LIFE

„თავი საშინლად ვიგრძენი, თითქოს რაღაცას ვაკლებდი ცხოვრებას“ - რატომ თქვა სკარლეტ იოჰანსონმა უარი „ინსტაგრამზე“

„თავი საშინლად ვიგრძენი, თითქოს რაღაცას ვაკლებდი ცხოვრებას“ - რატომ თქვა სკარლეტ იოჰანსონმა უარი „ინსტაგრამზე“

ოდესმე დაგიჭერიათ საკუთარი თავი იმაში, რომ სრულიად უცხო ადამიანის „ინსტაგრამს“ ათვალიერებთ და უცებ ხვდებით, რომ მის შესახებ ყველაფერი იცით? - სწორედ ამ განცდაზე საუბრობს ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი, რომლის ძველი ინტერვიუც ახლა ინტერნეტში ხელახლა ვირუსულდება.


მიზეზი მარტივია: დღეს იმაზე მეტი ადამიანი გრძნობს სოციალური ქსელებით გამოწვეულ შფოთვას, ვიდრე ოდესმე.

მსახიობმა გულახდილად აღიარა, რომ მისი ფსიქიკა სოციალური მედიისთვის ზედმეტად მყიფეა.

„სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი“ - 20-წუთიანი ილუზია

სკარლეტმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც რამდენიმე წუთით სხვისი პროფილის თვალიერებამ მისი მენტალური სიმშვიდე მთლიანად დაარღვია:

„ერთხელ აღმოვაჩინე, რომ უკვე 20 წუთია ვათვალიერებდი ჩემი მეგობრის თანამშრომლის “ინსტაგრამის“ გვერდს. ახლა უკვე ვიცი, რომ მას ჰყავს პიტბული, ორი ქალიშვილი და ცხოვრობს ბერბანკში. უბრალოდ, უაზროდ დავკარგე 17 წუთი!

ამის მერე ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს სასწრაფოდ კალიფორნიაში უნდა გადავიდე, ზუსტად ასეთი ძაღლი ვიყიდო და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალო. თავი საშინლად ვიგრძენი - თითქოს ამ სრულიად უცხო ადამიანის გამო ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანს ვტოვებდი. მივხვდი, რომ ეს არ შემიძლია. ზედმეტად სუსტი ვარ, სხვა რაღაცების გამოც ისედაც დიდი შფოთვა მაქვს.“

„მე ნაზი ყვავილი ვარ“

მსახიობი სოციალურ ქსელებში საერთოდ არ არის დარეგისტრირებული. ის საკუთარ თავს ხუმრობით „ნაზ ყვავილს“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი ეგო და გონება ვერ გაუძლებს იმ წნეხს, რაც ვირტუალურ სამყაროს ახლავს.

სკარლეტ იოჰანსონის ეს ძველი აღიარება დღეს ბევრისთვის ნაცნობი აღმოჩნდა. ფსიქოლოგებიც სულ უფრო ხშირად გვაფრთხილებენ:

სოციალურ ქსელებში კონტენტის უმიზნო მოხმარება, სხვისი იდეალური კადრების ყურება და საკუთარი თავის სხვებთან შედარება ყოველთვის იწვევს სიცარიელის შეგრძნებასა და შფოთვას.