LIFE

რა უნდა იცოდეთ თვითმფრინავით მგზავრობის დროს - 12 წესი, რომელთა დაცვაც თქვენს მოგზაურობას სასიამოვნოს გახდის

რა უნდა იცოდეთ თვითმფრინავით მგზავრობის დროს - 12 წესი, რომელთა დაცვაც თქვენს მოგზაურობას სასიამოვნოს გახდის

მალე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ექნება. სხვადასხვა დეტალებთან ერთად, მნიშვნელოვანია, გარკვეული წესების ცოდნა, რომლებიც თვითმფრინავით მგზავრობისას დაგეხმარებათ.

თვითმფრინავით მგზავრობა ხშირად სტრესს იწვევს და ბევრისთვის ეს არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია.

თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ამ 12 წესს გაითვალისწინებთ, გარკვეულწილად, კომფორტს შეიქმნით და მოგზაურობის შედარებით უსიამოვნო ნაწილი, სასიამოვნო გახდება:

1. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ჩასხდომა, როგორც წესი, ფრენიდან 40 წუთით ადრე იწყება. მზად უნდა იქონიოთ ბილეთი, მოძებნოთ შესაბამისი შესასვლელი და მალე თვითმფრინავში იქნებით.

2. ნუ გამოიწვევთ არეულობას - კარგად მოიქეცით საპირფარეშოში, ნუ გაატარებთ იქ დროს და ნუ გამოიწვევთ ეჭვს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ნუ ცდით, შეუერთდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმფრინავის საპირფარეშოში კავდებიან სექსით. ეს არც ისე ჰიგიენურია.

3. ნუ დაისხმათ მძაფრ სუნამოს - გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მძაფრი სუნის მქონე სუნამოს, ან კოსმეტიკას შეუძლია შექმნას არასასიამოვნო გარემო - თქვენც შეგაწუხოთ და სხვებიც შეწუხდნენ. ამან შეიძლება ღებინებაც გამოიწვიოს.

4. წინასწარ დაგეგმეთ, როგორ დაიძინებთ - გამოიყენეთ ძილისთვის გასაბერი ბალიში, ეს უფრო კომფორტულია და კისერი არ გეტკინებათ. შეგიძლიათ, მოითხოვოთ ბალიში, ან პლედი.

5. გირჩევთ, ფრენისას არაფერი ჭამოთ, მით უფრო, თუ ფრენა ცუდად მოქმედებს თქვენზე - უმჯობესია,ჭამოთ სახლში, ოღონდ აუცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ. მოერიდეთ თვითმფრინავში ჭამას. შეგიძლიათ, მიირთვათ წვენები და მინერალური წყალი.

6. ყურადღებით შეარჩიეთ ადგილი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება - თუ ფანჯრიდან ცქერა გსურთ, ილუმინატორთან უნდა მოთავსდეთ, თუ გიყვართ ფეხების გაშლა სჯობს, ისეთ ადგილას დაჯდეთ, რომელიც გასავლელთან ახლოსაა.

რა უნდა იცოდეთ თვითმფრინავით მგზავრობის დროს - 12 წესი, რომელთა დაცვაც თქვენს მოგზაურობას სასიამოვნოს გახდის

7. იყავით კეთილგანწობილი სხვა მგზავრების მიმართ - ზოგჯერ ბევრმა არ იცის, როგორ შეიკრას თვითმფრინავში ღვედი და ა.შ დაეხმარეთ მათ. ამით სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს შექმნით ფრენის დროს.

8. ნუ იქნებით მიწებებული ერთ ადგილს - შეგიძლიათ ადგეთ და ისარგებლოთ საპირფარეშოთი.ეს ფრენისას ხელს შეგიწყობთ და ცუდად არ გახდებით.

9. თუ წამოწოლა გსურთ, ფრთხილად იყავით - სანამ გადაწვებით, გაიხედეთ უკან - შეიძლება სხვა მგზავრს თავისი სასმელი, ან „ნოუთ ბუქი“ ედოს, რომელსაც დაუზიანებთ.

10. არ ახვიდეთ თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოწმედების ქვეშ - ცოტაოდენი სასმელის მიღებამ შეიძლება ფრენის შიში დაგაძლევინოთ, მაგრამ ფრთხილად!! თქვენ მიმართ ყველა უარყოფითად განეწყობა - თქვენ აგდით საშინელი სუნი და ხშირად გჭირდებათ ტუალეტის გამოყენება, რის გამოც გარშემომყოფები თქვენ მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი.

11. თვითმფრინავში აკრძალულია მოწევა - არ შეიძლება ელექტროსიგარეტის შეტანაც. თუ შეგამჩნევენ, რომ ეწევით, დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

12. გაითვალისწინეთ, რომ მენთოლიანი საღეჭი რეზინი დაგეხმარებათ გულის რევის შეგრძნების მოხსნაში.



<a href="http://www.thisisinsider.com/">http://www.thisisinsider.com/</a>