სამეფო ოჯახის ახალი სკანდალი: რა უწოდა პრინცმა ენდრიუმ მეგან მარკლს და რატომ დაიძაბა ურთიერთობა ჰარისთან?
- 27.03.2026
ბრიტანეთის სამეფო კარზე სიმშვიდე ისევ დაირღვა. ტომ ბოუერის ახალმა სკანდალურმა წიგნმა - „ღალატი: ძალაუფლება, სიცრუე და ბრძოლა სამეფო ოჯახის მომავლისთვის“ - საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყრო უინძორებსა და სასექსებს შორის არსებულ უფსკრულს.
უხერხული მგზავრობა და „ოპორტუნისტი“ მეგანი
წიგნში აღწერილია 2023 წლის მაისის კადრი, როდესაც მეფე ჩარლზის კორონაციაზე პრინცი ჰარი და მისი ბიძა, პრინცი ენდრიუ, ვესტმინსტერის სააბატოში ერთი მანქანით მივიდნენ.

როგორც ირკვევა, მანქანაში ცივი სიჩუმე სუფევდა. მიზეზი? გავრცელებული ინფორმაციით, ენდრიუმ მეგან მარკლს დამცინავად „ოპორტუნისტი“ (ანგარებიანი) უწოდა. ავტორის თქმით, ბიძასა და ძმისშვილს შორის ურთიერთობა დიდი ხანია გაფუჭებულია, რასაც ენდრიუს მხრიდან მეგანის მუდმივი კრიტიკა ამწვავებდა.
სასექსების მკაცრი პასუხი: „ეს ფიქსაციაა და არა კრიტიკა“
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის წარმომადგენლებმა წიგნში მოყვანილ ფაქტებს „აბსურდული“ უწოდეს. მათ განაცხადეს, რომ ავტორი დიდი ხანია გასცდა ობიექტურობის ზღვარს და მისი დამოკიდებულება წყვილის მიმართ „ავადმყოფურ ფიქსაციაში“ გადაიზარდა.
„ტომ ბოუერმა კარიერა იმ ადამიანებზე შეთხზული თეორიების აგებით შექმნა, რომლებსაც პირადად არც კი იცნობს. ვისაც ფაქტები აინტერესებს, სხვაგან უნდა ეძებოს, ხოლო ვისაც შეთქმულების თეორიები და მელოდრამა სურს - იცის, სად იპოვოს ის,“ - ნათქვამია წყვილის განცხადებაში.
პრინცი ენდრიუს სკანდალური რეპუტაცია
წიგნი მხოლოდ მეგანით არ შემოიფარგლება. ავტორი იხსენებს ენდრიუს სხვა „უხეშ“ გამოხტომებსაც. მაგალითად, როგორ დასცინა მან ვარშავაში ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს ფიზიკური ნაკლის გამო ბიზნესმენების თანდასწრებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის რთულ ხასიათს.

პატიმრობა და გაწყვეტილი კავშირები
შეგახსენებთ, რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც სულ ცოტა ხნის წინ პრინცი ენდრიუ სანდრინგემში რამდენიმე საათით დააპატიმრეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
სამეფო ექსპერტების თქმით, არც უილიამი და არც ჰარი ბიძის მიმართ სიმპათიით არასდროს გამოირჩეოდნენ. პრინცი უილიამი ენდრიუს „უმეცრადაც“ კი მოიხსენიებდა.
თემები: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი