ დასკვნაში გარდაცვლების მიზეზად გულის შეტევა ეწერა.