პრინცესა შარლოტა 11 წლის გახდა: უელსის პრინცმა და პრინცესამ ახალი ფოტო გამოაქვეყნეს
- 02.05.2026
დღეს, 2 მაისს, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ერთადერთი ქალიშვილი, პრინცესა შარლოტა, 11 წლის იუბილეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, ამ დღესთან დაკავშირებით, სამეფო ოჯახმა ახალი პორტრეტი გაუზიარა საზოგადოებას.
კორნუოლის გაზაფხული და ახალი იმიჯი
ფოტოზე, რომელიც კორნუოლის თვალწარმტაც ბუნებაში, გვირილების ფონზეა გადაღებული, პრინცესა საგრძნობლად შეცვლილი და გაზრდილი ჩანს. ფანებმა განსაკუთრებული ყურადღება მის თმას მიაქციეს - შარლოტას ყავისფერი თმა წელს რეკორდულად გრძელია.

ფოტოზე პრინცესას ზოლებიანი ნაქსოვი ჯემპრი, ცისფერი საყელოიანი პერანგი და მუქი ლურჯი ჯინსი აცვია. კადრი აღდგომის დღესასწაულზე, ფოტოგრაფ მეტ პორტეუსის მიერაა დაფიქსირებული.
სამეფო ტრადიციები
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პორტრეტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ 11 წლის შარლოტა სულ უფრო მეტად ემსგავსება მამას, პრინც უილიამს.
რაც შეეხება დაბადების დღის აღნიშვნას, პრინცესა ამ დღეს ოჯახურ გარემოში, მშობლებთან და ძმებთან - 12 წლის ჯორჯთან და 8 წლის ლუისთან ერთად ატარებს.

სავარაუდოდ, შარლოტას წელსაც დედის ხელით მომზადებული ტორტი ელის. ქეით მიდლტონმა ადრე აღნიშნა, რომ შვილების დაბადების დღეებზე ტორტებს ყოველთვის თავად აცხობს და ხშირად შუაღამემდე რჩება სამზარეულოში ამ ტკბილი ტრადიციის შესასრულებლად.

დატვირთული სადღესასწაულო კვირა
უელსის ოჯახისთვის მაისის დასაწყისი განსაკუთრებით დატვირთულია:
-
23 აპრილი: პრინც ლუისის დაბადების დღე.
-
29 აპრილი: უილიამისა და ქეითის ქორწინების 15 წლის იუბილე.
-
2 მაისი: პრინცესა შარლოტას დაბადების დღე.
შეგახსენებთ, რომ პრინცესა შარლოტა 2015 წლის 2 მაისს დაიბადა. მისი სრული სახელი - შარლოტა ელისაბედ დიანა - სიმბოლურია და პატივს მიაგებს მის პაპას (მეფე ჩარლზს), დიდ ბებიას (დედოფალ ელისაბედ II-ს) და უილიამის განსვენებულ დედას, პრინცესა დიანას.
თემები: პრინცესა შარლოტა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია