მშობლები

53 წლის კამერონ დიასი მესამე შვილის დედა გახდა: ვინ არის პატარა ნაუტასი?

53 წლის კამერონ დიასი მესამე შვილის დედა გახდა: ვინ არის პატარა ნაუტასი?

ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მუსიკოს ბენჯი მედენის ოჯახში მატებაა. წყვილს მესამე შვილი შეეძინა, რის შესახებაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მამამ გაავრცელა.

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო წყვილმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა. 53 წლის კამერონ დიასს და 47 წლის ბენჯი მედენს ვაჟი შეეძინათ. პატარას სახელიც უკვე ცნობილია - მშობლებმა მას ნაუტას მედენი დაარქვეს.

სიმბოლური სახელი და საოჯახო ტრადიცია

ბენჯი მედენმა სასიხარულო ამბავი ინსტაგრამის საშუალებით გააზიარა, სადაც გემის გამოსახულება გამოაქვეყნა. ეს შემთხვევითი არ არის: სახელი „ნაუტასი“ ლათინური სიტყვა, რაც ქართულად „მეზღვაურს“ ან „მენავეს“ ნიშნავს.

„ჩვენ ბედნიერები და აღელვებულები ვართ. თავს დალოცვილად ვგრძნობთ, როდესაც ჩვენი მესამე შვილის დაბადებას გატყობინებთ“, - წერს მედენი.

კამერონ დიასის „მრავალშვილიანი“ ბედნიერება

„ნიღბის“ ვარსკვლავმა წლების წინ კარიერაში პაუზა სწორედ ოჯახის გამო აიღო. კამერონისთვის და ბენჯისთვის ეს მესამე შვილია. წყვილის უფროსი ქალიშვილი, რედიქსი, 2019 წელს დაიბადა, ხოლო 2024 წლის მარტში მათ ვაჟი - კარდინალი შეეძინათ.

მსახიობი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ გაცნობიერებულმა დედობამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და ეს მისთვის ყველაზე ბედნიერი ეტაპია.

ფიქრები ასაკსა და ენერგიაზე

მიუხედავად დიდი სიხარულისა, მსახიობი გულახდილად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რაც გვიან ასაკში დედობას ახლავს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, დიასმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს:

ის ამბობს რომ უნდა 107 წლამდე უნდა იცოცხლოს, რომ შვილების გვერდით იყოს.

„სხვა დედები ჩემზე 20 წლით უმცროსები არიან, ამიტომ ორმაგი ენერგია მჭირდება. მინდა ჩემი შვილებისთვის ვიყო აქტიური და სიცოცხლით სავსე დედა“.

სიყვარულის ისტორია

კამერონ დიასი და ბენჯი მედენი 2014 წლიდან არიან ერთად. მათი ქორწინება ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ჰარმონიულ კავშირად ითვლება. წყვილი ცდილობს შვილები საჯაროობისგან დაიცვას და მათ მშვიდი, ოჯახური გარემო შეუქმნას.