ერთადერთი სწორი გზა საქმის კარგად გასაკეთებლად, საქმის სიყვარულია. თუ აქამდე მსგავსი კიდევ ვერ იპოვეთ, გახსოვდეთ არ უნდა დანებდეთ, განაგრძეთ ძიება.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიჰყევით საკუთარ მიზნებს. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ აუცილებელია მიჰყვეთ საკუთარ სურვილებსა და გატაცებებს, თუმცა, მსგავსი დამოკიდებულება არასწორია. მეტიც, საკუთარი გატაცებებისთვის ბრმად მიყოლა საშიშიც კია.
არც თქვენ იქნებით გამონაკლისი და თუ მეგობარს არასდროს ურჩევია საკუთარი გატაცებების, შინაგანი ხმების ყურადღება, სადმე მაინც ამოიკითხავდით. არგუმენტად ხშირად მოჰყავთ, რომ ძალიან ბევრმა, წარმატებულმა ადამიანმა სწორედ ამ გზით დაიწყო სვლა და მიაღწია მწვერვალამდე. დაფიქრებულხართ, რეალურად რა დგას ცნობილი, წარმატებული ადამიანების ისტორიების უკან? იყო თუ არა ეს ნამდვილად მათი გატაცება?
ყველაზე სწორი გზა წარმატების მისაღწევად მიზანდასახულობაა, შრომისუნარიანობაა, ნებისყოფაა და არა ჩვენი სურვილები, განწყობები, მისწრაფებები და გატაცებები.
TREND. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც წარმატების მიღწევის სურვილის მქონე ადამიანებს ძალიან გამოგადგებათ:
1. მიზანი და არა გატაცება
ჩვენი გატაცებები შესაძლოა, სულაც გვაფერხებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ვინაიდან, სხვა გატაცებების გამო, ხშირად, ვითმეთ წარუმატებლობასაც. ამისგან განსხვავებით კი მიზანი ხაზს უსვამს ჩვენს პიროვნებას. საქმე იმაშია, რომ მიზანი გვაიძულებს ვიმოქმედოთ საკუთარი თავისგან დამოუკიდებლად და ხშირად ვიყოთ კიდეც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში.
ჯერ კიდევ საუკუნის წინ გატაცება და ვნება განიხილებოდა უარყოფით კონტექსტში. ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც არიან სოკრატე და მარკუს ავრელიუსი, ვნებას, გატაცებას შეუნელებელ, დესტრუქციულ ძალად განიხილავდნენ. რატომ?
მიზეზი მარტივია: გატაცება ადამიანს აიძულებს კონცენტრირდეს საკუთარ სურვილებზე, საკუთარ მინდაზე, რაც ხშირ შემთხვევაში, არასასურველ შედეგებს იძლევა. მიზანი კი არის ხიდი საკუთარ თავსა და რაიმე სხვას, ვინმე სხვას შორის. მიზანი იძლევა მოქმედების შესაძლებლობას, გვასავლის დამოკიდებულებას ჩვენსა და საქმეს, სხვა ადამიანების ურთიერთობების მიმართ.
2. არჩევანი და არა გატაცება
სამყაროში არ არსებობს იმაზე ძლიერი სიყვა, ვიდრე თანხმობაა. სწორედ ამიტომ, სანამ რაიმეზე თანხმობას განვაცხადებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ: ეს არის ჩვენი არჩევანი თუ ვალდებულება სხვა ადამიანების მიმართ. ან იქნებ შიშია, მათი დაკარგვით გამოწვეული.
ხშირად, მართლად, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მიზეზების გამო, გვიჭირს უარის თქმა არა მხოლოდ სხვათათვის, არამედ, საკუთარი თავისთვისაც. ყველაზე რთული, რაც ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ უარის თქმაა. დიახ, პირდაპირი და უხეში უარის. მაშინ, როცა არ გვცალია, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ვიდრე მეგობრების კამპანიაში გართობაა, უნდა შევძლოთ და გავაკეთოთ არჩევანი.
სწორად გაკეთებულ არჩევანს წინ უნდა უძღვოდეს პაუზა, სიტუაციის რაციონალურად შეფასება, საკითხის მნიშვნელობის აწონ-დაწონვა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება იგი სწორად.
3. შრომა და არა გატაცება
მას შემდეგ, როცა აღმოვაჩენთ ჩვენთვის საინტერესო სფეროს, პროფესიასა თუ საქმეს, უნდა გავიაზროთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: თუ აღნიშნულ საქმეს არ დავუთმობთ დროს და არ ჩავდებთ მასში ძალისხმევას, რაც საბოლოოდ პროფესიონალებად გვაქცევს, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას.
ნებისმიერ საკითხს, სრულფასოვნად გასაგებად დრო სჭირდება. დროის რაიმეზე დაკარგვა, თავისთავად გულისხმობს გაწეულ შრომას ამა თუ იმ საქმის შესასწავლად და საკუთარი თავის განსავითარებლად.
შრომა უზრუნველყოფს ხარისხს, თუმცა, სანამ სრულყოფილ ხარისხამდე მივალთ, უნდა დავკავდეთ, უნდა ვიშრომოთ და უნდა გვიღირდეს.
4. დაგეგმვა და არა გატაცება
რა თქმა უნდა, საქმის დასაწყებად, მისით გატაცება მნიშვნელოვანია, თუმცა, თუ ესა თუ ის მიგნება არ დაიგეგმა, არ შეისხა ხორცი, როგორც პროექტმა, სრულყოფილმა იდეამ, საეჭვოა, რომ მისგან რაიმე გამოვიდეს.
წარმატებული ადამიანების წარმატების საიდუმლოც სწორედ დაგეგმვაშია. გახსოვდეთ, გეგმა აუცილებელია იყოს გრანდიოზული, რათა შედეგიც გრანდიოზული მივიღოთ.
დასვით ბევრი კითხვა, იპოვეთ მათზე პასუხები, უპირატესობა მიანიჭეთ საჭირობებს და არა სურვილებს!
5. პოზიციონირება და არა გატაცება
ვნებებმა და გატაცებებმა, შესაძლოა, შორს წაგვიყვანოს. იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ხელსაწყოები, განსახორციელებელი გეგმები, მიდგომები და ცოდნა, ვერასოდეს შევძლებთ პოზიციონირებას.
მთავარი მიდგომა პოზიციონირებისთვის საკუთარ გონებასთან გამუდმებული ბრძოლაა. ეს არ არის რაიმე სიახლის დაბადების საკითხი, ეს არის, ჩვენს გონებაში უკვე არსებული ცოდნის, მიზნის დახვეწისა და განხორციელების მცდელობა, რომელიც გამუდმებით მოითხოვს, ვიყოთ საკუთარ სურვილებთან წინააღმდეგობაში.
6. პერსპექტივები და არა გატაცება
ძალიან ცოტა ადამიანს აქვს რეალური წარმოდგენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. თუმცა, მნიშვნელოვანია, სწორად ვსაზღვრავდეთ მათ, რათა სამომავლო პერსპექტივებშიც ნათლად ვხედავდეთ საკუთარ თავს.
ეს გვაიძულებს შევამოწმოთ საკუთარი თავი მუდმივად: რა ვიცით, რა უნდა ვისწავლოთ, რა განვივითაროთ და ა.შ.
ჩააყენეთ საკუთარი თავი ახალ-ახალ სიტუაციებში, გამოიწვიეთ იგი ხშირად, სურვილის მიუხედავად აკეთეთ სასარგებლო საქმიანობები და სწორედ ეს მიდგომა გვაქცევს იმ ადამიანებად, ვინც გვსურს, რომ ვიყოთ.
7. შეუპოვრობა და არა გატაცება
დაუძლეველი სურვილი სწავლის, განვითარებისა და წინსვლის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამ, რაც წარმატებისთვის გვჭირდება. შეუპოვრობა ადამიანის ეგოს ებრძვის, რაც ხშირად საჭიროა. საკმაოდ დასაფასებელია ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ, ვინაიდან, ისინი არასოდეს ნებდებიან და მუდმივი ზრდის პროცესში იმყოფებიან.
ადამიანები, როგორც არ უნდა ეცადნონ, ვერასოდეს იქნებიან სრულყოფილები. თუმცა, მათი სურვილი, მისწრაფება სრულყოფილებისკენ, შეუპოვარი, თამამი ნაბიჯები, ხშირად სურვილის, საკუთარი ეგოს საწინააღმდეგო ქმედებები, ადამიანებს ზრდის და უზრუნველყოფს მათ წარმატებას.
... და მაინც, რა არის ვნება/გატაცება? არის თუ არა იგი ცუდი რამ?
თუ სწორად გავიგებთ, სულაც არა! თუმცა, როგორც იგი უმრავლესობას ესმის - დიახ, საკმაოდ საზიანო რამ არის!
სასურველია გვახსოვდეს, რომ გატაცება ოსტატობის, შემოქმედებითობის შედეგია და არა წყარო!
თემები: ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, მიზანი, ემოციები, ემოციების მართვა, წარმატება, მოტივაცია, შრომა, ვნება, გატაცება, მიზანდასახულობა
pretastyler.mysharebar.com