სტილი

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

არის სტილის თვალსაზრისით ვინმე უფრო მშვენიერი და ბრწყინვალე, ვიდრე ვიქტორია ბექჰემი? - დასავლური პრესა თანხმდება, რომ რა თქმა უნდა, არა. ის მისაბაძი ქალბატონია, რომლისგანაც მსოფლიოს დანარჩენი ქალები სამოსის ფერთა შეხამებასა და სტილის თავისებურებებს სწავლობენ.

გთავაზობთ სტილის 8 გაკვეთილს ვიქტორია ბექჰემისგან:

1. დაიცავით პროპორციები - ჩაიცვით ნაცრისფერი მანჟეტებიანი შარვალი მუხლს ქვემოთ პალტოზე. საერთო ჯამში, რა ეფექტს იღებთ? - ჩანხართ უფრო გამხდარი, თუ ამ ყველაფერზე მაღალქუსლიან პლატფორმა ფეხსაცმელს შეუხამებთ, ეს უფრო მაღალს გამოგაჩენთ და რაც მთავარია, მოდურ ქალბატონად გაქცევთ.

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

2. ჩაიცვით მაღალყელიანი ჩექმა მუხლს ქვემოთ კაბაზე - როგორ ვატაროთ მაღალყელიანი ჩექმა „მიდი“ კაბაზე? - ვიქტორია ბექჰემს ამ ორის შეხამება შესანიშნავად შეუძლია. ის იცვამს ტანზე მომდგარ მიდი კაბას მაღალყელიან ჩექმაზე. მთავარი აქ ისაა, რომ სამოსი ერთ ტონალობაში უნდა იყოს და ტანზე კარგად მომდგარი.

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

3. გამოკვეთეთ კლასიკური სილუეტი თუ იცვამთ ფერად სამოსს - ვარდისფერი „მყვირალა“ ფერია. ამიტომ, როცა მაისურიც და შარვალიც ასეთ ფერში გვაცვია სიფრთხილეა საჭირო. ალბათ, მხოლოდ ვიქტორია ბექჰემს შეუძლია ეს ფერი ერთგვარად ჩრდილში მოაქციოს. არ გაიკეთოთ ვარდისფერ სამოსთან მძივები, რაიმე სახის სამკაული. საკმარისია მხოლოდ სათვალე. ვიქტორიას გაკვეთილებს თუ მივყვებით, ასეთ დროს უმჯობესია თუ კანისფერ ფეხსაცმელს ჩავიცვამთ. ეს ერთგვარად ანეიტრალებს მყვირალა ვარდისფერს.

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

4. არამოდური კაბა შეგიძლიათ ტრენდად აქციოთ - ბოლოში აჭრილი კაბა გადასულია მოდიდან, თუმცა ის თქვენ შეგიძლიათ მოდურად აქციოთ. კლასიკურ ფეხსაცმელთან ერთად ეს კაბა საოცარია. შეხედეთ ვიქტორიას:

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

5. მაღალ დონეზე აიყვანეთ თქვენი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჩაცმულობა და გახადეთ შესამჩნევი - მაღალქუსლიანი ჩექმა, თეთრი ბლუზი და გრძელი პალტო - ასე ჩაცმა ყველას შეგიძლიათ. თქვენი ყოველდღიური ლუქი გამორჩეული გახდება. აქ ქუსლიანი ფეხსაცმელი ყველაზე დიდ როლს თამაშობს.

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

6. მიეცით მამაკაცურ სამოსს ქალური ეფექტი - ვიქტორიას შეუძლია თავისი ვაჟების სამოსი თავად ჩაიცვას და საოცრად ქალურად გამოიყურებოდეს, სმოკინგითა და მამაკაცური შარვლით ის მათ ტერიტორიასაც იპყრობს, თუმცა, ამავდროულად, ფეხსაცმლითა და ჩანთით ქალურობას ინარჩუნებს.

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

7. მყვირალა ფერი ჩაიცვით ტანის ქვედა ნაწილზე - ბექჰემი მყვირალა ფერის შარვალს თეთრ პერანგსა და პალტოს უხამებს. ასე ფერები ერთმანეთს ანეიტრალებს. 

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან

8. მოიქეცით ისე, რომ იკაშკაშოთ - შექმენით სამოსის საშუალებით მაღალი და სუსტი სილუეტი.გადადგით ფართო ნაბიჯები. მიიპყარით ყურადღება აქსესუარით. მაგალითად ისეთით, როგორიც ფოტოზე ვიკის ხელს ამშვენებს.

სტილის 8 გაკვეთილი ვიქტორია ბეკჰემისგან



<a href="http://www.instyle.com/">http://www.instyle.com/</a>