
ვარსკვლავები და ასტროლოგია ადამიანის დაბადების მომენტში გარკვეულ გავლენას ახდენს მის ხასიათზე, ბედსა და გარეგნობაზე; უფრო ზუსტად, მათ სექსუალურ ენერგიასა და სიყვარულის უნარზე.
ჩვენ გეტყვით, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ განსაკუთრებული ხიბლი და ფიზიკური მიმზიდველობა.
ვერძი
ცეცხლოვანი ვერძის მმართველი პლანეტაა მარსი, რომლის ენერგიასაც ასტროლოგები ძალასთან, დინამიკასთან და ვნებასთან აკავშირებენ.
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები წარმოუდგენლად აქტიურ, მიზანდასახულ, თავგადასავლების მოყვარულ, თავდაჯერებულ და საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებულ ადამიანებად ითვლებიან. საპირისპირო სქესისთვის კი ყველა ეს თვისება ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა.
ვერძი ქალის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება. იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ გარშემომყოფებმა შეამჩნიონ და სამუდამოდ დაამახსოვრდეთ. მათში ჰარმონიულადაა შერწყმული წარმატებისკენ სწრაფვა, ნებისყოფა, ცხოვრების ხალისი და არაორდინალურობა. მათი სურვილია, უყვარდეთ და იყვნენ სასურველები.
კურო
კურო ვერძისგან შორს არ არის, რადგან მას მართავს ვენერა - სიცოცხლის, სიყვარულის, სილამაზის, ჰარმონიისა და სიამოვნების ქალური ასპექტის პლანეტა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ასტროლოგების აზრით, გამოირჩევიან სინაზით, სითამამით, ექსპერიმენტებისადმი დაუოკებელი სწრაფვით, მათ შორის სექსუალურისადმი და ღია და გულწრფელი ურთიერთობებით.
გასაკვირი არ არის, რომ მამაკაცებს კურო ქალებთან წინააღმდეგობის გაწევა უჭირთ, მათ კუროს გაცნობისთანავე თვალში ხვდებათ მომხიბვლელობა და რბილი ხასიათი, რის გამოც, ერთი ნახვით უყვარდებათ და მხოლოდ მერე ამჩნევენ, რომ ამ "სუსტი" სქესის მიღმა ძლიერი ქალი იმალება – რკინის ნერვებითა და ნებისყოფით.
სინამდვილეში, ქალი-კურო მართლაც მყუდრო და საიმედო არსებაა. იგი არასდროს იქნება ჩხუბის ინიციატორი. ის ზედმიწევნით ზრუნავს საკუთარ თავზე, ყოველთვის მოხდენილად აცვია და კლასიკური მაკიაჟი აქვს. ასე რომ, თუ ბუნებამ სილამაზით არ დააჯილდოვა, თავისი ენერგეტიკისა და შარმის წყალობით, არც სხვა ლამაზმანების ჩრდილში მოექცევიან.
მორიელი
მორიელებმა, რომლებიც ასევე დინამიური მარსის მფარველობის ქვეშ არიან, დაიმსახურეს მომხიბვლელი, იდუმალი და უკიდურესად ვნებიანი ბუნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ყველაზე ოსტატურ და სექსუალურ საყვარლებს უწოდებენ, რომელთა არ მოხიბვლა უბრალოდ შეუძლებელია. ამის მიზეზი კი იმპულსური მორიელების განსაკუთრებული სექსუალური ენერგიაა.
თავად მორიელი საკუთარ თავს სილამაზის ეტალონად მიიჩნევს. ეს ყოველთვის ასე არაა, იგი უფრო ეგზოტიკური გარეგნობით გამოირჩევა, ვიდრე სილამაზით, მაგრამ მორიელი იმდენად სექსუალურია, რომ ერთი მზერით შეუძლია, კაცებს თავგზა დააკარგვინოს.
თუმცა, ქალი მორიელი ადვილად არ ემორჩილება ძლიერ სქესს. ის თავადაც ძლიერი ნატურაა და პარტნიორს ათასგვარ გამოცდას მოუწყობს. ამასთანავე, არ დაელოდება, სანამ თავს დაესხმიან, იგი პირველი მიიტანს იერიშს საპირისპირო სქესზე.
მორიელ ქალს ერთი ძალიან სწორი სტრატეგია აქვს მამაკაცთან ურთიერთობისთვის - ისე იმოსება, რომ ხაზი გაუსვას თავისი სხეულის სილამაზეს.
ლომი
ყველაზე მზიანი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ნიშანი ლომი გამოირჩევა მონდომებით, ქარიზმით, თავდაჯერებულობით და სურვილით, ყოველთვის და ყველგან მიიპყროს ყველას ყურადღება. მამაკაცებს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უყვართ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისების, ასევე მათი კომუნიკაბელურობისა და სექსუალურობის გამო, რისი წყალობითაც ლომებთან ერთად ცხოვრება კაშკაშა ფერებით სავსეა.
სასწორი
სასწორებს, ისევე როგორც ცეცხლოვან კუროს, ვენერა მფარველობს, რის გამოც მათ ასევე განსაკუთრებული ფიზიკური მიმზიდველობა აქვთ. ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მამაკაცებს მომენტალურად აიძულებენ, თავიანთი ელეგანტურობით, ქალურობით, დახვეწილობითა და კოკეტურობით შეაყვარონ თავი. სასწორი ქალები კი ძალიან მზრუნველი და თანამგრძნობი ბუნების არიან და მამაკაცებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
თემები: სექსუალური მიზიდულობა, ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია