სილამაზე

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

1. გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგო საშუალება

ყველა შრატი და ბალზამი, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ეტიკეტი, იძლევიან მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს. ერთადერთი საშუალებაა - თმის ბოლოების შეჭრა.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

2. ხელის კრემი, ფეხის კრემი, ტანის ლოსიონი

კიდევ ერთი მითი, რომელიც შექმნეს მარკეტოლოგებმა: ტანის სხვადასხვა ნაწილებისთვის ადამიანებს ესაჭიროებათ სხვადასხვა კრემები. სახე ნამდვილად საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, მაგრამ მთლიანი ტანისთვის უმეტეს შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი პროდუქტი. ყველა დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი ერთნაირად მუშაობს და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი როგორც ხელისთვის, ასევე ტანისთვის.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

3. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი

როცა თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლები არ მუშაობენ სათანადოდ, იწყება სოკოს გავრცელება, რომელსაც ეწოდება ქერტლი. ჩვეულებრივ შამპუნს არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, თანაც ის ძლიერად აშრობს თავის კანს. თქვენ გჭირდებათ სპეციალური სამკურნალო შამპუნი, რომელიც იყიდება აფთიაქში.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

4. სახის ტონიკი

სახის ტონიკი - ერთ-ერთია იმ საშუალებებიდან, რომელსაც საჭიროდ ვთვლით. ტონიკის მაგივრად უფრო ეფექტურია გამოიყენოთ გამწმენდი საპონი. ის არ შეიცავს სპირტს, არ აშრობს კანს და გააჩნია pH ნეიტრალური დონე.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

5. ტუჩის ბალზამი

ზოგიერთი ბალზამი ნამდვილად ატენიანებს ტუჩებს, მაგრამ ბევრი მათგანი შეიცავს სპირტს, რომელიც აშრობს კანს. ხელმისაწვდომი და უფრო სასარგებლო ალტერნატივაა - კოსმეტიკური ვაზელინი ან ფუტკრის ცვილი, რომელშიც დამატებულია ზეითუნის ან ქოქოსის ზეთის წვეთი.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

6. საპარსი კრემი

სანამ გაჩნდებოდა შხაპის გელი, გასაპარსი კრემი ემსახურებოდა მთავარ მიზანს - დაარბილოს თმის ფოლიკულები და დაეხმაროს საპარსს ადვილად ისრიალოს კანზე. მაგრამ რადგან შხაპის გელები შეიცავენ გლიცერინის დიდ რაოდენობას და მეტ დამატენიანებელ ნივთიერებებს, ვიდრე გასაპარსი კრემი, არჩევანი აშკარაა.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

7. ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი

ერთ-ერთი მითი, რომელიც გვინდა გავაქარწყლოთ, - ანტიცელულიტის კრემის ეფექტურობაა. დღესდღეობით არსებობს მხოლოდ ორი რამ, რომლებიც ნამდვილად ებრძვიან ცელულიტს თქვენს დუნდულებზე, - ეს აქტიური ცხოვრების წესი და ჯანმრთელი კვებაა. ასევე შეგიძლიათ სცადოთ მასაჟი და გამოიყენოთ სკრაბი, რადგან ისინი ასტიმულირებენ სისხლის მიმოქცევას. კრემი კი ცოტათი არბილებს კანს და იძლევა მხოლოდ ხანმოკლე კოსმეტიკურ ეფექტს.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

8. ნუნების ზეთი

როგორც კი სპეციალური ნუნების ზეთი იწოვება, ეფექტი ქრება და არანაირი სარგებელი არ არსებობს. თუ თქვენ ნამდვილად გინდათ უშველოთ საკუთარ ფრჩხილებს, სცადეთ კოსმეტიკური ვაზელინი ან ნატურალური საბაზო ზეთები.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს

9. სახის ქსოვილური ნიღბები

ვერ ვიტყვით, რომ სახის ქსოვილური ნიღბები აბსოლუტურად უსარგებლოა. მათ ნამდვილად შეუძლიათ სწრაფად გააცოცხლონ კანი განსაკუთრებული შემთხვევის დროს. მაგრამ სინამდვილეში ისინი არ არის საჭირო. მათი უმეტესობა უბრალოდ დამატენიანებელია ან ცხიმშთანთქავი, ამიტომ იგივე ეფექტს შეიძლება მიაღწიოთ ჩვეულებრივი კრემის გამოყენებისას.

9 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ აქვს



<a href="http://wmnlife.com/">http://wmnlife.com/</a>