სილამაზე

რომელია ბიკინის ზონაში თმის მოშორების საუკეთესო საშუალება - 5 მეთოდი

რომელია ბიკინის ზონაში თმის მოშორების საუკეთესო საშუალება - 5 მეთოდი

21-ე საუკუნეში თმის მოშორების არაერთი ეფექტური მეთოდი არსებობს. ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიკინის ზონა გქონდეთ პრიალა და არ გაწუხებდეთ არასასურველი თმა.

გთავაზობთ ინფორმაციას თმის მოშორების სხვადასხვა ხერხების შესახებ, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს. თავად აირჩიეთ საუკეთესო:

1. თმის მოშორება ცვილით - ამ მეთოდს ადამიანთა დიდი ნაწილი საუკეთესოდ მიიჩნევს. ამ დროს ბიკინის ზონაში სწრაფად იშორებთ თმას და კანი რჩება გლუვი და პრიალა. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული და შეიძლება ცრემლებიც გადმოგცვივდეთ. ასევე, თმის ცვილით მოშორებისას შეიძლება სხეულში ბაქტერიები შეიჭრას. იმისთვის, რომ რისკები შეამციროთ აუცილებელია, თმის მოშორებისას ყოველ ჯერზე ახალი ხელსაწყოები გამოიყენოთ.

რომელია ბიკინის ზონაში თმის მოშორების საუკეთესო საშუალება - 5 მეთოდი

2. პარსვა - საპარსით თმის მოშორება არის ძალიან მოსახერხებელი, თუმცა დიდია შანსი რომ გაიჭრით, რის გამოც შეიძლება კანში ინფექცია შეიჭრას. ასევე საპარსი მთლიანად არ აშორებს თმას და კანზე შავი წერტილები რჩება. თუ კანი მგრძნობიარეა, ჩნდება გამონაყარი. რისკების შესამცირებლად აუცილებელია შეიძინოთ ხარისხიანი საპარსი საშუალება, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ გარკვეული რისკები ამ დროს ყოველთვის არსებობს.

რომელია ბიკინის ზონაში თმის მოშორების საუკეთესო საშუალება - 5 მეთოდი

3. ლაზერული ეპილაცია - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თმის მოსაშორებლად ლაზერული ეპილაციაა. თმის ლ;აზერული ეპილაციით მოშორებას ბევრი უწევს რეკომენდაციას. გარდა იმისა, რომ ეპილაცია გაკეთების მომენტში გათავისუფლებთ არასასურველი თმისგან, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი რამდენჯერმე გაკეთების შემთხვევაში საერთოდ დაისვენებთ მისგან.

რომელია ბიკინის ზონაში თმის მოშორების საუკეთესო საშუალება - 5 მეთოდი

გაითვალისწინეთ, რომ თუ ლაზერულ ეპილაციას საკუთარი ხელით იკეთებთ, გამოუცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, თუ სალონში მიდიხართ, აუცილებელია, რომ თვქენი სხეული პროფესიონალს ანდოთ, რადგან გართულებები აიცილოთ თავიდან.

4. დეპილატორები - ეს შეიძლება იყოს თმის მოსაშორებელი სპეციალური ხელსაწყო და კრემები. ამ შემთხვევაშიც უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ქიმიური დამწვრობის რისკი. რისკის შესამცირებლად ჯერ მოსინჯეთ თმის მოსაშორებელი პროდუქტი ფეხის მცირე მონაკვეთზე. თუ დამწვრობა არ გამოიწვია, მაშინ შეგიძლიათ ის ბიკინის ზონაშიც გამოიყენოთ.

რომელია ბიკინის ზონაში თმის მოშორების საუკეთესო საშუალება - 5 მეთოდი

5. შუგარინგი - ეს არის თმის მოშორება შაქრის ცვილით. შაქრის, ლიმონის წვენისა და წყლის ნაზავით იღებეთ მიქსს, რომელიც გაგათავისუფლებთ არასასურველი თმისგან. შესაძლოა თმის მოშორების ამ მეთოდმაც გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, მაგრამ ამ შემთხვევაშიცშეგიძლიათ, ის ფეხის მცირე ზონაზე მოსინჯოთ.

რომელია ბიკინის ზონაში თმის მოშორების საუკეთესო საშუალება - 5 მეთოდი



<a href="https://www.gorgeousgirl.com">https://www.gorgeousgirl.com</a>