გაქვთ თუ არა საკმარისი სექსი და რა შეიძლება გამოიწვიოს სექსის ნაკლებობამ
- 09.03.2017
რა არის „საკმარისი სექსი“, არსებობს კი ამის რაიმე საზომი? - არსებითად ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებაზე. არ არსებობს არანაირი წესი და ზუსტი რიცხვი იმისა თუ რამდენჯერ უნდა გქონდეთ სექსი. ეს დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და საჭიროებაზე.
როცა ადამიანს საკმარისი სექსი არ აქვს ეს თავად ვლინდება.
1. პარტნიორთან ჩხუბის მიზეზი არის ის რომ საწოლში ნაკლები სიამოვნება მიიღეთ? - თქვენ უნდა აწარმოოთ თვითანალიზი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენი უკანასკნელი ჩხუბი ხომ არ უკავშირდებოდა იმას, რომ სექსით ნაკლები სიამოვნება მიიღეთ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან.
2. სწრაფად ბრაზდებით - თუ სწრაფად ბრაზდებით, შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ საკმარისი სექსი არ გაქვთ. ქალს მამაკაცის მსგავსად აქვს ჰორმონი ტესტოსტერონი, თუმცა მამაკაცთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით. ქალში აღნიშნული ჰორმონი სექსუალურ აქტივობას უფრო ძლიერს ხდის. ის საკმაოდ „სახიფათო“ ჰორმონია. ტესტოსტერონი განდომებთ სექსს და თუ სექსი არ გაქვთ, თქვენ მარტივად ბრაზდებით და იწყებთ ჩხუბს.
3. როცა არ გაქვთ საკმარისი სექსითავს გრძნობთ უფრო სექსუალურად და განუწყვეტლივ ფიქრობთ სექსზე - ასეთ დროს გონებაში შესაძლოა ღალატის იდეაც მოგდით. თქვენ არ ხართ გარეული ცხოველი და უნდა შეძლოთ თავის შეკავება, მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან გინდათ. მაგრამ ეს აზრი თუ ძალიან ხშირად გაწუხებთ, ეს უკვე დიდი პრობლემაა. თქვენ განიცდით სექსის საშინელ ნაკლებობას.
4. ორგაზმი არასოდეს გქონიათ - ეს ძალიან ცნობილი და მტკივნეული საკითხია. ზოგიერთ ქალს ცხოვრებაში არასოდეს განუცდია ორგაზმი. ეს დისკომფორტის გრძნობას აჩენს და ადამიანს არაადეკვატურს ხდის. ორგაზმის ნაკლებობა ნიშნავს რომ სექსის ნაკლებობა გაქვთ. უფრო მეტი სექსი ნიშნავს უფრო მეტ შანსს ორგაზმის მისაღწევად. თუ ორგაზმი არასოდეს განგიცდიათ, შეგიძლიათ დაკავდეთ სექსით, ან მასტურბაციით სანამ არ დაიკმაყოფილებთ სურვილს.
5. სექსი არ გაინტერესებთ და არც მასტურბაციაზე ფიქრობთ? - ნუ იდარდებთ. ზოგიერთ ადამიანს ექვსი თვის განმავლობაში უქრება სქესობრივი ცხოვრების ინტერესი. მაგრამ ეს თუ ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდა, საკითხი უფრო ღრმა შესწავლას საჭიროებს, ეს უკვე პრობლემაა და თქვენ უნდა მიმართოთ პროფესიონალს.
6. სექსისადმი ინტერესი დაკარგეთ მას შემდეგ, რაც ახალი წამალი მიიღეთ? - ადამიანები სხვადასხვა წამლებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ზოგჯერ სექსუალური ინტერესი შეიძლება ქალმა თავისი წამლების გამო დაკარგოს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ბევრ მედიკამენტებს იღებთ. თუ გრძნობთ რომ საკითხი პრობლემური ხდება, აუცილებლად შეცვალეთ მედიკამენტები.
7. გრძნობთ რომ გაიზარდა შფოთვა, დეპრესია, შიში და სტრესი - ეს არის ის ემოციები, რომელთა გამომწვევი მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მიზეზი კი სექსისა და მასტუბაციის ნაკლებობაა. შფოთვა, სტრესი და შიში ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოიხსნათ სექსის საშუალებით. სექსი და მასტურბაცია ერთად კი, შეიძლება დაგეხმაროთ ყველა ამ გრძნობის დამარცხებაში.
სექსის ნაკლებობა ყველა ადამიანისთვის ინდივვიდუალური და პირადი საკითხია. თუმცა თუ საკუთარ თავს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები შეამჩნიეთ, თქვენ სექსის ნაკლებობას განიცდით.
თემები: სექსი, ორგაზმი, სიყვარული და სექსი, რატომ აქვთ ადამიანებს სექსი ღამე, სექსი და ძილი, სექსუალური მიზიდულობა, ქალები
<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>