ქეით მიდლტონის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი დიაგნოზიდან 3 წლის შემდეგ - რას გეგმავს უელსის პრინცესა?
- 07.05.2026
დიაგნოზის დასმიდან ორი წელი გავიდა და ქეით მიდლტონი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. პრინცესა, რომელიც ამჟამად რემისიის სტადიაშია, კიდევ ერთ სერიოზულ ნაბიჯს დგამს:
ბოლო 3.5 წლის განმავლობაში ის პირველად გაემგზავრება საზღვარგარეთული ტურნეთი და ამას მეუღლის, პრინცი უილიამის გარეშე გააკეთებს.
ვიზიტის დეტალები: იტალიური ტური
კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, ქეთრინი იტალიას 13-14 მაისს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ქალაქ რეჯო-ემილიას ესტუმრება. პრინცესას ინტერესის სფერო კვლავ ბავშვთა ადრეული განვითარება და სკოლამდელი განათლებაა.
„პრინცესა ჩრდილოეთ იტალიას 13 მაისს ეწვევა. ეს ვიზიტი სამეფო ფონდის ადრეული ბავშვობის ცენტრისთვის (Centre for Early Childhood) მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ორგანიზაცია საქმიანობას საერთაშორისო დონეზე აფართოებს“, — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
რატომ არის ეს თემა პრინცესასთვის პრიორიტეტული?
ქეით მიდლტონი წლებია აქტიურად ლობირებს ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებს. ხუთი წლის წინ მან დააფუძნა სპეციალური ცენტრი, ცოტა ხნის წინ კი აამოქმედა ონლაინ პლატფორმა Foundations for Life, რომელიც დაკავებულ მშობლებს შვილების სოციალურ და ემოციურ განვითარებაში ეხმარება.
როგორც სამი შვილის დედა (12 წლის ჯორჯი, 11 წლის შარლოტა და 8 წლის ლუი), პრინცესა პირადად არის დაინტერესებული ამ სფეროს ინოვაციებით.
გზა გამოჯანმრთელებისკენ
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისში პრინცესას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და საერთაშორისო ვიზიტის გამოტოვება მოუხდა. 2025 წლის იანვარში მან საზოგადოებას ახარა, რომ რემისიის ფაზაში გადავიდა.
იტალიაში დაგეგმილი ეს ვიზიტი სიმბოლური დასტურია იმისა, რომ ქეთრინი ძალებს სრულად აღიდგენს და მზად არის დაუბრუნდეს თავის მონარქიულ მოვალეობებს სრული დატვირთვით.
თემები: ქეით მიდლტონი