LIFE

8 ტოქსიკური წყვილი 2000-იანი წლების სატელევიზიო შოუებიდან, რომლებსაც ნამდვილად არ უნდა მიბაძოთ

8 ტოქსიკური წყვილი 2000-იანი წლების სატელევიზიო შოუებიდან, რომლებსაც ნამდვილად არ უნდა მიბაძოთ

2000-იანი წლების სატელევიზიო შოუები ცნობილია კარგი იუმორით, სიკეთითა და სითბოთი. ბევრი მათგანი კლასიკაა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შოუები ბევრ დადებით გაკვეთილს გვთავაზობს, ბევრ მათგანს ერთი სერიოზული ნაკლი აქვს: არაჯანსაღი ურთიერთობების რომანტიზაცია.

TREND გთავაზობთ 8 ყველაზე ხმაურიან წყვილს, რომლითაც შესაძლოა აღფრთოვანდეთ, მაგრამ არ გირჩევთ მიბაძოთ მათ.

ჩაკ ბასი და ბლერ უოლდორფი - “ჭორიკანა გოგო”



ჩაკ ბასი და ბლერ უოლდორფი ტოქსიკური ურთიერთობის განსახიერებაა: ორი განებივრებული და ბავშვური მოზარდი, რომელთა ვნებიანი კამათი ექვსი სეზონის განმავლობაში მილიონობით მაყურებელს იპყრობდა.

ჩაკი და ბლერი გამუდმებით თამაშობდნენ ერთმანეთის ემოციებს, იბრძოდნენ ძალაუფლებისა და კონტროლისთვის ურთიერთობაში. მათ სინამდვილეში ძალიან ბევრი უხერხული მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, როდესაც ჩაკმა ბლერი სასტუმროში გაცვალა, როგორც მესამე სეზონში ბიძა ჯეკთან გარიგების ნაწილი. გოგონამ მაინც აპატია მას. გულშემატკივრები მათ წარმოუდგენლად ლამაზ და იდეალურ წყვილად თვლიდნენ.

დინ ფორესტერი და რორი გილმორი - “გილმორის გოგონები”

მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგ რორიმ დინს უთხრა, რომ ის იყო „საუკეთესო ბიჭი, ვინც კი ოდესმე ჰყოლია“, მათი ურთიერთობა შორს იყო იდეალურისგან.



დინი დაშორდა რორის, როდესაც ის მზად არ იყო სანაცვლოდ ეთქვა „მიყვარხარ“; რორიმ დინს ჯესთან უღალატა, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა სხვა ბიჭზე შეყვარებულობას, იმის ნაცვლად, რომ გულწრფელად ემოქმედა და დაშორებოდა; დინი ამბობდა, რომ რორის სწავლა არ აინტერესებდა, როდესაც ის ჰარვარდის სააპლიკაციო წერილის გამო სტრესში იყო და ამის გამო პაემანი გააუქმა. როდესაც მათ პირველი ინტიმური შეხვედრა ჰქონდათ, დინი ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო.

ტედ მოსბი და რობინ შერბაცკი - “როგორ შევხვდი დედათქვენს”

ტედ მოსბისა და რობინ შერბაცკის ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო. პირველივე პაემანზე ტედმა უთხრა რობინს, რომ უყვარდა, რაც ჯესმა სამართლიანად „საფრთხის ნიშნად“ მიიჩნია. შემდეგ, მთელი შოუს განმავლობაში, რომანი არათანმიმდევრულად იცვლებოდა.



მაგალითად, პირველი სეზონის ბოლოს რობინმა ტედი დაპატიჟა, რადგან იცოდა, რომ სხვასთან დისტანციურ ურთიერთობაში იყო და იმედოვნებდა, რომ მას დაიბრუნებდა. ტედი დანებდა და უღალატა, რობინს მოატყუა და ამტკიცებდა, რომ დიდი ხნის წინ დაშორდა. შეყვარებულებს ცხოვრებისეული შეხედულებებიც განსხვავებული ჰქონდათ: ტედს სურდა ოჯახის შექმნა, რობინი კი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ კარიერა იტაცებდა. მოკლედ, ეს არ იყო არა თუ კარგი წყვილი, არამედ რაღაც კატორღა.

როს გელერი და რეიჩელ გრინი - „მეგობრები“

როსი განებივრებული ბავშვია მშობლების ზემზრუნველობით, რეიჩელი კი ქალია, რომელსაც ბავშვობიდან ასწავლეს, რომ მისი ცხოვრების აზრი წარმატებულ ქორწინებაში იმალებოდა.

წყვილი მუდმივად ეჭვიანობდა ერთმანეთზე და სრულიად უუნარო იყო კომუნიკაციაში, დასკვნებს საკუთარი ვარაუდების საფუძველზე აკეთებდნენ, რაც დაუცველობით იყო განპირობებული.



მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა ხშირად ტკბილი და რომანტიკული იყო, ის იდეალური არ ყოფილა. რეიჩელი მუდმივად ეჯიბრებოდა როსს და ნებისმიერი შერიგება, რომელიც მათ კამათის შემდეგ ჰქონდათ, ან ნასვამ მდგომარეობაში იყო, ან მეგობრების მიერ იყო ინიცირებული.

რაიან ჰოვარდი და კელი კაპური - „ოფისი“

„ოფისის“ სიუჟეტი უფრო მეტად სამუშაო სიტუაციებზეა ფოკუსირებული, ვიდრე რომანტიკაზე, მაგრამ მასში ასევე ტოქსიკური წყვილი იყო წარმოდგენილი, მათი რომანი ემოციურ ატრაქციონებზე იყო აგებული.



ერთ დროს კელიმ ორსულობა მოიტყუა, რათა რაიანი შეენარჩუნებინა. მოგვიანებით, ჰოვარდმა ყველაფერი გააკეთა კელისა და დერილ ფილბინის ურთიერთობის გასაფუჭებლად - და როგორც კი მათ შორის ჩხუბი გამოიწვია, მყისიერად დაკარგა ინტერესი და სრულიად უგულებელყო იგი. ისინი ტოქსიკურები იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დრამა სიამოვნებდათ.

ბრუკ დევისი და ლუკას სკოტი - One Tree Hill

ბრუკ დევისი და ლუკას სკოტი 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე რთული სატელევიზიო წყვილი იყო. ის ფაქტი, რომ ლუკასი შეყვარებული იყო ბრუკის საუკეთესო მეგობარ პეიტონზე, რომელთანაც ის არაერთხელ ღალატობდა, თუ ის ფაქტი, რომ ისინი მუდმივად შეურაცხყოფდნენ ერთმანეთს და ადარებდნენ სხვებს?



არის კიდევ ერთი საშინელი მომენტი, რომელმაც მილიონობით მაყურებელს გული დაწყვიტა: ბრუკს ეგონა, რომ ორსულად იყო და გაბრაზებულმა შეადარა ლუკასი მის მკვდარ მამას, რაზეც ლუკასმა ჰკითხა: „დარწმუნებული ხარ, რომ ბავშვი ჩემია?“

რამდენიმე დღის შემდეგ, ბრუკმა გადაწყვიტა ლუკასისთვის საპირისპირო მიმართულებით წასულიყო: მან უთხრა, რომ ორსულად იყო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ახლახან დაურეკა და უთხრა, რომ ასე არ იყო. სხვათა შორის, ეს ყველაფერი პირველ სეზონში მოხდა, როდესაც მათი „ტოქსიკური“ რომანი ახალი დაწყებული იყო.

პრესტონ ბურკი და კრისტინა იანგი - “გრეის ანატომია”

თავიდანვე, კრისტინა იანგის და პრესტონ ბურკის რომანი იდეალური არ იყო. ის ქირურგიის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ სანამ სტაჟიორად დაიწყებდა მუშაობას, მათ შორის ძალთა ბალანსი ყოველთვის დარღვეული იყო და ურთიერთობის განვითარებასთან ერთად ეს სულ უფრო აშკარა ხდებოდა. ორი კარიერისტი მუდმივად ეჯიბრებოდა ერთმანეთს და რეგულარულად სწირავდნენ თავიანთი ურთიერთობის კეთილდღეობას.



მათი უთანხმოება როგორც მცირე, ისე დიდ საკითხებში გამოიხატებოდა: მაგალითად, როდესაც ბურკმა ხელი სთხოვა, კრისტინამ მაშინვე დაჟინებით მოითხოვა პატარა ქორწილი. მისი თხოვნები უგულებელყვეს და პრესტონმა მაინც განაგრძო მდიდრული ცერემონია, საყვარელი ადამიანის სურვილის საწინააღმდეგოდ. საბოლოოდ, მან საერთოდ მიატოვა იგი და კრისტინა საკურთხეველთან მარტო დატოვა. მიუხედავად ამისა, შოუს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, რადგან ზოგიერთისთვის დაპირისპირება ვნებას აძლიერებს.

კერი ბრედშოუ და მისტერ ბიგი - "სექსი დიდ ქალაქში"

ბოლოს შემოვინახეთ, ალბათ, ყველა "წითელი დროშიდან" ყველაზე "წითელი დროშა" - წყვილი მისტერ ბიგი და კერი ბრედშოუ "სექსი დიდ ქალაქში"-დან. შეუძლებელია იმ შემთხვევების დათვლა, როდესაც ეს ორი ერთმანეთს ცუდად მოექცა: უბრალოდ გაიხსენეთ სცენა შეწყვეტილი ქორწილიდან, სადაც კერი ბიგს ყვავილების თაიგულით გზის შუაგულში ურტყამს.



ამ წყვილს ადვილად შეიძლება ვუწოდოთ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი: წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის სტრესის რაოდენობა უბრალოდ რეკორდულია. ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, რომ კერი და ბიგი ორი ნარცისისტის წყვილია, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე და კეთილდღეობაზე ზრუნავენ.